საზაფხულო წვეულება ბაღში - დეკორის იდეები

ზაფხული ბაღში წვეულებებისა და საღამოების მოწყობის დროა. შემოგთავაზებთ საინტერესო იდეებს, რომელთა მეშვეობითაც ძალიან სწრაფად და მარტივად მოახერხებთ საკუთარი ბაღისთვის, ღია სივრცისთვის სადღესასწაულო ელფერის მინიჭებას და განწყობის ამაღლებას.

1. პლედები, ბალიშები, დასაფენები



პლედები, ბალიშები და დასაფენები, ქოლგები ჰაერზე ყოფნს დროს გამოსაყენებელი აუცილებელი ატრიბუტებია. ასე რომ, თუ ბაღის პატრონი ბრძანდებით, ეს ელემენტები მომარაგებული უნდა გქონდეთ.
არც ჭურჭელი დაივიწყოთ, საზაფხულო პიკნიკს ძალიან უხდება ფაიფური, როგორც თეთრი, ისე ფერადი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე აღმოსავლური მოტივების ფიალები.

2. ნათურები ხეებზე


ბაღის მორთვა-გალამაზება უბრალო, ნაქსოვი ელემენტებით და გაფორმებული
ნათურებით შეგიძლიათ. ასევე ლამაზი იქნება მაგიდაზე ან მიწაზე განთავსებული ორიგინალური, პატარა, მსუბუქი სანათები.

3. ხელნაკეთი გვირგვინები

გვირგვინების გამოყენება მთელი ზაფხულის განმავლობაში შეგიძლიათ. გვირგვინი შეგიძლიათ დაამზადოთ როგორც ყვავილებისგან, ისე ტოტებისგან და ფოთლებისგან. შეგიძლიათ დაკიდოთ ხეებზე. ძალიან ლამაზი იქნება.

4. დასაკიდი შანდლები


ბაღის სანთლებით მორთვა მშვენიერი იდეაა, რომელიც არა მხლოდ წვეულების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ, არამედ ზაფხულის ნებისმიერ საღამოს. სანთლები შეგიძლიათ მოათავსოთ მინის ქილებში და დაკიდოთ ხეებზე ლამაზი ლენტებით ან თხელი მავთულებით.

5. თხელი ფარდები



შეგიძლიათ მოიწყოთ საზაფხული კარავი თხელი ფარდით, აღმოსავლურ სტილში, ძალიან ლამაზი და ორიგინალური იქნება.

6. დეკორატიულო პომპონები


თუ ამინდი ამის საშუალებას იძლევა, ეზოში შეგიძლიათ დაკიდოთ დეკორატიული პომპონები.

6. გირლანდები


რომელი წვეულებაა გირლანდების გარეშე, თუმცა სანამ დაკიდებდეთ, დარწმუნდით, რომ ის გამოიყენება გარე განათებისთვის.

7. ტენტი ან კარავი



ტენტით შეგიძლიათ გააკეთოთ ლამაზი კარავი, რომელიც შეგიძლიათ გააფორმოთ ლამაზი ლენტებითა და აქსესუარებით.


8. ჩინური ბურთები



ჩინური ბურთები შიგნით ჩამონტაჟებული სანათებით, განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურება. ის სივრცეს სადღესასწაულო ელფერს ანიჭებს.

9. საქანელა ან ჰამაკი



რბილი საქანელა ფერადი დეკორებით გააფორმეთ, დაყარეთ ფერადი დეკორატიული ბალიშები, სანათები მახლობელ ხეებზე და საზეიმო განწყობა გარანტირებულია.

10. ყვავილების დეკორი



და რაღა თქმა უნდა, არ უნდა დაივიწყოთ ყვავილები, რომელიც ზაფხულში ბევრია. ცოცხალი ყვავილები სადღესასწაულო სუფრაზე ძალიან ლამაზად გამოიყურება. ხეებსა და ტოტებზე შეგიძლიათ დაკიდოთ ბოთლებისა და ქილებისგან გაკეთებული პატარ-პატარა ლარნაკები, გააკეთოთ ფარდები ცოცხალი ყვავილებისგან.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები