ეს ფერადი ბინა, ორიგინალური ინტერიერით მართლაც იზიდავს მნახველს. ცოტა ხნის წინ იქ ბევრისთვის სხვადასხვა ქართული შოუდან უდაოდ ნაცნობი გოგონა, მოცეკვავე თამუნა აბესაძე სტუმრობდა ქალიშვილთან ერთად. სწორედ მის მიერ გადაღებულმა ფოტოებმა მიიპყრო ჩვენი ყურადღება და თამუნასაც ვთხოვეთ კომენტარი და რასაკვირველია, ბინის მფლობელსაც, საინტერესო გემოვნების მქონე და გულღია ქალბატონს, რომელმაც თურმე სულ თავისით მოაწყო შიდა ინტერიერი და მისი კომფორტული სახლი ღიაა მუდამ მისი საყვარელი ადამიანებისთვის, ახლობელ-მეგობრებისა და ნათესავებისთვის.
- ეს სამოთახიანი ბინა ლიკანში, პატარა კორპუსის მეხუთე სართულზე სრულიად ძველი რემონტით ვიყიდე და
ყველაფერი თავიდან გავაკეთე, ყველაფერი გავაახლე. ერთადერთი რაც დავტოვე და არ შემიცვლია, ეს იყო ძველი პარკეტი, რომლის გამოცვლაც მინდოდა მაგრამ ოსტატების რჩევით დავტოვე.
- საინტერესო ინტერიერია, გემოვნებიანი ფერები. ვისი გემოვნებითაა შექმნილი, დიზაინერი იყო ჩარეული?
- ფერებით გამოვხატავ ჩემს შინაგან განწყობას და ემოციებს. სამყარო იმდენად რუხია და ჩაფლულია ნეგატივში, მე ვცდილობ ყველგან და ყველაფერში ვნახო მზე და ყვავილები. მე მიყვარს ფერები, რომ ჩემმა თვალებმა გაიხარონ და კიდევ - ვიყო შორს სიბერისგან. არავითარი დამხმარე ლიტერატურით და დიზაინერით არ მისარგებლია, ჩემი ინტერიერი იქმნება დეტალებისგან. მე შემიძლია შევიძინო ერთი სურათი ან სუვენირი და შემდეგ მისთვის ავაშენო სახლი. ამჯერად ჩემს საკუჭნაოში ინახება სათამაშო, რომლისგანაც ოცნებებში ვხატავ სახლს.
- ჩანს, რომ ძირითადად ხის ფაქტურაა გამოყენებული და სახლი საკმაოდ ნათელია...
- იმდენად, რამდენადაც ბინა არის აგარაკის ტიპის და იქ ძირითადად ისვენებენ ბავშვები, ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, ბინა ყოფილიყო კომფორტული და პრაქტიკული. მე არ მიყვარს, როდესაც ბავშვებს უკრძალავენ ან სადმე დაჯდომას ან რამესთან შეხებას. აქ სრული თავისუფლება, კომფორტი და ეკოლოგიური გარემოა, იმ გარემოს შესაფერისი, რაც აქ არის, ლიკანში.
- რა იყო ყველაზე რთული ბინის კეთებისას, რამდენად იოლია დისტანციურად სახლის გარემონტება, როცა იქ არ ხარ? რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს სანდო ხელოსნები?
- დისტანციურად სახლის კეთება არ არის იოლი. მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ყოველთვის ვმუშაობ რეზულტატზე. სხვა დანარჩენი წვრილმანებია. თუ ივლი ბლოკნოტით ხელში და დაიწყებ კაპიკების თვლას, სულ დაიტანჯები. აპატიეთ კარგ ოსტატს ზედმეტი ანგარიში, სამაგიეროდ სახლში დაგრჩებათ ნათელი აურა და კარგი განწყობა.
- ალბათ ძნელია რემონტის კეთება ქალაქიდან შორს, სადაც არ არის ახლოს სამშენებლო და სარემონტო მასალები, ავეჯი და ალბათ უფრო ძვირიც ჯდება ამ ყველაფრის ადგილამდე თუნდაც მიტანა. როგორ გადალახეთ ასეთი ტიპის სირთულეები?
