მარწყვის ნარგავი რომ დიდხანს შევინარჩუნოთ: "მარწყვი ძლიერი წვიმის დროს უნდა დაიცვათ"



მარწყვი საკმაოდ დელიკატური კენკრაა და, როგორც გამოცდილება აჩვენებს, ის მიდრეკილია ლპობისკენ. ეს უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ პრობლემა სრულიად გამოსწორებადია. მისი თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე gგამოსწორება, ამიტომ გირჩევთ, რა გააკეთოთ, რომ მარწვის ნარგავი დიდხანს და ჯანსაღად შეინარჩუნოთ.

მარწყვის გაფუჭების მიზეზი, თითქმის ასი პროცენტით, არის სოკო. სწორედ ამ პრობლემიდან უნდა დავიწყოთ.
თვალი ადევნეთ ამინდს. ცხელ და მშრალ ამინდში მარწყვის მორწყვა საჭიროა 3-4 დღეში ერთხელ. ამასთან, გაითვალისწინეთ ნიადაგის ფაქტორი - თუ ნიადაგი მსუბუქია, ქვიშის მაღალი პროპორციით, მაშინ მორწყვის სიხშირე უნდა იყოს 2-3-დღესში ერთხელ, თუ ნიადაგი მძიმე და თიხიანია, მაშინ მორწყვა 5-6 დღეში ერთხელ სამარისია.
თუ ამინდი
წვიმიანია, მორწყვა უნდა შეწყვიტოთ. უფრო მეტიც, თუ წვიმები გახანგრძლივდა, მაშინ მარწყვის პლანტაცია წვიმისგან უნდა დაიფაროთ ნებისმიერი წყალგაუმტარი ფირის საფარით, დროებით, რა თქმა უნდა. ასევე უნდა იზრუნოთ დრენაჟზე - თუნდაც მარტივი ღარების სახით, რომლებიც გააათავისუფლებს მარწყვს ზედმეტი ტენისგან.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ თავიდან აიცილოთ კენკრის კონტაქტი ნიადაგთან, საქმე ის გახლავთ, რომ სოკო მიწის ზედა ფენებში ბინადრობს, საიდანაც ადვილად ვრცელდება კენკრაზე. ამიტომ, კენკრასა და მიწას შორის  უსაფრთხო მანძილი უნდა იყოს, მინიმუმ ერთნახევარიდან ორ სანტიმეტრამდე.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ხის ქერქი ან ჩალა, მაგრამ ოპტიმალურია საყრდენების გამოყენება, რადგან ჩალა პერიოდულად უნდა შეიცვალოს, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ ის თავად შეიძლება გახდეს სოკოს გავრცელების წყარო.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები