ქეთევან ბაზიერაშვილმა ცხრა წლის წინ შეიძინა სახლი ანანურში. ამბობს, რომ მანამდე სოფელი არ ჰქონია და არც მიწაზე უმუშავია. ისეთი მონდომებით და ენთუზიაზმით უვლის თავის კარ-მიდამოს და ისე ალამაზებს, რომ ყველა მნახველი აღფრთოვანებული რჩება. მისი სახლის, სათავსოსა და ავტოფარეხის კედლები ფერადია და მოხატული. ძალიან უყვარს კატები და არც მათ აკლებს ზრუნვას. სხვისი კატებიც ხშირად სტუმრობენ, ისიც ყველას ეფერება. სამი კუ ჰყავს, სამივეს სახელები დაარქვა: ტორტილა, კუკური და გენო. ბოლო დროს, ძველმა ნივთებმა და ძველი ფილმების ყურებამ გაიტაცა. ფარეხში რეტრო-ოთახი მოაწყო, სადაც
რას არ ნახავთ: საბეჭდ მანქანას, ნავთქურას, სკოლის ფორმას ყელსახვევით, ვინილის ფირფიტებს, ციგურებს, ლამფას, ტელეფონს, რადიოს, უთოს...
- ქეთი, ანანურზე რატომ შეაჩერე არჩევანი?
- ჩემს მეგობარს, მარინა ავალიანს აქვს ანანურში აგარაკი. მასთან სტუმრად ვიყავი და იმდენად მოვიხიბლე, რომ მაშინ გადავწყვიტე, მეც აქ შემეძინა სახლი, მით უმეტეს, კარგა ხანია ამაზე ვფიქრობდი. კავშირი ბუნებასთან ძალიან მიზიდავს. ეზოში ხეხილი იდგა, ბევრი არაფერი მიმიმატებია. ძირითადად, ყვავილების დარგვა და ბაღის დეკორზე ზრუნვა დავიწყე. პირველად დავრგე ვარდები და რამდენიმე სახეობის ყვავილი. საერთოდ, ყველანაირი ყვავილი მიყვარს, განსაკუთრებით, შემოდგომის და ფერადი ყვავილები (იასამნისფერი, ხასხასა ყვითელი, ჟოლოსფერი). ჩემი ბაღის სექტემბერა როცა ყვავის, ასე ვამბობ: სექტემბერა სექტემბრობს! კარგად გაიხარა წითელმა ჰიბისკუსმა, დიდი ზომის ყვავილები აქვს. სხვა ფერებიც არსებობს, თუმცა მე მხოლოდ წითელი მაქვს.
ნაძვის პატარა ნერგი ჩემმა ახლობელმა მაჩუქა, უკვე გაიზარდა, ნაძვს ცისია დავარქვი. ჩემთან თითქმის ყველა მცენარესა და ცხოველს თავისი სახელი აქვს. პოლონურ ნაძვს „პანი მონიკას“ ვეძახი, ქართულ ფიჭვს ჯუმბერი ჰქვია. ფიჭვები თავის დროზე პატრიარქმა დაარიგა, მე ერთი ნერგი მაჩუქეს. ბაღის ბოლოს შინდებია ჩამწკვრივებული. მათგან ერთი, ყველაზე კარგად ისხამს და ძალიან ლამაზია. მისი შემხედვარე მახსენდება ხოლმე „აგვისტოა და ორღობეში იცინის, იცინის შინდი“ - ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსია.
- სახლის გარე კედლები ვინ მოხატა?
- ჩემმა ბიძაშვილმა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ქალაქის - ამსტერდამის ხედები დახატა. სხვათა შორის, მე არ მითქვამს, თვითონ გადაწყვიტა - დაგიხატავო. რამდენიმე ნახატი ჩემმა შვილიშვილმა შეასრულა, როცა პატარა იყო. ჩიტებისთვის პატარა სახლები ვიყიდე და კედლებზე დავამაგრე. თუმცა იშვიათად მოდიან, ალბათ, კატების ეშინიათ. მექანიკურ ზარს ვეძებდი და ვერ ვიშოვე. ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, ველოსიპედის ზარი გიყიდეო და შესასვლელ კართან ჩამოჰკიდა. პატარა ფირფიტა, რომლის ერთ მხარეს „open“ წერია და მეორეზე - „close“, კარზე დავკიდე. თუ სახლში არ ვარ, სტუმარს შესაბამისი წარწერა მიანიშნებს.
- ახლა იქ გადავიდეთ, სადაც ძველი ნივთებს ერთად მოუყარე თავი.
- რეტრო-ოთახი დავარქვი, იქ ბევრი ჩემი ნივთია, ნაწილი მაჩუქეს. დროდადრო რაღაცას ვამატებ ხოლმე, ძირითადად მშრალ ხიდზე ვყიდულობ. ყველაზე ძველი ნივთია სპილენძის ქაფქირი და კოვზი. კედლის ცენტრში დავკიდე ბებიაჩემის დედის, სოფიო ინაშვილის უზარმაზარი ფოტო, არ გამიდიდებია, ამ ზომისა იყო. ქიმიკოსი ვარ და კარადაში ქიმიური ჭურჭელიც დავალაგე. კაბები ჩემი და ჩემი შვილისაა. თოჯინა მარია ჩემს გოგონას ვუყიდე გერმანიაში, როცა პატარა იყო. განათებისთვის, 30 წლის წინ ნაყიდი წითელი, სფეროს ფორმის ჭაღი გამოვიყენე. ბიძაჩემი ირაკლი ინაშვილი მხატვარი იყო და ჭედური ნამუშევარი მისია - ფიროსმანის ნახატის „წყალზე მიმავალი ბავშვებიანი დედაკაცის“ ანალოგიით შექმნა.
ფარეხის კედლებზე მივაწერე ცნობილი ადამიანების გამონათქვამები - „მოგზაურობა ანგრევს სტერეოტიპებს“ (მარკ ტვენი); ბერნარდ შოუ წერს კატების შესახებ - „ადამიანის ინტელექტი განისაზღვრება მისი დამოკიდებულებით კატების მიმართ“; დავით-დეფი გოგიბედაშვილის სიტყვებია - „განათლება გვანიჭებს თავისუფლებას“. რეტრო-ოთახში მეგობრები ვსხდებით ხოლმე და ყავას მივირთმევთ. ჭურჭელიც აქვე მაქვს, წინ და უკან რომ არ ვირბინო.
- თუ არის ისეთი ნივთი, რომელსაც დიდხანს ეძებდი?
- ბავშვობაში გვქონდა ულამაზესი ჩინური შირმა, რომელიც ვეღარ მოვიძიე, შეიძლება ჩემი ოჯახის წევრებმა გადააგდეს. ძალიან ხშირად მახსენდებოდა ის შირმა და ვფიქრობდი, სად შეიძლებოდა მეყიდა? ბოლოს მივაგენი... კიდევ ერთი ძველი ნივთი მაგონებს ჩემს ბავშვობას. კომუნისტების დროს, სტერეოტიპების ხანა იყო და გობელენი თითქმის ყველა საბჭოთა ოჯახში ეკიდა. მეც ძალიან მიყვარდა ჩვენი ლამაზი გობელენი, რომელსაც ანანურში მივუჩინე ადგილი. მასზე გამოსახულია ცხენები ეტლით, სასახლე, ხიდი...მახსოვს, გობელენის წინ ვდგებოდი ხოლმე, ვუყურებდი და ვფანტაზიორობდი.
- ეზოს სხვადასხვა კუთხეში მოწყობილი კომპოზიციები გულგრილს არავის დატოვებს.
-„ძველი ფეხსაცმელი“ ჰქვია ვან გოგის ერთ-ერთ სურათს და მისი ინსპირაციით გავაკეთე ერთი კომპოზიცია. სხვა კომპოზიციებისთვის გამოვიყენე ძველი ჩემოდანი, უნიტაზი, ჩაიდანი, მინი ღობე-დეკორაციები, ქვებისგან მოწყობილი საყვავილეები, გადაჭრილი ხეები, საბურავები... ვარდების (5 ფერის ვარდია) ხეივანი გავაკეთე, წელს უკვე დაიყვავილა და მომავალ წელს სულ გადაიხურება ვარდებით. ქვის მაგიდა დავდგი, ორიგინალური ფორმა აქვს და ამიტომ მომეწონა, სექტემბერას კუთხე ცალკე მოვაწყე, გავაკეთებინე სპეციალური სკამი - პერსონალურად ორი ადამიანისთვის. სულ სიახლეებზე ვფიქრობ.
- რა ემოციები გაქვს, როცა ამ სილამაზეს უყურებ, ან როცა აღფრთოვანებულ ადამიანებს უსმენ?
- ძალიან ბედნიერი ვარ და საოცრად კარგ გუნება-განწყობაზე ვდგები. ერთმა ცნობილმა დიზაინერმა, რომელიც სტუმრად მოვიდა, მითხრა: როგორ მომწონს ყველაფერი, მხატვარი ხომ არ ხართო?.. სხვათა შორის, ამას ბევრი მეკითხება. რა თქმა უნდა, ძალიან მსიამოვნებს, როცა მოსწონთ ჩემი ნახელავი, ეს სტიმულსაც მაძლევს. იდეები მაქვს, მინდა პატარა შადრევანი გავაკეთო სახლის შემოსასვლელში და ეზოში დეკორატიული კუთხეები მოვაწყო. აქ თითქოს ენერგიაც მემატება, სამსახურში დღეებს ვითვლი, რომ პარასკევი დადგეს და ანანურში გამოვიქცე. ჩემი ადგილი მოვნახე, აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ.
ნანული ზოტიკიშვილი