ეს ულამაზესი ბაღი სულ რაღაც სამი წლის არის, თუმცა უკვე მოახერხა არაერთი ადმაიანის გაოცება. ამისთვის ძალას არ იშურებს 74 წლის ქალბატონი საშიკო მაისურაძე, რომელმაც ბაღი ამ მოკლე დროში ნამდვილ წალკოტად აქცია. ეზოში ასობით ულამაზესი ყვავილი, ხეხილი და სხვადასხავა ბოსტნეული ხარობს.
- 30 წელი ვმუშაობდი თბილისის მმართველ გამომთვლელ ექსპერიმენტულ ქარᲮანაᲨი ელექტრომემონტაჟედ. სანამ გარკვეული მიზეზების გამო Ჩვენი წარმოება არ დაიხურა, როგორც ბევრი სხვა საქართველოᲨი. უმუშევარი რომ დავრᲩი, მაშინ ინტენსიურად დავიწყე მცენარეების და ყვავილების მოვლა გაშენება. ამჟამად ვცხოვრობ მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში. სამი
წელია აქ დავსახლდი და ვეწევით კერძო მეურნეობას.
- როდის გაჩნდა ყვავილების და მცენარეების სიყვარული?
- მცენარეების და ყვავილის მიმართ სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. მახსოვს, დედამ ეზოში ცალკე ადგილი გამომიყო, რომ მე თვითონ მომევლო ყვავილებისთვის. ბავშვობაში ჩემი საყვარელი ყვავილები კოსმია და ცინიები იყო. მათი სიყვარული დღემდე გრძელდება. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ბაღი დიდ დიღომში მქონდა. საჭიროებამ მოითხოვა, ამიტომ ის ეზო და კარ-მიდამო დავტოვეთ, რის შემდეგაც მისაქციელში ვიყიდეთ მთლად ცარიელი ნაკვეთი, რომელიც ეკალ-ბარდებით იყო სავსე. არც ერთი ხე არ იდგა. მოვხანით, დავამუშავეთ, დავრგეთ ხეხილიც და ჩემი საყვარელი ყვავილების მოვლა-გახარებას შევუდექი. რა თქმა უნდა, ისეთი ენერგიით და შემართებით ვეღარ ვაკეთებ ყველაფერს, რასაც ადრე ვაკეთებდი, რადგან ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, მაგრამ ამ მდგომარეობას არ ვეპუები. მე რომ მცენარეს და მიწას არ შევეხო, უარესად გავხდები. სამ წელიწადში იმდენი მოვახერხეთ, რომ წელს ხილის მოსავალიც მოგვივიდა და ჩემი ყვავილებითაც გახარებული ვარ.
- რთული იყო ამ ეტაპამდე მოსვლა? რა სირთულეები ახლავს ბაღის გაშენებას და როგორ ებრძოდით ამ სირთულეებს?
- რა თქმა უნდა ბაღის გაშენება სირთულეებთან არის დაკავშირებული. როცა ეს ნაკვეთი მოვხანით, ისეთი ქვიანი ადგილი გამოდგა, რომ მის დასუფთავებას დიდი დრო და შრომა დავახარჯეთ. მიწა რამდენჯერმე დავამუშავეთ და გადამწვარი ნაკელი შევიტანეთ. ვინც მოდის სტუმრად და არ უნახავთ რა მდგომარეობაში იყო თავიდან, რა წვალებით მოვიყვანეთ ამ მდგომარეობამდე, ვერ წარმოუდგენიათ, ჰგონიათ, ასეთი დაგვხვდა ეს ბაღი.
- რამდენი სახეობის ყვავილი ყვავის ბაღში და როგორ უვლით მათ?
