როცა ოჯახში ამდენი ხელოვნებით შთაგონებული, შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანია, ალბათ შეუძლებელია, ეს არ ეტყობოდეს მათ სახლ-კარს. ასეა ამ შემთხვევაშიც და იმიტომაც მიიპყრო დები ჯიბუტების საოცრად შემკულმა აივანმა საზოგადოების ყურადღება. ჩვენ კი აღმოვაჩინეთ, რომ არც ბაღი აქვთ ნაკლებად ლამაზად მოწყობილი და ნამდვილად ღირს ამ ოჯახის გაცნობა. გვესაუბრება ანა ჯიბუტი, რომელიც ამჟამად საჯარო სამსახურში მუშაობს, თუმცა ყოველთვის პოულობს დროს მთავარი გატაცებისთვის - ხელსაქმისთვის.
- მე და ჩემს დას გვაქვს ჩვენი ფეისბუქ გვერდი mjaccessorize, სადაც დევს ყველა ჩვენი ხელნაკეთი აქსესუარი: პირბადე, ყელსაბამი, საყურე, წინდა, ქუდი,
ჟაკეტი, სვიტერი და ა.შ . მთელი ოჯახი ვართ ჩართული ამ საქმეში. ჩემი და - მარიამ ჯიბუტი ინტერიერის დიზაინერია, დედა - თეა რობაქიძე მუდმივად დაკავებულია სხვადასხვა სახის საქმიანობით, როგორიც არის ქსოვა, ქორწილების დიზაინი, ინტერიერის და ექსტერიერის მოწყობა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ლოჯისტიკურ საკითხს, მთლიანად დეიდაჩემს აქვს აღებული - ეკა რობაქიძეს.
- ეს სახლი, რომლის ფოტოებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, არის კახეთში, ლაგოდეხში. ყველას ძალიან გვიყვარს იქაურობა, ვცდილობთ ყოველ წელს ახალი სიცოცხლე შევმატოთ სახლს და ეზოს, ამიტომ ყოველ წელს ვალამაზებთ და ვარემონტებთ, ბაღში მუდმივად მუშაობს ბებიაჩემი დინარა რობაქიძე, რომელსაც ყვავილები და ეზო ყველაფერს ურჩევნია და 82 წლის ასაკში მთელი დღე დაკავებულია მებაღეობოთ. რაც შეეხება ინტერიერს, ყველა ვართ ჩართული, ეს იქნება მასალის მოტანა, დიზაინი, შავი მუშა თუ ასე შემდეგ, ვცდილობთ, იყოს მაქსიმალურად ფერადი და ლამაზი, როგორც სოფლის სახლს და ბუნებას უხდება.
- საიდან იღებს სათავეს თქვენი ოჯახის წევრების ხელოვნებით გატაცება - პრაქტიკულად, ყველას გაქვთ ეს ნიჭი...
- დიახ, ბებია არის ხელოვნების და ბუნების სიყვარულით ცნობილი, მერე დედაჩემი, დეიდაჩემი, ჩემი და, მე, ჩემი დეიდაშვილი (ცნობილი ფოტოგრაფია - ბილი ბილიხოძე) - მოვყვებით შთამომავლობა.
დები ბებიასთან ერთად
მე და ჩემი და ბავშვობიდან შემოქმედებით გარემოში ვიზრდებოდით, ხელსაქმიდან განსაკუთრებით ქსოვა უყვარდათ დედაჩემს და დეიდაჩემს, ქსოვდნენ მანქანაზეც და ხელითაც, ქარგავდნენ და კერავდნენ. ამან ყველაფერმა თავისი გავლენა იქონია ჩვენზე, ქსოვა ადრეული ასაკიდან ვისწავლეთ ორივემ, შემდეგ ასაკის მატებასთან ერთად თანდათან მრავალფეროვნება შევიტანეთ ჩვენს საქმიანიობაში, მოგვეწონა სამკაულების შექმნა, რაც ჩვენმა მეგობრებმაც ძალიან კარგად შეაფასეს და სიამოვნებით იკეთებდნენ, შემდეგ მიემატა მოქარგული წინდები, ბროშები და მრავალი სხვა ხელით შექმნილი ნაკეთობა. აქვე დავძენ, რომ ჩემი და ინტერიერის დიზაინერია, ხატავს და სახლის კედლები აქვს მოხატული, რომელიც სრულად პასუხობს ბაღის ხასიათს და ჰარმონიაშია მასთან.
რაც შეეხება ბაღს, ჩვენს ოჯახში ბუნების მიმართ დამოკიდებულება განსაკუთრებულია და ძალიან გვიყვარს. ჩვენთვის მოცემულობა იყო თავიდანვე, დაბადებიდანვე ამ ბაღის სილამაზეში გავიზარდეთ, რამდენადაც მთელი ბავშვობა, ყველა არდადეგები ლაგოდეხში გვაქვს გატარებული, რომლის სიყვარულიც გარკვეულწილად ამ გარემომაც განაპირობა.
ეზოს გალამაზება მცენარეებით ჯერ კიდევ დიდმა ბებიამ და ბაბუამ დაიწყეს და ისეთივე სიყვარულით გააგრძელა ჩემმა ბებიამ, რომლისთვისაც მისი ეზო და ბაღი სიცოცხლის სტიმულს წარმოადგენს, ახლაც, ასაკის მიუხედავად, საათობით შეუძლია ბაღში იფუსფუსოს, არც ერთი მცენარე არ გამოეპარება მის მზრუნველ ხელს - გამარგლის, გააფხვიერებს, მორწყავს, მოეფერება თავის ყვავილებს. ფავორიტებიც ჰყავს - ჰორტენზია, ულამაზესი დიდი ვარდისფერი და ცისფერი ყვავილებით, და ნაძვის ხეები.
ჩვენი ბაღი უფრო ინგლისური ბაღების სტილს მიეკუთვნება, რომელიც ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე სავსეა მოყვავილე მცენარეებით. ტალავერზე ასული და სახლის აივანზე გადაპარული, დაბლა დაშვებული გლიცინიის იასამნისფერი ყვავილების მტევნები მთელ ეზოს ზღაპრულ იერს ანიჭებს. იასამნები იწონებენ თავს, მაისში ათასფერი ვარდით არის გადაპენტილი, თავმომწონეებით, ხვიარებით, კლემატისებით, სხვადასხვა ჯიშის პალმებით, ნაძვის ხეებითა და ჩემი სიამაყე -კიპარისებით, პეტუნიებით, ზიზილოებით და ეზოს მიხაკებით, პიონებით, ვიოლებით, სხვადასხვა ფერის უხვად მოყვავილე კალიბრახოებით, და კიდევ ბევრი სხვა ყვავილით, რომელთა სახელებიც, სამწუხაროდ, არც ვიცი. ასევეა ეზოში ბოძზე ასული სუროები, ქრიზანთემები და გეორგინები, კაქტუსები და სუკულენტებით და ეს ყველაფერი ბუნებრივად, ისე არის განლაგებული, რომ მნახველს რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ყველაფერი თავისით, ადამიანის ჩარევის გარეშე ამოვიდა, თვითონ მოძებნა თავისი ადგილი ბაღში, არასიმეტრიულად და ყოველგვარი გეომეტრიული წესრიგის გარეშე... ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ვისიამოვნოთ ამ სილამაზით.
ბაღში ბევრი გვაქვს საკუთარი ხელით შექმნილი და შეძენილი სხვადასხვა მცირე ფიგურა და არქიტექტურული დეტალები, რომლებიც ძალდაუტანებლად და ჰარმონიულად ერწყმის ბუნებას.
ბებიასთვის ყველაზე კარგი საჩუქარიც ბაღთან არის დაკავშირებული - ყველა, ვინც ჩამოდის, ცდილობს სამუშაო იარაღი, აქსესუარი ან სხვადასხვა ფიგურა ჩამოუტანოს, ბებიას ხომ ყველაზე დიდ სიხარულს ბაღის ახალი ბინადრები ანიჭებენ.
- ბევრს ჰგონია, რომ სახლისა თუ ეზოს ლამაზად მოწყობა დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული...
- ეს არის მცდარი მოსაზრება.... ჩემი აზრით, მთავარია გემოვნება და მარჯვე ხელები, და საკმაოდ მიზერულ ფასებად არის ყველაფრის გაკეთება შესაძლებელი, ყველას ვურჩევ, დაკავდნენ ხელსაქმით, რომელიც ძალიან კარგი თერაპია და გასართობია, ასევე შემოსავლის წყაროც.
დედა-შვილი - დინარა და თეა რობაქიძეები
- მე და ჩემს დას გვაქვს ჩვენი ფეისბუქ გვერდი mjaccessorize, სადაც დევს ყველა ჩვენი ხელნაკეთი აქსესუარი: პირბადე, ყელსაბამი, საყურე, წინდა, ქუდი,
- გვიამბეთ თქვენს სახლზე და ბაღზე. როგორ მოაწყვეთ, ვისი იდეებია რეალიზებული - ინტერიერშიც და ექსტერიერშიც?