- მე ვფიქრობ, რომ უნდა იცხოვროს ადამიანმა იოლად. ნუ ითვლით ფულს და კილომეტრებს. უთხარით ღმერთს მადლობა იმისთვის, რომ გაქვთ შესაძლებლობა, შექმნათ და ააშენოთ რაღაც მაინც, დაასვენოთ თქვენი ახლობლები და მეგობრები, მუშას გადაუხადოთ კარგი ანაზღაურება. ნუ დაიხარჯებით წვრილმანებზე და მიიღეთ სიამოვნება ნებისმიერი პროცესისგან.
- როგორ შეირჩა ინტერიერის დეტალები, ავეჯი და თუ ხართ კმაყოფილი შედეგით, კიდევ ხომ არ აპირებთ ცვლილებებს?
- რაც არის ბინაში, ყველაფერი შევარჩიე მე თვითონ. იდეალურად არ გამოვიდა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერს შევცვლი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო აივანი, რაშიც ჩავდე დიდი ენერგია და თანხა. როდესაც რამეს ვყიდულობ, ვყიდულობ განწყობას და ხედს. მე თითქმის არ ვიმყოფები შენობაში, ყველგან მაქვს დიდი აივნები, სადაც ვსაუზმობ, ვერთობი და შესანიშნავად ვატარებ დროს ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად... და ხედი... თუ ხედი არ ახარებს თვალს, სახლი არაფრად ღირს. დილით ჩემს აივანთამ მიგორავს ნისლის გორა და შემდეგ კი იშლება შესანიშნავი უსასრულო გობელენი.
- რა რჩევებს მისცემდით მათ, ვინც ახლა იწყებს ბინის რემონტს და ინტერიერის მოწყობას, რა უნდა გაითვალისწინოს აუცილებლად და რა შეცდომები არ უნდა დაუშვას?
- იყავით ბედნიერი, იმით რაც გაქვთ. ეცადეთ ყოველთვის აისრულოთ ოცნებები. ნუ მოგერიდებათ, რომ არ შეესაბამებით სტატუს და ასაკს. არ არის აუცილებელი, გქონდეთ ძვირად ღირებული ნივთები, ეცადეთ უყუროთ სამყაროს ბავშვის თვალებით. ცხოვრება ხანმოკლეა, სამყარო კი - უსასრულო, იყავით ბედნიერი ყველგან და ყოველთვის, და იცხოვრეთ კომფორტში თქვენს სულთან ერთად. არასდროს ჩარაზოთ სახლის კარები , და გახსოვდეთ - ჩვენ წავალთ და ყოველივე ეს დარჩება უჩვენოდ.
თამუნა აბესაძე:
- ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში ბევრი წლისწინ გამოჩნდა და დღითი დღე მაოცებს მისი ადამიანობა ამ ცხოვრებაში, ერთ ადამიანში ამდენი სიკეთე, სიყვარული, მზრუნველობა, პოზიტივი, ბედნიერება ერთადაა თავმოყრილი და ეს გადამდებია. ყველა ადამიანს თავის წილ სიყვარულს უნაწილებს, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეგობარი ჰქვია. სეზონურად სტუმრობს საქართველოს და მისი ჩამოსვლა ყველას ახარებს, განსაკუთრებით ბავშვებს და ჩვენც სიამოვნებით ვსტუმრობთ ხოლმე ქალბატონ ნაირას. პერიოდულად ისვენებენ ამ საოცარი ადამიანის ნათესავები და მეგობრები. ამ სახლში არის ყველანაირი კომფორტი და პირობა, რომ ჯანსაღად დაისვენო და გაატარო დაუვიწყარი დღეები. ნამდვილად განსხვავებული აურაა, რადგან ეს ფერები და საოცარი ხედი ქმნის პოზიტიურ და ბედნიერ განწყობას.