ბავშვის ოთახის მოწყობის 6 მთავარი პრინციპი


სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ბევრი გეგმავს ბავშვის ოთახის ინტერიერის განახლებას და ფიქრობს, როგორ მოაწყოს ყველაფერი უფრო მოხერხებულად. ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი რჩევის მიცემა შეიძლება, მაგრამ დიზაინერს ვთხოვეთ ძირითადის ჩამოყალიბება.
არ დაივიწყოთ ეს რეკომენდაციები, რათა ბავშვებმა ნებისმიერ ასაკში კომფორტულად იგრძნონ თავი და არ დაგჭირდეთ რემონტის ხელახლა აკეთება.
დასაწყისისთვის, შეეცადეთ წარმოიდგინოთ ბავშვის ყოველდღიური რუტინა, ანუ რას გააკეთებს ბავშვი ოთახში ყოველდღე.
ოთახში ყოველთვის სჭირდება საწოლი ან დასაკეცი დივანი. საჭიროა კარადა, საკიდი ან სკამი, სადაც განთავსდება ტანსაცმელი და მაგიდა უჯრებით,  თაროები და კარადები.

მრავალფუნქციური ინტერიერი

ხშირად
ბინის კვადრატულობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ბავშვის ოთახი იყოს საკმაოდ დიდი. ამიტომ გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ ერგონომიკასა და მრავალფეროვნებას. თანამედროვე გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ის, რაც დაფუძნებულია ინდივიდუალურ პარამეტრებზე, საშუალებას გაძლევთ გონივრულად გამოიყენოთ ყველა არსებული სივრცე. ასე რომ, უმჯობესია ბავშვებისთვის ისეთი პროდუქტები შეარჩიოთ, რომლებიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით და გადაგარჩენთ ზედმეტი ძალისხმევისგან. აქ საუბარია ჩაშენებულ ავეჯზე, ასევე ტექნიკურ სიახლეებზე, როგორიცაა დამტენები, ნათურები და ა.შ. ბავშვისთვის ოთახში დროის გატარება მარტივი და კომფორტული უნდა იყოს.
ჯერ დაადგინეთ, სად იქნება ოთახის ძირითადი ზონები: დასაძიენებელი, შესანახი, სამუშაო და შემდეგ გაარკვიეთ, სად შეიძლება იყოს ჩამრთველები და სინათლის წყაროები. ყველაზე ხშირად, სამუშაო და საძილე ადგილები დიდხანს რჩება ერთ ადგილებზე, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ უპრობლემოდ დაგეგმოთ ჩამრთველები, რადგან სინათლის წყაროები ყოველთვის საჭიროა საწოლთან და სამუშაო მაგიდასთან.

სამუშაო ადგილის ორგანიზება


თუ ბავშვი უკვე ემზადება სკოლისთვის და სწავლობს, აუცილებელია ოთახში სამუშაო არეალზე ფიქრი. მაგიდა, სკამი, ისევე როგორც ყველა საჭირო სასკოლო ატრიბუტის შესანახი ადგილები უნდა აკმაყოფილებდეს საბავშვო ავეჯის ყველა სტანდარტს და ასევე უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ფიზიოლოგიური მახასიათებლები. როგორც წესი, სამუშაო ადგილი განლაგებულია ფანჯრების და ბუნებრივი სინათლის წყაროების მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ზონაში არ იყოს არასაჭირო საგნები, რომლებიც ბავშვს ხელს შეუშლის მეცადინეობაში, მიიქცევს რა მის ყურადღებას.

სივრცის ზონირება


სივრცის ზონირება ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა ოთახებში. ბავშვმა ზუსტად უნდა იცოდეს სად იქნება დაკავებული სერიოზული საქმეებით და სად შეუძლია თავისუფალ დროს დასვენება და თამაში. თუ შეუძლებელია თამაშებისთვის ცალკე ადგილის გამოყოფა, მოაწყვეთ საკმარისი რაოდენობის შესანახი ადგილები, სადაც ბავშვს შეეძლებაა სათამაშოების განთავსება და, საჭიროების შემთხვევაში, მათი უპრობლემოდ დალაგება. ეს მას წესრიგსაც ასწავლის.

ყურადღება გაამახვილეთ ბავშვის ინდივიდუალურობაზე

ბავშვის ოთახის მოწყობისას ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ინტერესებისა და ჰობის გათვალისწიება. მიზანშეწონილია რომ მან მონაწილეობა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში და ახსნას, რა და რატომ სურს. ასევე, ღირს ყურადღებით შეისწავლეთ ბავშვის ჰობი და ინტერესები, რათა ბავშვი კომფორტულად განვითარდეს. დღეს ბავშვს საკუთარი თავის გამოხატვის საკმარისი შესაძლებლობები აქვს და ეს ყველაფერი მისი ოთახის ინტერიერში უნდა იყოს ინტეგრირებული.

უსაფრთხოება

ასევე მნიშვნელოვანია ბავშვის ოთახში უსაფრთხოების საკითხი. ეს ეხება როგორც მასალებს, რომლებიც გამოიყენება ოთახის მოწყობის დროს, ისე გადაწყვეტილებებს. არ ღირს ბავშვის ოთახებში ისეთ ავეჯის გამოყენება, რომელსაც ექნება მკვეთრი კუთხეებით, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს მინის ზედაპირები, არასაჭირო მავთულები, ასევე პრიალა იატაკები, რომლებზეც ბავშვს შეუძლია უბრალოდ წაიქცეს. ასევე, არ დაივიწყოთ ფანჯრების სპეციალური საკეტები. რაც შეეხება მასალებს, ისინი უნდა იყოს ჰიპოალერგიული, ეკოლოგიურად სუფთა და ჰქონდეს ყველა შესაბამისი სერტიფიკატი.

ფერი და განათება


ინტერიერზე საუბრისას ფერი და სინათლე ყოველთვის ერთად განიხილება. ამრიგად, მუქი ჩრდილები ვიზუალურად შეამცირებს სივრცეს და მას დამთრგუნველს გახდის. შეარჩიეთ ბავშვთა ოთახებისთვის ნათელი, თბილი ფერები, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის აქტიურობას და კარგ განწყობას. განათება უნდა იყოს უზრუნველყოფილი სხვადასხვა წყაროთი, რათა დღის ნებისმიერ დროს მხედველობისთვის უსფართხო გარემო ჰქონდეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები