ვარდი, რომელიც გაზაფხულზე თვალისმომჭრელად ყვავის, მთელი წლის განმავლობაში კი მარადმწვანეა და ძალიან დიდი ფართობზე იზრდება - ეს გახლავთ ვარდი ბენქსი ან როგორ ხშირად უწოდებენ ლედი ბენქსის ვარდი (Rosa banksiae). ის უკვე საქართველოშიც ბევრმა ყვავილების მოყვარულმა გაახარა და სიციალურ ქსელშიც გაგვიზიარა.
ბენქსის ვარდი (ბენქსია) მცოცავი ვარდის სახეობაა და აპრილ-მაისში ყვავილობს. ყვავილობის ხანა თითქმის ორი თვეს გრძელდება.
ვარდის გრძელი ტოტები მთლიანად დაფარულია თეთრი ან ყვითელი ყვავილებით, რომლის უკან მცენარის ფოთლები თითქმის უხილავია.
ყვავილები ჯგუფურად, პომპონების სახითაა განლაგებული. აქვს გამძლე, მყარი ფურცლები.
აყვავებული ბენქსის ვარდი მართლაც დაუვიწყარი სანახაობაა.
ამ უეკლო ვარდის ფოთლები მარადმწვანე და
მართალია, წელიწადში ერთხელ ყვავილობს, მაგრამ უკიდურესად უხვია.
ბენქსის ვარდი ძლიერი და სწრაფად მზარდი ბუჩქია გრძელი ყლორტებით. მას ძლიერი, მასიური საყრდენები სჭირდება: თაღები, სვეტები, პერგოლა ან ზრდასრული ხის ტოტი.
ამ ხვიარა ვარდის ტოტები 3-4 წელიწადში 6 მ-ს აღწევს.
ამ ჯიშის კიდევ ერთი უდავო უპირატესობა ის არის, რომ ის ძალიან უპრეტენზიოა, თითქმის ეკლების გარეშეა, მდგრადია დაავადებების მიმართ, ადვილად უძლებს გვალვას და მწირ ნიადაგს.
ამავდროულად, მცენარე ძალიან მომთხოვნია განათების მიმართ: ის ღია, მზიან ადგილას უნდა დაირგოს.
ბენქსის ვარდს ყვავილობის შემდეგ დაუყოვნებლივ გასხვლა სჭირდება, რათა ახალი ყლორტების კარგი ზრდა და მომავალი წლის უხვი ყვავილობა გარანტირებული გქონდეთ.
ბენქსია ძალიან სწრაფად მზარდი და მაღალტანიანია. დრეკადი ტოტები აქვს და შეუძლია ნებისმიერი ფორმის საყრდენი შესუდროს.
გადარგვა ჯობია ნოემბრის შუა რიცხვებისკენ. მრავლდება დაკალმებით, ტოტის გადაწვენით.