თუ აგარაკის გამწვანება და საზაფხულოდ მოწყობა გადაწყვიტეთ, გირჩევთ ჩვენს რჩევებს გაეცნოთ, შედეგად კი საოცარ არომატსა და ესთეტიურ გარემოს გპირდებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლავანადაზე ვისაუბრებთ, რომელიც, სხვათა შორის, როგორც ცნობილია, კოღოებსაც აფრთხობს. ლავანდის სუნი ნამეტნავად არ ჰყვარებიათ კოღოებს.
მრავალიარუსიანი კომპოზიციები და ალპური მთები
ლავანდას უყვარს მზე, არ ეშინია გვალვის და ქვებს შორის თავს შესანიშნავად გრძნობს.
აქცენტები
ცარიელი ადგილები ლავანდით შეავსეთ, მცენარეები კომპოზიციის ცენტრად გამოიყენეთ.
ბილიკების გაფორმება
ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ, რა შეიძლება გამოიყენოთ ბილიკის გასაფორმებლად? სცადეთ ლავანდა და არ ინანებთ.
ლავანდის
ლავანდა მიწის ნაკვეთის გაფორმების უნივერსალური საშუალებაა. ის შესანიშნავად გამოიყურება სხვა მცენარეებთან ერთადაც.
მეზობელი მცენარის შერჩევისას, კომპოზიციის შესაქმნელად, ეცადეთ ისეთი ყვავილები შეარჩიოთ, რომელიც ლავანდას არ მოუჩრდილავს.
ზონირება
ლავანდა ასევე ძალიან კარგი საშუალება აგარაის ზონირებისთვის.
ლავანდის საშუალებით ძალიან ადვილია კონტურების გამოკვეთა. ეს ბაღის დეკორის შესანიშნავი საშუალებაა.
კაშპო თუ ქოთანი?
ლავანდა ძალიან კარგი საშუალებაა არა მხოლოდ ბორდიურების გასაფორმებლად, არამედ კონტეინერების სახითაც. ასე შეგიძლიათ მორთოთ სახლიც, აივანიც და ფანჯრის რაფაც.
იასამნისფერი ღრუბელი ღობის გასწვრივ
ლავანდა ძალიან ეფექტურად გამოიყურება, როგორც აგარაკის ღობედ და ასევე აგარაკის მთელს პერიმეტრზე.