დაათვალიერეთ 18 კვ. და 20 კვ. ფართობის ბინები, რომლებშიც კომფორტულად იცხოვრებთ: "მთავარია, ბინა კარგ ადგილას მდებარეობდეს"

 
ტოტალური ურბანიზაციის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ დიდ ქალაქებში უფრო და უფრო მეტი პრობლემა ჩნდება მოქალაქეებისთვის საცხოვრებლი ფართის შეძენასთან დაკავშირებით. 20 წლის წინ 30 კვ. ბინა კატასტროფულად პატარა თუ იყო, დღესდღეობით ბევრისთვის ეს ფუფუნება და ოცნების სფეროა. ე.წ. მიკრობინები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება უძრავი ქონების ბაზარზე. ამის გათვალისწინებით, ბაზარზე ჩნდებაა გამაოგნებელი პროექტები, რაც შესაძლებელს ხდის 18-20 კვადრატული მეტრშიც კი ნორმალურად ცხოვრებას. ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ შეზღუდულ სივრცეში ადამიანს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ კომფორტულად იცხოვროს.
ბინის ყიდვის
ან ქირაობის დროს ბევრი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს არა მის ზომებს, არამედ მდებარეობას, რადგან გაცილებით კომფორტულია ცხოვრება ქალაქის ცენტრში, კარგად განვითარებულ ინფრასტრუქტურაში. ამ მიზეზით, ბერლინის პოპულარულ ვენშტრასეს ქუჩაზე მდებარე მინიატურული ბინები შეიძლება ოცნების მწვერვალად ჩაივალოს, რადგან ეს იდეალური ადგილია ლამაზ გარემოში საცხოვრებლად.

ეს სახლი, მაგალითად, ბერლინში მდებარეობს, ქალაქის ცენტრში. 
მისი საერთო ფართობი მხოლოდ 18 კვადრატული მეტრია.


მიუხედავად იმისა, რომ საშხაპე საწოლიდან მხოლოდ 70 სმ დაშორებულია და ის ესაზღვრება სასადილო ზონას, ეს ბინა მაინც ძალიან მომნუსხველად გამოიყურება. მიუხედავად სივიწროვისა, აქ არის კეთილმოწყობილი სამზარეულო, სადაც ჭურჭლის სარეცხი მანქანაც კი თავსდება, ასევე არის იზოლირებული ტუალეტი.


ეს ჯიბის სახლი კი საფრანგეთში მდებარეობს, პარიზში.
მე-19 საუკუნის შენობაში განთავსებული ჯიბის ბინა იდეალური საცხოვრებელი ვარიანტია მათთვის, ვინც ეძებს საცხოვრებელს პარიზის ყველაზე პოპულარულ უბანში, ოლქში (მე-5 უბანი).

ბინა 15 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ის ფაქტი, რომ იგი მდებარეობს სხვენის სართულზე, აქვს დახრილი კედლებით, ვერ აუფეროლებს მის მომხიბვლელობას.
სათანადო დიზაინი, სივრცის რაციონალური ზონირება და მხოლოდ ყველაზე საჭირო ავეჯი ბინას კომფორტულს ხდის. საძინებელი, რომელიც დღისით არის მისაღები ოთახი, გთავაზობთ პარიზის ისტორიული სახლების სახურავების ხედებს.

ღამით, საწოლის გამოწევით, ორ ადამიანსაც კი შეუძლია მშვიდად დაძინება. ფართო კარადა დაგეხმარებათ წესრიგის შენარჩუნებაში, მაგრამ სასადილო ფართობი საშუალებას მოგცემთ განიცადოთ ფრანგული ბისტროს ატმოსფერო საკუთარი ბინიდან გაუსვლელად.

ასევე არის სამზარეულოს კუთხე მინიმალური ავეჯით, ტექნიკითა და აღჭურვილობით. ბინაში, რა თქმა უნდა, არის სრულფასოვანი აბაზანა საშხაპეთი და ტუალეტით.

ეს ლამაზი ბინაც საფრანგეთში მდებარეობს, ამჯერად მონმარტზე. ამ საცხივრებელი ბინის ფართბის სულ რაღაც 23 კვ.მ.-ია.

საცხოვრებელი ფართის ყოველი სანტიმეტრის რაციონალურად გამოყენებით შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ გასაშლელი რბილი დივანის, არამედ სრული ზომის საწოლის, ასევე ორსართულიანი მაცივრის, სარეცხის და ჭურჭლის სარეცხი მანქანის განთავსება.


გამოიძებნა ადგილი კეთილმოწყობილი სამზარეულოსთვის და აბაზანისთვის თავისი შხაპითა და ტუალეტით.



ეს კი მანჰეტენია, აშშ. 1940-იანი წლების სახლი მანჰეტენის გულში შორს არის თანამედროვე შენობებისგან, რომლებიც ასე ხშირად ასოცირდება მიკრო-ბინებთან. შესასვლელიდან თაღოვანი კარი, ფარნის სტილის განათება და კედელზე დამონტაჟებული წიგნების კარადა დასასვენებელ გარემოს ქმნის.


კომბინირებულ საძინებელსა და მისაღებ ოთახს, მიუხედავად შეზღუდული სივრცისა, აქვს საკმარისი სივრცე ცალკე ნიშაში ორადგილიანი საწოლის განსათავსებლად.

ბინაში არის ისევე დიდი კუთხის დივანი.

ეს მინი კოტეჯი კი ლონდონში მდებარეობს. მისი საერთო ფართი 33 კვ.მ.-ია. სულაც არ გამოიყურება ძალიან პატარად და საკმაოდ მყდრო და კომფორტულია. კოტეჯში არის ფართო მისაღები ოთახი დახვეწილი სტილით. ერთ მხარესაა სასადილო ოთახი ეზოში ბაღით, ხოლო მეორე მხარეს ინტერიერს პიანინო ამშვენებს.

ფრანგული სტილის სამზარეულო საკმაოდ კომპაქტურია, თუმცა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, სრული ზომის მაცივრით და ჭურჭლის სარეცხი მანქანით. ანტრესოლიანი საძინებელი თავს იწონებს მდიდრული ხის საწოლით, დახვეწილი მაგიდებით და ნათურებით.

ამ სივრცის მთავარი ხიბლია ასევე სხვენის ფანჯარა, რომელიც საშუალებას იძლევა ადამიანი დატკბეს მშვენიერი ხედით. აბაზანა მოიცავს თანამედროვეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე კეთილმოწყობის სტანდარტულ კომპლექტს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები