დევიდ ბექჰემი ქათმების გარემოცვაში და ბაღის სამუშაოებით გართული - ცნობილი ფეხბურთელი ნამდვილ ფერმერად გადაიქცა (ვიდეო)

როგორც ცნობილია, ფეხბურთელ დევიდ ბექჰემს ბოლო დროს განსაკუთრებულად იტაცებს სოფლის ცხოვრება. ინგლისში, კოტსვოლდსში ჯერ კიდევ 2016 წელს იყიდა ცოლთან ერთად დიდი აგარაკი, რომელიც ნამდვილ ფერმად გადააქცია და იქ არა მარტო დიდ დროს ატარებს, არამედ ვიდეოების ჩაწერაც დაიწყო, თუ როგორ მუშაობს ბაღში ან როგორ უვლის ქათმებს.

სხვათა შორის, საქათმე ცოლმა მოუწყო სიურპრიზად და დევიდიც აქტიურად ჩაერთო მათ მოვლაში. ვიქტორია ბექჰემმა ქმარს ქათმების მოვლის შესახებ წიგნიც აჩუქა. პუბლიკაციაში საუბარია კვების სწორ რეჟიმზე და ასევე ექსპერტების უამრავი რჩევაა თავმოყრილი.

დევიდი ყვავილების
დარგვასაც ანდომებს დროს და როგორც თავად ამბობს, ეს საქმიანობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ბაღში ორგანული ბოსტნეული მოჰყავს და ხშირად ქალიშვილიც ეხმარება ამ საქმეებში.





კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები