იაპონური ქვის ბაღები, იგივე სეკიტეი უნიკალური ფენომენია იაპონურ კულტურაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მედიტაციის ადგილს წარმოადგენდა. ეს სივრცეები სიმშვიდისა და ჰარმონიის ატმოსფეროს შექმნის მიზნით აერთიანებს ბუნების სხვადსხვა ელემენტებს - ქვებს, ქვიშას, წყალს და მცენარეებს. მაგრამ, ხდება ხოლმე ისე, რომ იაპონიაში ჩასული ზოგიერთი ტურისტი გარკვეულწილად იმედგაცრუებულია ხოლმე ამ სანახაობით. რა არის ამ იაპონური სივრცის საიდუმლო?
იაპონური ქვის ბაღების წარმოშობა უძველესი დროს უკავშირდება, კერძოდ ჰეიანის პერიოდში (794–1185) და პოპულარობის პიკს მურომაჩის შოგუნის ეპოქაში (1336–1573). მიაღწიეს. ასეთი ბაღების შექმნით იაპონელი ბერები და მომლოცველები ბუდისტური ფილოსოფიის
მიუხედავად იმისა, რომ იაპონური ხელოვნების მრავალი ელემენტი ჩინეთიდან იყო გადმოღებული, სწორედ იაპონიაში ჰპოვა განვითარება. ქვის ბაღი დედამიწაზე სიცოცხლის სიმბოლოს წარმოადგენს და ასახავს სამყაროს უსასრულობას. პირველი ასეთი ბაღები დაახლოებით VIII საუკუნეში გაჩნდა და დღემდე განაგრძობს ხალხის შთაგონებასა და აღფრთოვანებას თავისი ჰარმონიითა და სილამაზით.
ამ ბაღების შექმნის მთავარი დანიშნულება სიმეტრიისა და წონასწორობისკენ სწრაფვაა. დღესაც კი მთის პეიზაჟების ილუზიის შესაქმნელად არქიტექტორები სხვადასხვა ფორმისა და ზომის ქვებს იყენებენ, ხოლო საგულდაგულოდ გაწმენდილი ქვიშა ან ხრეში წყლის სიმბოლოა.
იაპონური ქვის ბაღები, როგორც წესი, რამდენიმე ძირითად ელემენტს მოიცავს: ქვები ბაღის მთავარი წერტილებია და შეიძლება წარმოადგენდეს მთებს ან კუნძულებს. ქვების შერჩევა და მათი მოწყობა განსაკუთრებულ ოსტატობას მოითხოვს, რადგან ისინი ერთმანეთთან და გარემომცველ ბუნებასთან ჰარმონიაში უნდა იყვნენ. ქვიშა ან ხრეში ხშირად გამოიყენება რელიეფის შესაქმნელად, რომელიც წყლის ზედაპირების იმიტაციას წარმოადგენს და ემსახურება მედიტაციას და გონების დამშვიდებას.
მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მცენარეებიც. ქვის ბაღებში, როგორც წესი, გამოიყენება დაბალი და ბუჩქოვანი სახეობები, რომლებიც ყურადღებას არ გადაიტანს ბაღის მთავარი დიზაინისგან. ტრადიციულ ქვის ბაღში წყალი ხშირად წარმოდგენილი არ არის, ეს ელემენტი სიმბოლურად ქვებითა და ქვიშის განლაგებით გადმოიცემა. ზოგიერთ შემთხვევაში, წყლის ელემენტის ხაზგასასმელად გამოიყენება პატარა აუზები ან შადრევნები.
ქვის ბაღში ვიზიტი ადამიანის სულისთვის მნიშვნელოვან რიტუალს წარმოადგენს. ასეთ სივრცეში მყოფ ადამიანს შეუძლია დატკბეს სიჩუმითა და სიმშვიდით, რაც იძლევა აზრებსა და გრძნობებზე კონცენტრირების საშუალებას. ქვის ბაღების დათვალიერება ხელს უწყობს ადამიანის შინაგან განვითარებას და სულიერ განწმენდას, ეს ადგილი იაპონელთათვის მედიტაციის და სამკურნალო ადგილიც არის, მათ სჯერათ, რომ ყველაფერი ეს ადამიანის ჯანმრთელობასაც ეხმარება.
გარდა ამისა, ისინი ამ ბაღებს ფილოსოფიურ და რელიგიურ მნიშვნელობასაც ანიჭებენ, მათთვის ეს წმინდა ადგილია ღმერთთან კომუნიკაციისთვის. ამ ბაღში თითოეულ ქვას თავისი უნიკალური სიმბოლიკა აქვს და ნამდვილ რელიქვიად ითვლება. თითოეული ქვა კლდეებისა და ბორცვების მინიატურული სიმბოლოა, რომელიც შესანიშნავად ჯდება ბაღის აბსტრაქტულ კომპოზიციებში.
ბაღის გასალამაზებლად გამოიყნება ბონსაიც.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქვის ბაღი იაპონიიის ძველ დედაქალაქში მდებარეობს, ეს გახლავთ რიოან-ჯის ბაღი კიოტოში, რომელიც მე-15 საუკუნიდან არსებობს. ამ ბაღის პირველი საიდუმლო მის უცნობ შემქმნელს უკავშირდება. არავინ იცის ზუსტად ვინ იყო ამ უნიკალური კომპოზიციის ავტორი. პროპორციულად დაბალანსებული სტრუქტურა და ელემენტების ჰარმონია ქმნის მარადიულობისა და სიბრძნის განცდას. ბერები ყოველდღე აწესრიგებენ ბაღის ზედაპირს, მაშინაც კი, როცა ამის გადაუდებელი საჭიროება არ არის. ისინი ამბობენ, რომ ეს არ არის მხოლოდ სამუშაო ან რიტუალი, არამედ საპატიო უფლება, რომელიც უნდა დაიმსახურო მორჩილებითა და ლოცვით.
ბაღის მთავარი საიდუმლო ქვების რაოდენობაა - ზუსტად თხუთმეტი, თუმცა ერთდროულად მხოლოდ თოთხმეტი ჩანს. სადაც არ უნდა იყოს მნახველი ტერასაზეც კი, ვერც ერთი წერტილიდან ვერ დაინახავს ყველას ერთად. მეთხუთმეტე ქვა ყოველთვის იმალება მეზობელი ლოდების უკან. როგორც კი გადადგამთ ნაბიჯს გალერეის გასწვრივ, ახალი პერსპექტივა იხსნება და კიდევ ერთი ქვა ქრება, ტოვებს თოთხმეტი ხილული ქვის იგივე სურათს.
სწორედ ამიტომ, რიოან-ჯის ბაღის სტუმრები დაუღალავად ეძებენ ხოლმე იმ ძალიან სანუკვარ წერტილს, საიდანაც შეუიძლიათ დაინახონ თხუთმეტივე ქვა. მაგრამ, უძველესი ლეგენდის თანახმად, მეთხუთმეტე ქვა იმალება ადამიანის სულში და ამიტომ უხილავია ჩვეულებრივი თვალისთვის. მხოლოდ მას შუძლია ერთდროულად ყველა ქვის დანახვა, ვინც საკუთარ თავზე ამაღლება და სულიერი სიმშვიდის მოპოვება შეძლო.
ქვის ბაღის საიდუმლოებები მხოლოდ მხოლოდ აშკარა დეტალებით არ შემოიფარგლება. მაგალითად, ადვილი არ არის იმის ახსნა, რატომ არ გადაიქცევა ეს ადგილი ხშირი წვიმების დროს ჭაობად, არადა, აქ ხშირად იცის წვიმები და წესით, ბაღი უნდა იტბორებოდეს.
საიდუმლო საგულდაგულოდ გააზრებულ საინჟინრო გადაწყვეტაში მდგომარეობს. ადგილს აქვს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დახრა, რომელიც უზრუნველყოფს აუცილებელ დრენაჟს.