ბაღის ჯუჯები და ზღარბები წრასულს ჩაბარდა? ბაღის მოვლის ჭკვიანი სისტემა, მაქსიმალური ბუნებრიობა - ერთი სიტყვით, ყველაფერი 2021 წლის ლანდშაფტის დიზაინის ტრენდების შესახებ.
ქალაქგარეთა სახლის თანამედროვე ლანდშაფტი პირველ რიგში ბუნებასთან მაქსიმალურ ჰარმონიას და თანამედროვე, ჭკვიანი ტექნოლოგიების ათვისებას გულისხმობს. როგორ ვაქციოთ ჩვენი ბაღი უფრო ლამაზად, თანამედროვედ და კომფორტულად? როგორც მიხვდით, ვისაუბრებთ ამ წლის საუკეთესო ტრენდებზე.
რა არის დღეს მოდაში? ბაღი ზარმაცებისთვის
ზარმაცი ბაღი ყველა იმ ადამიანის ოცნებაა, ვინც ოცნებობს სიმწვანეში მოწყობილ რელაქსაციის კუთხეზე, თუმცა ბაღის სრულფასოვანი მოვლის არც დრო აქვს და არც
ენერგია. როგორ დავიყვანოთ მოვლის საჭიროებები მინიმუმამდე?
ბაღი, როგორც სახლის გაგრძელება
ბაღში შეიძლება გაკეთდეს არა მარტო მოსასვენებელი ან სათამაშო ზონა, ან პატიო, არამედ ოფისიც, სამუშაო ზონა ან მისაღები. საცხოვრებელ სივრცეებს ბაღში თანამედროვე ფანჩატურებით ან ტენტებით აწყობენ, ასევე ბაღის ავეჯითა და სხვადასხვა აქსესუარით.
ვერტიკალური გამწვანება
ვერტიკალური გამწვანება ლანდშფტის დიზაინის მრავალფუნქციური გაფორმებაა. მისი წყალობით მარტივია სივრცის ეკონომია. ასეევ ძალიან აფექტურია ზონირებისთვის, ფასადის გასაფორმებლად.
ჭკვიანი ბაღი
ტერმინი ჭკვიანი ბაღი სულ უფრო აქტუალური ხდება, ისევე, როგორც ჭკვიანი სახლის შემთხვევაში, აქაც საუბარია ინტელექტუალურ სისტემაზე, რომელიც საგრძნობლად ამარტივებს ბაღის მოვლას. ჭკვიანი ბაღის მოვლის სისტემებში შედის გაზონის გათბობა და მორწყვა, გრუნტისა და ამინდის გადამცემები, გათვლილი განათება (საფეხურების, სახურავის, საფეხმავლო ბილიკის), ავტომატური გაზონის საკრეჭი, ნისლსაწინააღმდეგო სისტემა, მზისგან დამცავი სისტემა და ა.შ.
განათება - თანამედროვე ვარიანტი
ჭკვიანი განათება ბაღისთვის მხოლოდ ღამის განათებას როდი მოიცავს. პირველ რიგში ეს გხლავთ ბაღის მთლიანი განათების კარგად გათვლილი და მოფიქრებული სცენარი. აღნიშნული განათება ასევე უზრუნველყოფს განათების ეკონომიას და ასევე უსაფრთხო ზონის შექმნას.
ავტომატური მორწყვა
მცენარეების მორწყვა ყოველთვის დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ავტომატური მორწყვა კი არათუ ამარტივებს ამ პროცესს, არამედ მთლიანად საკუთარ თავზე იღებს მას. ეს სისტემა თავად განსაზღვრავს ჰაერის ტენიანობას, მიწის სიმშრალეს, გრუნტის მდგიმარეობას, ატენიანებს ნიადაგს და გიგზავნით ინფორმაციას ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობის შესახებ.
უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა
კიდევ ერთი ახალი ტრენდი - უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა, რომელიც გაუწყებთ მონაკვეთზე ნებისმიერი გადაადგილების შესახებ და გადმოგცემთ გამაფრთხილებელ სიგნალს. ის დაგიცავთ არასასურველი ცხოველებისგან, ფრინველებისგან, გამოიძახებს უსაფრთხოების სამსახურს, აანთებს სახლში შუქს და ასევე უზრუნველყოფს ხანძრისგან დაცვას.
მოდური ბილიკები
ბოსტნის გაფორმებას შემოქმედებითად უდგებიან. ჩვეულებრივი ბოსტნები მოდაში აღარ არის. დეკორატიული ბოსტანი ლანდშაფტის დიზაინის ნაწილია. კონტეინერული განთავსება, მაღალი და ვერტიკალური ნარგავები, ერთი სიტყვით, თანამედროვე აგარაკი მარტო მოსავალს კი არ უნდა იძლეოდეს, თვალსაც უნდა ახარებდეს.
ცოცხალი ღობე
თანამედროვე სამყაროში აგარაკების მფლობელები უპირატესობას ანიჭებენ ცოცხალ ღობეებს.
ჰარმონიაში ბუნებასთან
ბუნებრიობა - აი, რა არის თანამედროვე ლანდშაფტის დიზაინის მთავარი მოთხოვნილება. რაც შეიძლება ნაკლები ხელოვნური მასალა ბაღში, მეტი ნატურალური მასალა.
ბაღის ჩანჩქერი
ძნელია თანამედროვე, დახვეწილი ბაღის პატარა ტბის, ჩანჩქერის გარეშე წარმოდგენა.
ბაღი, რომელიც გვიან შემოდგომამდე ყვავის
საამისოდ სწორად უნდა შეარჩიოთ მცენარეები, რათა ყვავილობის პერიოდი გვიან შემოდგომამდე გაგრძელდეს.
ასევე შეგიძლიათ მოაწყოთ ზამთრის ბაღი.
ქალაქგარეთა სახლის თანამედროვე ლანდშაფტი პირველ რიგში ბუნებასთან მაქსიმალურ ჰარმონიას და თანამედროვე, ჭკვიანი ტექნოლოგიების ათვისებას გულისხმობს. როგორ ვაქციოთ ჩვენი ბაღი უფრო ლამაზად, თანამედროვედ და კომფორტულად? როგორც მიხვდით, ვისაუბრებთ ამ წლის საუკეთესო ტრენდებზე.
რა არის დღეს მოდაში? ბაღი ზარმაცებისთვის
ზარმაცი ბაღი ყველა იმ ადამიანის ოცნებაა, ვინც ოცნებობს სიმწვანეში მოწყობილ რელაქსაციის კუთხეზე, თუმცა ბაღის სრულფასოვანი მოვლის არც დრო აქვს და არც
- პირველ რიგში, კლუმბებისთვის ვირჩევთ მრავალწლიან მცენარეებს, ასევე მცენარეებს, რომელთა მოვლაც არ არის რთული და არ არიან პრეტენზიულები.
- ბაღის მოსავლელად ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს.
- თავიდანვე მკაფიოდ გვაქვს გათვლილი გაზონის ფორმა და ზომა.
- დახმარებისთვის ლანდშაფტის დიზაინერს მივმართავთ.