პატარა სახლის და ვიწრო ოთახის მოწყობის საუკეთესო გადაწყვეტილებები

მცირეგბარიტიანი სახლი შესაძლოა იყოს მყუდრო და მოხერხებულიც, თუმცა ნამდვილი გამოწვევაა შეზღუდული სივრცის სათანადოდ მოწყობა. მოდით ვნახოთ, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა. მაგალითად ვნახოთ, როგორ შეიძლება მოეწყოს ვიწრო ოთახი ან სათავსო, რაც, მოგეხსენებათ, შეზღუდულ სივრცეში ყოველთვის პრობლემას წარმოადგენს. სათავსო სიტემის ორგანიზება შესაძლებელია ასევე ფუნქციონალური ავეჯის გამოყენებით.
.




როდესაც სახლში არ არის საკმარისი ადგილი ოჯახის თითოეული წევრისთვის, ან ოთახების რაოდენობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველას ჰქონდეს საკუთარი პირადი სივრცე, შესაძლებელია მოეწყოს ოთახის ნაცვლად ზონა.


ღია ავეჯი შეზღუდულ სივრცეს უფრო ჰაეროვანს და
მსუბუქს ხდის. არ გადატვირთოთ პატარა ოთახი, ეცადეთ სივრცემ ისუნთქოს. ასე თქვენც უფორ კომფორტულად იგრძნობთ თავს.


ასევე ეცადეთ უარი თქვა ძალიან მუქ ფერებზე, ან, თუ ამის გაკეთებას ვერ ახერხებთ, გადაახალისეთ მუქი ფერები ნათელი აქცენტებით.

და ბოლოს განათება, ეცადეთ სივრცე იყოს საკმარისად განათებული. ერთი ჭაღის პრინციპი ამ შემთხვევაში ვერ დაგეხმარებათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები