როგორ ვაქციოთ ეზო ეგზოტიკურ ბაღად და მოვაწყოთ პატარა კოხტა ბოსტანიც? - პრაქტიკული რჩევები

დიდი მოსავლის მქონე ბაღი, ეზო ყოველთვის კარგია. მაგრამ როდესაც აგარაკის მთელი ნაკვეთი უწყვეტ ნარგავებად იქცევა ხოლმე, აგარაკზე ყოფნის სიამოვნება ქრება. ბაღი არ უნდა იყოს მხოლოდ მზარდი კულტურების ნაწილი, მან ესთეტიკური სიამოვნებაც უნდა მოგვანიჭოს. ბევრი და არეულად დარგული მცენარე ქაოსს ქმნის სივრცეში, აფერხებს ბუნებისა და მისი სილამაზის აღქმას, ამ დროს ბაღი არც ისე მოვლილი და მყუდრო ჩანს, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება რთული ნამდვილად არ არის.

დავიწყოთ იმით, რომ თავდაპირველად უმჯობესია დაგეგმოთ სად რა მცენარე გექნებათ, ეს იქამდე უნ
და მოხდეს, სანამ ყველაფერი დალაგდება და აშენდება ადგილზე. მაგრამ თუ გსურთ შეცვალოთ ლანდშაფტი მშენებლობის შემდეგ, არც ესაა რთული. თუმცა ამას დამატებითი ძალისხმევა დასჭირდება. მოგიწევთ ძველი ადგილების დემონტაჟი და მთელი ნიადაგის ამოღება, ფართობის გასწორება, ახლის მოწყობა და შემდეგ ახალი ნიადაგის მომზადება, შემდეგ კი მოსავლის დარგვა, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია. ახალი ადგილები მცენარეებისთვის უკვე კარგად უნდა იყოს დაგეგმილი, რადგან ბაღს საერთო გარეგნობა ამაზე იქნება დამოკიდებული.

იმისათვის, რომ თავად მცენარეები უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდეს, უნდა შეცვალოთ განთავსების ადგილის ფორმა და სტრუქტურა, გრძელი და ვიწრო ფორმების ყვავილების ადგილი შეცვალეთ უფრო თანამედროვეთი - კვადრატულით. მათი მოვლა არამარტო ადვილი იქნება, არამედ შექმნის მკაფიო ხაზებს, რაც თვალისთვის ძალიან სასიამოვნო იქნება.

ფორმებთან თამაში გარდაქმნის გარეგნობას, არ უნდა შეგეშინდეთ სხვა, უფრო რთული ფორმების, მაგალითად, ჩვეულებრივი პარალელური ხაზების ნაცვლად, შეგიძლიათ შექმნათ ტრაპეცია. ამის წყალობით, კომპოზიციაც უფრო დინამიკური გახდება. ესთეტიკური მხარის გარდა ასე მცენარეებისთვის მზის შუქი და ტენიანობა უკეთ გადანაწილდება. და ეს დადებითად მოქმედებს მცენარის ზრდაზე.

თავად მცენარეების განსათავსებელი ადგილის ზომა და მათ შორის მანძილი ასევე გავლენას ახდენს მთლიანად ბაღის ვიზუალურ აღქმაზე. 

მცენარეები შეიძლება განთავსდეს ეზოს არა შუაში, არამედ სახლის ან ღობის ფასადის გასწვრივ. ეს შესანიშნავია ადგილია ნერგებისთვის. რაც შეეხება ბილიკებს, ძალიან მნიშნელოვნია, რომ ის სწორად იყოს დაპროექტებული. ბორდიურები უნდა შეესაბამებოდეს საერთო ესთეტიკას. უმჯობესია, თუ ისინი იქნება მწვანე, ტერაკოტა, კრემისფერი. კერამიკა, ხე ან თუნდაც ბეტონი შესაფერისია ამ მიზნისთვის.

ერთი სიტყვით, სანამ ეზოს მოწყობას დაიწყებთ, უმჯობესია წინასწარ წარმოიდგინოთ სურათი, რა, სად და როგორ იქნება განთავსებული, ასე საბოლოო შედეგის მიღება და დალაგება ბევრად გაგიმარტივდებათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები