უარყოფითი ენერგიის წყარო - რატომ არ უნდა გქონდეთ გვიმრა სახლთან ახლოს

გვიმრა, როგორც ბაღის მცენარე და სახლის დეკორატიული ელემენტი, საინტერესო რამაა. თუმცა ექსპერტები გვირჩევენ, რომ გვიმრა სახლთან ახლოს არ ვიქონიოთ. მართალია, ერთი შეხედვით, მცენარეს ბევრი უპირატესობა აქვს: ის არის ლამაზი, უპრეტენზიო, აფრთხობს მავნებლებს და შეიძლება იყოს ბაღის შესანიშნავი დეკორაცია, მაგრამ მის დარგვამდე გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი.
პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ გვიმრას აქვს ფესვთა ძლიერი სისტემა. მის განშტოებულ ფესვებს შეუძლია შეაღწიოს შენობების საძირკველში და გამოიწვიოს მისი შემდგომი დაზიანება. ეს მნიშვნელოვანი უნფორმაციაა გვიმრისთვის ადგილის არჩევისას.
გვიმრა ხელს უწყობს აორთქლებას, რამაც
შეიძლება გამოიწვიოს მის გარშემო ტენიანობის გაზრდა. თუ მცენარე სახლთან ახლოს მდებარეობს, ამან შეიძლება გამოიწვიოს შენობის კედლებზე ობი და ლპობის პროცესი. 


მიუხედავად იმისა, რომ გვიმრა იგერიებს ზოგიერთ მწერს, ასევე შეიძლება გახდეს სხვა ისეთი მავნებლების თავშესაფარი, როგორიცაა ტკიპა, რამაც შეიძლება დამატებითი პრობლემები შეუქმნას სახლის ან ბაღის ბინადრებს.

ბევრი ადამიანი მცენარეს სახლშიც ზრდის სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, გვიმრა შეიძლება იყოს როგორც კომფორტის სიმბოლო, ასევე უარყოფითი ენერგიის წყარო. ცრურწმენების მიხედვით, მას შეუძლია ფინანსური კეთილდღეობის მოზიდვა და სივრცის გასუფთავება. ამავდროულად, არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ მცენარეს შეუძლია მცხოვრებლებისგან ენერგიის "წაღება", განსაკუთრებით - საძინებლიდან ან ბავშვის ოთახიდან.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები