„შინ“-ის დღევანდელი სტუმარი არქიტექტორი, ჟურნალისტი, ბაღის დიზაინერი თამარ ხონელიძეა. ჟურნალისტად მუშაობის საკმაოდ დიდი და ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. დღეს დღეობით ერთ-ერთი სააგენტოს მთავარი რედაქტორი გახლავთ. ასევე, რადიოში მიყავს გადაცემა „ოთხი სეზონი", რომელიც ყვავილებს და მათ მოვლა-გამრავლებას შეეხება. პროფესია - ბაღის დიზაინი და მცენარეთა შესწავლა კი სულ რამდენიმე წელია რაც მის ცხოვრებაში შემოვიდა. ყვავილებით გატაცება ქალბატონი თამარისთვის ჯერ ჰობი იყო და მერე პროფესიად იქცა, რაშიც დიდი წვლილი ზურა შევარდნაძეს მიუძღვის. ქალბატონ თამარს რამდენიმე პროექტი აქვს განხორციელებული, თუმცა ბაღის გაშენებაში ძირითადად მეგობრებს ეხმარება.
დღეს კი მის ულამაზეს ბაღზე ვისაუბრებთ, რომელიც ნატახტარში მეუღლის დახმარებით გააშენა. ყვავილების მოყვარული ქალბატონის ბაღი სულ ახლახან მოვინახულე, საიდანაც თვალისმომჭრელი ვარდების მრავალფეროვანი ფორმითა და სურნელით მოხიბლული, განსაკუთრებული ემოციით და შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდი.
- სრულიად განსხვავებული პროფესია გაქვთ, თუმცა დეკორატიული მებაღეობაც თავდაპირველი გატაცებიდან უკვე პროფესიად გექცათ. როგორ დაინტერესდით ამ საქმიანობით და როგორ შეისწავლეთ?
- მე და ყვავილებს თანაცხოვრების 20-წლიანი ისტორია გვაქვს. ყველაფერი მეგობრის ნაჩუქარი ბეგონიათი დაიწყო, რომელიც თელავიდან ჩამომიტანეს, მაშინ ჩემთვის უცნობი ქალბატონის ფიქრია ცისკარიშვილის კოლექციიდან. დღეს ფიქრიას ნახევარი საქართველო იცნობს და აღფრთოვანებულია მისი კოლექციით. მე კი ამაყი ვარ, რომ ქალბატონი ფიქრია ჩემი მეგობრების „საგანძურში“ მეგულება...
როგორც პროფესია - ბაღის დიზაინი და მცენარეთა შესწავლა - მოგვიანებით მოვიდა ჩემთან. ეს უკვე ზურა შევარდნაძის და მისი დაარსებული სასწავლებლის დამსახურებით მოხდა. ჩემთვის ახალი პროფესია ახალი ცხოვრების დასაწყისი გახდა უკვე მოწიფულ ასაკში. დენდროლოგია, მებაღეობა, ბაღის დიზაინი, საქართველოში ამ საქმის საუკეთესო სპეციალისტებისაგან ვისწავლე და მადლობას ვწირავ განგებას, რომ მათი გაცნობის და მათ ლექციებზე დასწრების ბედნიერება მქონდა...
- დღეს რა ადგილი უკავია ყვავილებს, მცენარეებს თქვენს ცხოვრებაში?
- შეიძლება ითქვას ყოველდღიური. ჩემი ძირითადი სპეციალობა - ჟურნალისტიკა სწორედ დეკორატიულ ყვავილებსა და მებაღეობას მოვარგე. როცა ბაღის დიზაინის შესწავლა დავიწყე - რაც წარმოუდგენელია მცენარეთმცოდნეობის გარეშე, აღმოვაჩინე რომ ქართულ ენაზე არც ისე ბევრი ლიტერატურა იყო კონკრეტული ყვავილების, ხეებისა და ბუჩქების შესახებ, უფრო სწორად თითქმის არ იყო. მიწევდა უცხოურ ლიტერატურაში ქექვა, შემდეგ პრაქტიკოს მებაღეებთან შეხვედრა და მიღებული ინფორმაციის გაერთიანება. სოციალურ ქსელში შევქმენი ჯგუფი და დავიწყე პრაქტიკული სტატიების წერა. რამდენად გასაგებად და პროფესიონალურად ვწერ ეს ჩემი შესაფსებელი არაა, მაგრამ ფაქტია, რომ მკითხველი არასოდეს მაკლდა და რა თქმა უნდა ამ სტატიებთან ერთად მეც ვიზრდებოდი...
- არაერთი ულამაზესი ბაღის შემქმნელი ხართ, მაგრამ ამჯერად მინდა თქვენს ბაღზე ვისაუბროთ, რომელიც ნატახტარში გააშენეთ. რამდენი წლისაა თქვენი ბაღი და რა მცენარეები ჭარბობს?
- რეალურად სულ რამდენიმე პროექტი მაქვს განხორციელებული დაკვეთით - საერთოდ დამკვეთებთან ურთიერთობის პროცესი არ მხიბლავს მიზეზთა გამო. უფრო მეგობრებს ვეხმარები ხოლმე. რაც შეეხება ჩემი ნატახტრის ბაღს, ჯერ ნაადრევია მასზე, როგორც შემდგარ ბაღზე საუბარი - ეს უფრო „პოლიგონია“ ცდებისათვის, ჩემი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადასატანად. ეს ცოცხალი პროცესია, უაღრესად საინტერესო და მომხიბვლელი. საერთოდ მგონია, რომ ყვავილებთან ურთიერთობას განსაკუთრებული მიზიდულობა აქვს და თუ ერთხელ ეზიარე ამ სიყვარულს, ვერასოდეს შეძლებ მისი ტყვეობიდან თავის დაღწევას.
- ზამბახების სილამაზით როდის მოიხიბლეთ?
- ო, ეს დიდი თემაა. პირველი ზამბახები ჩემს ბაღში 6 წლის წინ გაჩნდნენ სამების ბაღიდან. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ ზამბახები გარდა ტრადიციული ლურჯისა, როგორც დღეს კვლავ ბევრს ჰგონია, ცისარტყელას თითქმის ყველა ფერს მოიცავს. ჯერ იყო ე.წ. ისტორიული ზამბახები, მერე თანამედროვე ჰიბრიდული ჯიშების მოპოვებაც მოვახერხე და წავიდა... გჯერათ, რომ მაისში, როცა ზამბახები იწყებენ ყვავილობას, ღამე ძილში დახარჯული დროც კი მენანება და დილის 5 საათიდან ბაღში ვარ, რომ რაც შეიძლება მკაფიოდ დავიმახსოვრო მოყვავილე ზამბახების ველის სურნელი და მათი სილამაზე მომავალი წლის ყვავილობამდე გამყვეს...
- რამდენი სახეობის ზამბახისგან შედგება თქვენი კოლექცია?
- სერიოზულ კოლექციამდე რა თქმა უნდა ბევრი მაკლია, თუმცა ძალიხმევას არ ვაკლებ: ამჟამად 30-მდე ისტორიული ზამბახი „მყავს“ და 60-მდე ახალი ჰიბრიდი. წელს პირველად გადავწყვიტე ზამბახები არა მარტო ფესვურით გავამრავლო, დავთესო კიდეც და იმედი მაქვს კიდევ არა ერთ საინტერესო ფერს შევმატებ ჩემს კოლექციას. საერთოდ ზამბახების კარგი კოლექცია საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა. მსოფლიოს სერიოზული სანერგეები ყოველ წელს აქვეყნებენ ახალი სელექციების კატალოგებს. როგორც წესი, ბაღის დიზაინერები ზამბახების განსაკუთრებულ ჯიშებს სოლიტერებად - ცალკე მდგომ სამშვენისებად მოიაზრებენ ბაღში, თუმცა ერთ ველად გაშენებული ფერადი ზამბახები იმდენად საოცარი სანახაობაა, ნამდვილად ღირს მათთვის ადგილის გამონახვა.
- როგორი მოვლა და პირობები სჭირდება ზამბახებს?
- ისტორიული ზამბახები დამწყები მოყვარულისთვის იოლი ამოცანაა - ადვილად მრავლდებიან, არ ეშინიათ გვალვის და სიცივის, თავდაუზოგავად ყვავილობენ, ნაკლებადაც ავადდებიან. ახალ ჰიბრიდებს რაც შეეხება ბევრად უფრო შრომატევადი პროცესია - შეწამვლაც სჭირდება, დროული კვებაც და სარეველებისგან სერიოზული დაცვაც. საერთოდ ზამბახებს უყვართ საქართველო, განსაკუთრებით აღმოსავლეთში გრძნობენ თავს კარგად, რადგან ზედმეტ წყალს ვერ იტანენ. თუ მოუვლით და 3-4 წლის მერე ბუჩქებსაც დროულად დაყოფთ, ყოველ წელს გაგახარებენ თავიანთი კოპწია ყვავილებით.
- გულგრილს არავის ტოვებს თქვენი ვარდების ხეივანი. რამდენი ჯიშის ვარდი გაქვთ?
- ვარდებს ჩემს ბაღში უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს და ის ხეივანი, რომელსაც თქვენ ახსენებთ, შემიძლია ვთქვა რომ მთლიანად ჩემი მეუღლის დამსახურებაა. ვარდების მოყვარულებმა იციან რამდენ შრომას მოითხოვს ეს კულტურა და მარტო ქალისთვის 200-ზე მეტი ვარდის ბუჩქის მოვლა, ისე როგორც საჭიროა, შეუძლებელი მგონია.
როცა ვარდების გაშენება დავიწყე, მაშინ საქართველოს ბაზარი საკმაოდ მწირი იყო და ისეთი არჩევანი როგორიც ეხლაა, რა თქმა უნდა არ გვქონდა. ვყიდულობდი ყველაფერს რაც შემხვდებოდა, მხოლოდ მკაცრად ვიცავდი ერთ პრინციპს - აუცილებლად უნდა მცოდნოდა ვარდის ჯიში და ჯგუფი. ეს მათი მოვლის პროცესისათვის აუცილებელია და შესაბამისად ქუჩაში არასოდეს მიყიდია უცნობი ჯიში. შემდეგ იყო გაუთავებელი ბრძოლა დაავადებებთან, ყვავილობის მაქსიმალური შესაძლებლობის და სასურველი ფორმების მისაღებად. რა თქმა უნდა ამ ბრძოლაში ბევრი ვისწავლეთ...
- რომელიმეს გამორჩევა შეგიძლიათ, თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას რომელი იმსახურებს?
- ზემოთ ნათქვამს გავაგრძელებ - დღევანდელი გადასახედიდან, თავიდან რომ ვიწყებდე როზარიუმის გაშენებას, ასე ქაოტურად აღარ მივუჩენდი ყველა ვარდს ბინას ჩემს ბაღში. პირველ რიგში ჯიშებს მათი დაავადებებისადმი მედეგობის, ბუჩქის ფორმისა და ყვავილობის ვადების, ყვავილის გამძლეობის მიხედვით შევარჩევდი. საერთოდ ვარდები იმდენად დიდი თემაა, მათ შესწავლას წლები არ ეყოფა. ერთია თეორიული ცოდნა და მეორე კი პრაქტიკა. ერთი და იგივე ჯიშის ვარდი ერთ რეგიონშიც კი შესაძლოა სრულიად განსხვავებულ თვისებებს ავლენდეს და სრულიად მოულოდნელი რამ მიიღოთ. ჩემს ფავორიტებს რაც შეეხება, მიყვარს ინგლისური ვარდები, ყვავილის განუმეორებელი ფორმისა და დამათრობელი სურნელის გამო, ფლორისტული ვარდები - საოცარ გამძლეობას იჩენენ თაიგულებში და არა მარტო ბაღს, ინტერიერსაც მილამაზებენ, ხვიარა ვარდები, რომელთაც ძალიან დიდხანს შეუძლიათ ყვავილის შენარჩუნება და საოცარ ფონს ქმნიან ბაღში, ფლორიბუნდები - ფუმფულა, ფერად ოაზისებს რომ ქმნიან მწვანე მოლზე. მოკლედ ყველა ჯგუფის ვარდს თავისი ადგილი აქვს ბაღში, მთავარია მათი სწორად გამოყენება.
- როგორია ვარდის მოვლის წესები, როგორი ნიადაგი და ადგილი მოსწონს?
- როგორც გითხარით ეს ძალიან დიდი თემაა და თუ თეორიას პრაქტიკული გამოცდილებაც არ ახლავს, მზა რეცეპტი არ არსებობს. ვარდებს ფხვიერი, წყალგამტარი და ნოყიერი ნიადაგი მოსწონთ. ფესვები სიგრილეში უნდა ჰქონდეს და თავი სიცხეში. ვარდი მზის შვილია, მზიანი ველი უყვარს, თუმცა ინგლისური ვარდები ნახევრად ჩრდილს ამჯობინებენ. კიდევ ერთია - ძალიან „ღორმუცელები“ არიან და თუ მთელი სეზონის განმავლობაში კვებას არ მოაკლებთ როგორც ორგანული, ისე მინერალური საკვებით, ერთ მშვენიერ დღეს სამოთხეში გაგრძნობინებენ თავს.
საერთოდ ამ თემით დაინტერესებულებს ვურჩევდი - იკითხეთ ბევრი და ჩაატარეთ ექსპერიმენტები, თქვენი პირადი გამოცდილება ფასდაუდებელი განძია. ბაღი ცოცხალი ორგანიზმია, მცენარეები კი მისი საშენი მასალა. თუ ხვდებით, რომ ამა თუ იმ მცენარის რომელიმე ჯიში არ მიიღო თქვენმა ბაღმა და ამ მცენარემ სრულად ვერ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები, დაუნანებლად შეელიეთ მას და უფრო ღირსეულისთვის გამოათავისუფლეთ ადგილი - ბაღი არა ცალკეულ მცენარეებად, ერთ მთლიან ორგანიზმად უნდა აღიქმებოდეს.
მერი ბლიაძე