ეს მცენარეები მოვლას თითქმის არ საჭიროებენ
აგარაკი ბევრისთვის დასვენებისა და ძალების აღდგენის ადგილია, სადაც ადამიანებს სურთ დატკბნენ ბუნებით და სიჩუმით და სულაც არ არიან მზად, დრო და ენერგია ბაღის მოვლას დაახარჯონ. არადა სურთ, რომ ეზო ლამაზი და მოვლილი. თუ მათ შორის თქვენც ხართ, უბრალოდ აირჩიეთ ყველაზე უპრეტენზიო მცენარეები. დარგეთ ისინი ერთხელ და გაგახარებთ მრავალი წლის განმავლობაში.
ლუპინი
ლუპინი უპრეტენზიო მცენარეა, რომელიც ნებისმიერ ბაღს დაამშვენებს ფერადი, უჩვეულო ფორმის ყვავილებით. გაზაფხულზე თესლის ფხვიერ ნიადაგში ჩაყრით, ზაფხულში ნახავთ ცისარტყელას ყველა ფერად აყვავებულ ხალიჩას. დროთა განმავლობაში
კალენდულა
დათესეთ კალენდულას თესლი გაზაფხულზე და თქვენი ბაღი იქნება კაშკაშა ყვითელი და ნარინჯისფერი ყვავილებით გალამაზებული თავშესაფარი მთელი ზაფხულის განმავლობაში. კალენდულა არა მხოლოდ ლამაზია, არამედ სასარგებლოც, ის გამოიყენება ანტისეპტიკად. კალენდულა მინიმალურ მოვლას მოითხოვს, მას მხოლოდ ზომიერად ტენიანი ნიადაგი სჭირდება.
ამარანტი
ამარანტი არა მხოლოდ ლამაზია, საკვებადაც გამოდგება. მისი თესლიდან მიიღება ფქვილი და ფაფა, ფოთლები კი შეიძლება სალათებს დაუმატოთ. ამ მცენარეს აცტეკები წმინდად მიიჩნევდნენ და მსხვერპთლშეწირვის რიტუალებში იყენებდნენ. მიუხედავად ესპანელების მცდელობისა, გაენადგურებინათ ეს მცენარე, ამარანტი გადარჩა განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობისა და არაპრეტენზიულობის გამო. მის გასაშენებლად საკმარისია თესლი გაფხვიერებულ მიწაზე, ისეთ ადგილას მოაბნიოთ, სადაც საკმარისი შუქი და ტენიანობაა. შესანიშნავი არჩევანია ზარმაცი და დამწყები მებაღეებისთვის.
შროშანი
სილამაზითა და მდიდარი არომატით ცნობილი შროშანები თქვენს ბაღს რომანტიკულ თავშესაფრად აქცევს. შროშანის ბოლქვებს მოსწონს კარგად დრენირებულ ნიადაგი, რომელიც გამდიდრებულია მინერალური სასუქებით, რაც ხელს უწყობს ჯანსაღ ზრდას და ყვავილების აყვავებას.
ნარცისი
ამავე სახელწოდების მითის გმირისგან განსხვავებით, ნარცისის ყვავილი სულაც არ არის პრეტენზიული. ის ერთ-ერთი პირველი ცენარეა, რომელიც გაზაფხულზე გამოჩნდება ხოლმე ბაღში, ავსებს მას სიხარულით და კაშკაშა თეთრი და ყვითელი ყვავილებით. ნარცისის ბოლქვები უნდა დარგათ შემოდგომაზე. ამის შემდეგ, ისინი შეიძლება დარჩეს ხელუხლებელი რამდენიმე წლის განმავლობაში. ნარცისებისთვის უმჯობესია შეარჩიოთ ფხვიერი ნიადაგი წყლის სტაგნაციის გარეშე და მზიანი ადგილი.
ტიტა
ტიტები, გაზაფხულის კიდევ ერთი სიმბოლო, ასევე იდეალურია ზარმაცი მებაღეებისთვის. ამ ყვავილის მოვლა ძალიან მარტივია: დარგეთ ტიტების ბოლქვები გაზაფხულზე ან შემოდგომაზე და ისინი ყოველწლიურად გახარებთ ყვავილობით. საუკეთესო ზრდისთვი, ტიტებს სჭირდებათ რეგულარული, თუმცა ზომიერი მორწყვა, საყურადღებოა, რომ ნესტმა ბოლქვები შესაძლოა გააფუჭოს.
ირისი
ირისი, მიუხედავად სიკაშკაშისა, საოცრად არაპრეტენზიულია და თავისუფლად შეუძლია გახდეს ნებისმიერი ბაღის მარგალიტი. დარგეთ ირისი ისე, რომ ბოლქვის თავი ოდნავ ამოსული იყოს მიწიდან. ყოველწლიურად ეს ყვავილები მოგესალმებიან, თანდათან მოედებიან თქვენს ბაღს და ზედმეტი ყურადღების გარეშე გაგახარებენ.
ვარდი
ვარდი თქვენი ბაღისა და იმუნიტეტის მფარველია. ბაღში ხომ ულამაზესია, ის ასევე შეიძლება დაემატოს ჩაის,
გაგამდიდრებთ ანტიოქსიდანტებით და და გააძლიერებს იმუნურ სისტემას. სწრაფად მზარდი, უპრეტენზიო ბუჩქი ქმნის მკვრივ მწვანე კედელს, რომელიც იცავს ადგილს ცნობისმოყვარე თვალისგან და არასასურველი სტუმრებისგან.
ქლიავი
რა ხეხილი დავრგოთ ბაღში, თუ მოვლის დრო არ გაქვთ? აირჩიეთ ქლიავი. მას შეიძლება ეწოდოს ლიდერი ხილის კულტურებს შორის, რომელსაც არ აქვს არანაირი პრეტენზია. ის კარგად იზრდება და უხვად იძლევა ნაყოფს მიტოვებულ ბაღებშიც კი.