- ბაღში დიზაინს თითქმის ყოველ წელს ვცვლი. ვერ ვიტან, როცა ჩემი ბაღი ერთფეროვანია. მიყვარს, რომ ყოველ წელს სხვადასხვანაირად გამოიყურება. უპირატესობას ვანიჭებ მრავალწლიან მცენარეებს. ჩემს ბაღში ყვავიან ვარდები, ბალზამინები, ჰოლიცერა, ბეატრისი, მონარდა, რეიგელა, ასტომერია, ბუდლია, ანემონები, გაურა, სანტოლინი, კოსმია, ცინიები, ქრიზანთემები, ირისი, კანფეტის ხე, იაპონური მიმოზა, ვერცხლისფერი ევკალიპტი, დეკორატიული ნაᲫვები, სანტოლინი, დეკორატიული სურო,დეკორატიული ბზა, ვერცხლისფერი მრავალწლიანი მიხაკი და სხვა. ყველას ალბათ ვერ ჩამოვთვლი. მათ მოვლას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება - ძირებს აჩვილება, სარეველებს მოცილება, მორწყვა. ადგილი ქვა-ღორღიანია, ამიტომ, როცა დიდი სიცხეებია , ყოველ დილა საღამოს სჭირდება მორწყვა. სეზონურად, როცა ჩემი მეუღლე ხეხილს გარკვეული პრეპარატით ამუშავებს, რომ დაიცვას დაავადებებისგან, იმ პრეპარატს ყვავილებსაც ასხურებს. მე ძირითადად ყვავილებისთვის საჭმელ სოდას და 70%-იანი საპნის ნარევს ვიყენებ.
- თავის დროზე რის მიხედვით არჩევდით მცენარეებს?
- ადრე ამ ფაქტორს არ ვაქცევდი ყურადღებას, მთავარია მქონოდა ყვავილები. შემდეგ გამოცდილებამ მიჩვენა, რომ ყველა ყვავილს თავისი სპეციფიკა აქვს. ლიტერატურასაც ვკითხულობდი ყვავილების შესახებ, სხვა ადამიანებისგანაც ვიღებდი ინფორმაციას. თანდათან სეზონურად დავახარისხე. ამ დროს სიმაღლეებიც გასათვალისწინებელია, ზოგს ჩრდილი უყვარს, ზოგი მზეს ეგუება კარგად. ჩვენ ამომწურავი ინფორმაცია უნდა გვქონდეს მათზე და შევუწყოთ ხელი, თუ გვინდა, უხვად იყვავილოს.
- იყო ისეთი მცენარე, რომელიც ვერ გაახარეთ?
- ჯერ არ შემხვედრია ასეთი მცენარე. მეგობარმა მაგნოლიის ნერგი მაჩუქა. რამდენიმე თვის შემდეგ ვნახე, რომ ნერგი მიწიდან ამოვარდნილი იყო. რამ ამოაგდო, არ ვიცი. ხელახლა ჩავრგე. დილას, შუადღეს, საღამოს მივდიოდი, ვეფერებოდი, ვეხვეწებოდი, რომ არ მომკვდარიყო. რა თქმა უნდა, გადარჩა. დღეს ჯანმრთელად არის და ორჯერ გადარგვასაც გაუძლო. ახლა ველოდები, როდის იყვავილებს.
- ყველაზე ხშირად რა დაავადება უჩნდებათ მცენარეებს და როგორ ებრძვით მათ?
- უმეტესად ყვავილებს ნაცარი უჩნდებათ. რა თქმა უნდ,ა ნაცრის სამკურნალოდ არსებობს სპეციალური პრეპარატები. ვიცი, რომ ერთი და იგივე პრეპარატებით მცენარეების დამუშავება არ შეიძლება, რადგან მიჩვევა იცის და მერე ისეთი ეფექტური აღარ არის. ვარდები რომ სულ კარგად გამოიყურებოდნენ, აუცილებელია ადრე გაზაფხულზე დავიწყოთ მისი შეწამვლა. ეს უნდა ხდებოდეს გვიან შემოდგომამდე თვეში ერთხელ. ასე რომ, ვარდების მოვლა იოლი არ არის. ზოგიერთ ყვავილს პრობლემა არ აქვს, არც კი სჭირდება შეწამვლა, რადგან ისედაც კარგად გრძნობენ თავს.
- არის ეს თქვენი ოცნების ბაღი?
- ეს ჩემი ოცნების ბაღი არ არის. ეს რომ ჩემი ოცნების ბაღი გახდეს, ამას რამდენიმე წელი დასჭირდება. იმედი მაქვს, ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს.
მერი ბლიაძე

კომენტარები