ვანო ვაჭრიძე ფოტოგრაფია. თბილისში ამ საქმით იყო დაკავებული, მაგრამ პანდემიამ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა - მშობლიურ საჩხერეს დაუბრუნდა და 4 წელიწადში ცნობილი მებაღე გახდა. ინტერნეტში ვანოს ყვავილებს კარგად იცნობენ. თავისი ბაღით ლამის მთელი საქართველო შემოიარა და დღეს საკუთარ თავს მებაღე-მოგზაურსაც უწოდებს. ვანო ვაჭრიძე ამჟამად სოფელ სავანეში ცხოვრობს, სადაც 100-ზე მეტი დასახელების მცენარეს ოჯახის წევრებთან ერთად ახარებს და უვლის.
ვანო ვაჭრიძე:
- სავანე ძალიან მნიშვნელოვანი სოფელია, რადგან აქ აკაკი წერეთელი იზრდებოდა. ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი და ამაყი ვარ, რომ აქ
დავიბადე. არგვეთიც 200 მეტრშია, მუხრან მაჭავარიანის სოფელი. მოკლედ, არგვეთისა და სავანის საზღვარზე ვართ. საოცარი სოფელია, მთლიანად მთებშია ჩაფლული... მიყვარს ჩვენი ლამაზი ქვეყანა, მისი ბუნება და საოცარი სოფლები და ქალაქები. სავანის მოსახლეობის დიდი ნაწილი ზოგი ხელობით მუშაობს, ზოგი ემიგრაციაშია და რომ გითხრათ, სავანეში ხალხი მცირე მეწარმეობას მისდევს-მეთქი, ასე არ არის.
- თქვენ გაბედეთ და მემცენარეობა სწორედ სავანეში წამოიწყეთ, ბაღი გააშენეთ...
- დიდი ხანი არ არის, რაც ეს საქმე დავიწყე. თბილისში ფოტოგრაფიით ვიყავი დაკავებული, ვიდეოგრაფიც გახლდით - ეს პანდემიამდე, პანდემიის დროს კი, როცა თითქმის ყველანაირი საქმიანობა შეჩერდა, მეც ვეღარ ვმუშაობდი. სულ ვიყავი ყვავილებით დაინტერესებული, მიყვარდა, ჩემი გატაცება იყო. შინ მუდმივად მომქონდა და იმდენი იყო, ვერ ვატევდით.
სოფელში კორონას დროს რომ წამოვედით, ყვავილები ქალაქიდან წამოვიღე. მერე ქალაქში რომ მივდიოდი, მეგობრები სხვადასხვა მცენარეს მაბარებდნენ, რადგან ჩვენს ქალაქში, საჩხერეში, არ იყო ყვავილების მაღაზია ან რამე მსგავსი... 3 და 8 მარტი ახლოვდებოდა და იდეა მომივიდა, მოდი, რამდენიმე მცენარეს თბილისიდან წავიღებ-მეთქი. რომ ჩამოვიტანე, მარტო ვერ დავდექი, მომერიდა, ყვავილი როგორ უნდა გავყიდო-მეთქი, მაგრამ გვერდით მეგობარი დამიდგა და გამაყიდვინა. ისეთი მოთხოვნა იყო და ისე მოეწონათ, რომ ამან გამათამამა. თან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. მოკლედ, გადავწყვიტე, სოფელში დავრჩენილიყავი. მალე ინტერნეტში ჩემი გვერდიც გავაკეთე. თავიდან სოფელში მე და ჩემი მეუღლე წამოვედით (იმ დროისთვის ერთი შვილი გვყავდა). ჩემი მშობლები თბილისში დარჩნენ. ხალხის მოთხოვნებმა მიბიძგა, მცენარეები გაგვემრავლებინა. სათბურიც გავმართეთ.
- ანუ მცენარეებით თქვენი მეტად დაინტერესება და უკვე საქმიანობად გადაქცევა პანდემიამ გამოიწვია?
- კი, ასეა. სრულყოფილად გამართული სათბური წელიწადია გავაკეთეთ, მანამდე სახელდახელო სათბური გვქონდა, ჩვენ შესახებ კი უმეტესად ინტერნეტის საშუალებით გაიგეს.
ბევრ ყვავილს თესლითა და კალმით ვამრავლებდი, თან ვსწავლობდი ამ საქმეს. რაღაც რომ არ გამოვიდოდა, ხელახლა ვიწყებდი. ზოგი მცენარე არ მომყვებოდა, ფუჭდებოდა. ინტერნეტშიც ყველაფერი ისე ზუსტად არ წერია, რაც ჩემს ყვავილებს სჭირდებოდა. მოკლედ, ბევრ რამეს ჩემი გამოცდილებით ვსწავლობდი. ასე, ნელ-ნელა მცენარეებიც გამრავლდა. საქმეში მეუღლეც ჩაერთო. ახლა უკვე მასშტაბურად მთელი ოჯახი ვართ ამ საქმეში, რადგან უკვე ისეთი მოთხოვნა გაჩნდა, რომ სხვანაირად არ გამოდიოდა. განაგრძეთ კითხვა