„რაჭისადმი ჩვენი სიყვარული იმდენად დიდი იყო და იმდენად განვიცდიდით, რომ ყოველდღიურად ახალგაზრდებისგან იცლებოდა, გვინდოდა აუცილებლად დავბრუნებულიყავით ჩვენს მშობლიურ მხარეში“, - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი თამარ დავითულიანმა, რომელმაც ტყუპისცალთან, მირანდუხტ დავითულიანთან ერთად, მშობლიურ სოფელში ოთხი ულამაზესი კოტეჯი დადგა და თბილისიდან სახცოვრებლად კვლავ რაჭაში დაბრუნდა. დებს ძალიან უყვართ მოგზაურობა, ფეხბურთი, ამასთან, ძალისხმევას არ იშურებენ, რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ რაჭის ტურისტულად განვითარებაში. კოტეჯების ინტერიერი და დიზაინი მათ ეკუთვნით. პერიოდულად ცვლიან სხვადასხვა დეტალს, რათა ინტერიერმა თავისი ხიბლი არ დაკარგოს და ერთფეროვანი არ გახდეს.
თამარი:
- არქიტექტურა და დიზაინის ფაკულტეტი დავამთავრე. სამწუხაროდ, ჩემი პროფესიით არ მიმუშავია, თუმცა ეს ძალიან დამეხმარა იმაში, რომ შემექმნა ისეთი გარემო, რომელიც ბევრ ადამიანს აღაფრთოვანებდა და ბედნიერებას მიანიჭებდა. მყავს შვილი კესანე. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გავთხოვდი და ქართული ტრადიციების თანახმად, იქ უნდა ვცხოვრობდე, ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ რაჭაში. წლების მერე დავბრუნდი რაჭაში და რაჭის ტურისტულად განვითარებისთვის ვშრომობ.
მირანდუხტი:
- პროფესიით სოციოლოგი ვარ, თუმცა არც მე გავყოლილვარ ჩემს პროფესიას, რადგან საოჯახო საქმიანობაში ჩავები და ჩემს დასთან ერთად გადავწყვიტე, რაჭაში განგვევითარებინა ტურისტული საქმიანობა.
- ხშირად საუბრობენ, რომ ტყუპები უხილავი ძალებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. თქვენს შემთხვევაშიც ასეა?
თამარი:
- ალბათ ჩვენს შემთხვევაშიც ასეა, რადგან ხასიათითაც ძალიან ვგავართ ერთმანეთს და ვიზუალურადაც. ყოფილა შემთხვევა, მე ვყოფილვარ საქართველოში, მირანდუხტი - გერმანიაში და ერთდროულად დაგვირეკავს ერთმანეთთან, გაგვიმხელია ერთი და იგივე იდეები, საუბრის სურვილი გაგვჩენია ერთი და იმავე თემაზე და ა.შ. ერთდროულად გვიგრძნია ერთნაირი განცდები, ხან - სიხარულის, ხან - შიშის, ხან - მოწყენის.
- როგორ გაჩნდა იდეა ტურისტულ საქმიანიბაში ჩართულიყავით?
- როცა უნივერსიტეტი დავამთავრეთ, ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ისეთი, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ვყოფილიყავით ჩვენს სურვილებში, გადაწყვეტილებებში, ამასთან, ჩვენი საქმე ყოფილიყო საინტერესო და მრავალფეროვანი. გვინდოდა დაგვეწყო ისეთი საქმე, რაც რაჭასაც წაადგებოდა. შესაბამისად უნდა შეგვექმნა ისეთი რამ, რაც ამ ყველაფერის შესაძლებლობას მოგვცემდა. სოფელ სადმელში გვქონდა ადგილი, რომელსაც ჰქონდა პერსპექტივა და სწორედ იქ გადავწყვიტეთ კოტეჯების დადგმა. ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ, მოვაწყვეთ ინტერიერი, ექსტერიერი. ერთი ცარიელი მიწა ადამინების საყვარელ გარემოდ ვაქციეთ. დავიწყეთ ერთი კოტეჯით.
იმხელა ინტერესი წამოვიდა, რომ გადავწყვიტეთ, არ გავჩერებულიყავით და დამატებით კოტეჯები დაგვედგა. ოთხ წელიწადში უკვე მეოთხე კოტეჯი სრულდება. ყველა დეტალს ვუთანხმებდით ერთმანეთს, ვითვალისწინებდით ერთმანეთის სურვილებს, გემოვნებას და გამოვიდა ის, რაც გამოვიდა. გვინდოდა, ჩვენ მიერ შექმნილ გარემოს დიდი ემოცია, სასიამოვნო განწყობა და აღფრთოვანება გამოეწვია ადამიანებში. ვფიქრობ, გამოგვივიდა.
ინტერიერში ხშირად ვცვლით დეტალებს, ნივთებს, აქსესუარებს. არ გვინდა გარემო ერთფეროვანი და მოსაწყენი იყოს. ესეც თავისებურად დადებით გავლენას ახდენს მასზე, რადგან დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
- ორივეს ძალიან გიტაცებთ მოგზაურობა და ძალიან ბევრს მოგზაურობთ. რა ფაქტორებმა განაპირობეს თქვენი მოგზაურობის მიმართ ასეთი დამოკიდებულება?
მირანდუხტი:
- მეცხრე კლასში ვიყავით, როცა პირველად ვიმოგზაურეთ. საქართველოში რამდენიმე ტბა დავლაშქრეთ, თუმცა ეს იყო ის, რამაც შემდეგში ჩვენი მოგზაურობის სურვილი გაამძაფრა. ამის შემდეგ, როცა უკვე სტუდენტები გავხდით, უფრო მეტი მოვისურვეთ და საქართველოს ფარგლებსაც გავცდით. ავტოსტოპითაც გვიმოგზაურია და ამ დროს ყველაზე მეტ თავგადასავალს და დაუვიწყარ მოგონებებს ვაგროვებდით.
- დღემდე რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?
თამარი:
- ავტოსტოპით ძირითადად მეზობელი ქვეყნები შემოვიარეთ და საკმაოდ დიდ მასშტაბებზე გავედით. მთელ ქვეყანას ვნახულობდით და სამშობლოში სულ სხვა ქვეყნიდან ვბრუნდებოდით. რაც შეეხება უფრო შორეულ მოგზაურობებს, ძირითადად ეგზოტიკური ქვეყნებით გვიტაცებს. ევროპის უამრავ ქვეყანაში ვართ ნამყოფი. სიმართლე გითხრათ, არ დამითვლია.
ნამყოფები ვართ მალაიზიაში, ვიეტნამში, კამბოჯაში, მალდივებზე და სხვ. თითოეულმა ქვეყანამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ასე კონკრეტულად ერთის გამოყოფა მიჭირს, მაგრამ ალბათ მე უფრო ვიეტნამს გამოვარჩევდი, რომელიც მართლაც საოცრებაა. საოცრად ლამაზი ტაძრები აქვთ. მისმა ბუნებამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა რჩევას მისცემდით აზიაში მოგზაუორობის მსურველებს?
- აზიაში განსხვავებული დამოკიდებულებაა ყველაფრის მიმართ. მაგალითად, ჩინეთში რომ ჩახვიდე, იქ სოციალური ქსელი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, იგივე ფეისბუქი, ინსტაგრამი და ა.შ., დახურულია. აქვთ თავიანთი სოციალური ქსელი, რომლებზეც შენ წვდომა არ გაქვს. შესაბამისად უნდა იყო მზად, რომ შესაძლოა ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოჩნდე, შეგექმნას დისკომფორტი.
აზიაში სამოგზაუროდ აუცილებელია აცრა. იქ მრავლად არის უცხო მწერები, კბენის შემთხვევაში კი აცრა გვიცავს სხვადასხვა დაავადების განვითარებისგან. გადაადგილებას რაც შეეხება, მაგალითად ვიეტნამში ისე გადაადგილდებიან, რომ შესაძლოა ძალიან დაიბნე, დაიკარგო, მაგრამ ამასაც თავისი ეგზოტიკა აქვს. იმდენი მოტოციკლი, ველოსიპედი, მანქანა ირევა ერთდროულად ერთმანეთში ვერც მოასწრებ დანახვას, თან როგორ მოძრაობენ და რა სისწრაფით. ყველა ასაკის ადამიანი ზის მოტოციკლზე, 6-7 წლიდან 80 წლამდე, შეიძლება მეტიც.
თუ გინდა, რომ ბიუჯეტურად იმოგზაურო, უნდა გადაადილდე იმ საშუალებებით, რითაც ადგილობრივები გადაადგილდებიან, მაგალითად ტუკტუკით.
აზიაში გამგზავრება ჯდება ძვირი, ამასთან, აზიის ქვეყნებში შესასვლელად საჭიროა ვიზა, თუმცა იქ ცხოვრება, სასტუმრო, კვება შედარებით იაფია, ვიდრე ევროპაში.
- მირანდუხტ, არ შემიძლია არ გკითხოთ თქვენს პირად ცხოვრებაზე. გყავთ უცხოელი მეუღლე. მოუყევით ჩვენს მკითხველს, როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე და როგორ გთხოვათ ხელი?
- შეტყობინება მივიღეთ – „ერთ ნომერს დამიჯავშნით?“ ჯავშნებს გადავხედე და თავისუფალი თარიღები აღმოგვაჩნდა, ამიტომ ჯავშანიც მივიღე. დანიშნულ დროს სტუმარიც ჩამოვიდა. „ლუის მარკესზე ნომერია დაჯავნილი, ვენესუელადან“, თქვა და თითქოს ამ სიტყვების თქმისთანავე სიყვარული შემოიტანა ჩემში. ორი კვირით იყო ჩამოსული, საქართველოს დათვალიერება უნდოდა და მთელი ორი კვირა ჩვენთან დარჩა, არსად აღარ წასულა. გამგზავრების შემდეგ ხშირად მწერდა და ურთიერთობა გავაგრძელეთ.ბევრი რომ აღარ ვისაუბრო, ყველაფერი ვენესუელური სერიალივით განვითარდა... ერთ დღესაც მეილზე მივიღე შეტყობინება – „ძვირფასო მირანდუხტ, მსურს შენთან ერთად ორი კვირა გავატარო მალდივებზე“. წერილს თან ერთვოდა ორი ბილეთიც. ვერ აგიწერთ, ისე გამიხარდა. რვასაათიანი ფრენის შემდეგ დავფრინდით მალდივებზე, ერთ ძალიან პატარა კუნძულზე, რომელზეც მხოლოდ აეროპორტია განთავსებული.
სასტუმრო 10 დღით გვქონდა დაჯავშნილი. ერთ დღესაც მკითხა, შუა ოკეანეში გავალთ ჩასაყვინთად და ხომ არ გეშინიაო. არა! – ისეთი თავდაჯერებით ვუპასუხე, საკუთარ თავსაც ლამის დავაჯერე, რომ გამოცდილი მყვინთავი ვიყავი. მივდივართ და მივაპობთ ბობოქარ ტალღებს ინდოეთის ოკეანეში. შემმოსეს აღჭურვილობით და გადახტიო, მითხრეს, მეც თავდაჯერებულობა არ დავკარგე და ჩავხტი. ცოტა ბრაზმორეული ვბუზღუნებდი გულში – როგორ ჩამიშვა უცხო ბიჭთან ერთად ჩასაყვინთად თავის გარეშე-მეთქი.
ფიქრებში გართულმა ინსტრუქტორთან ერთად 10 მეტრ სიღრმეზე ჩავყვინთე. წყალქვეშ არსებული სამყარო შეუდარებელია, თითოეული იქ მყოფი მცენარისაც კი ზედმეტად მშურდა. ახლა აქეთ წავიდეთო, ხელით მანიშნა ინსტრუქტორმა. და მე, ჯერ კიდევ ლუისზე მობუზღუნე, თუ როგორ მიმატოვა შუა ოკეანეში ინსტრუქტორთან ერთად, შევტრიალდი და წამიერად ჩემი ყველა სიტყვა უკან წავიღე! „ცოლად გამომყვები?" – ქართულად დაწერილი, წყალგამძლე ქსოვილი გამიშალა ოკეანის ფსკერზე და ბეჭედიც ისეთი ლამაზი გამიკეთა, წყალქვეშა სამყაროც კი მონუსხა მისმა სილამაზემ. ლოგიკურია – ხმა ვერ ამოვიღე, მაგრამ „კის" გარდა სხვა სიტყვაზე არც კი ვფიქრობდი. საოცარი ემოციით დატვირთულმა ამოვყვინთე წყლიდან და ომახიანი „კი“ ხელახლა ვუთხარი. ჩავსხედით კატარღაში და ბედნიერებმა განვაგრძეთ სვლა კუნძულისკენ. ექვს თვეში დავქორწინდით.
მერი ბლიაძე