"ასეთი სახლის რემონტში ახლობელს 23 ათასი მოსთხოვეს... კედლისთვის შპალერზე ბიუჯეტური რამ მოვიფიქრე " - როგორ აქცია პედაგოგმა ძველი სახლი ულამაზეს ოდად

"ასე­თი სახ­ლის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ახ­ლო­ბელს 23 ათა­სი ლარი მოს­თხო­ვეს, სა­დაც არა­ნა­ი­რი მა­სა­ლე­ბის ხარ­ჯი არ შე­დი­ო­და" - ამ­ბობს ინ­გლი­სუ­რი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი, დი­ზა­ი­ნე­რი რუსო სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე
იგი ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, ჰყავს ოჯა­ხი, ორი შვი­ლი... ერთ დღეს წი­ნაპ­რე­ბის აშე­ნე­ბუ­ლი მოჰ­ყვა... ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ რუსო სუ­ლაქ­ვე­ლი­ძეს თა­ვად ვე­სა­უბ­რეთ...

- არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქონ­და, ჩემი ხე­ლით არა­სო­დეს გა­მი­კე­თე­ბია რამე. ვხე­დავ­დი ჩემს მე­უღ­ლეს რო­გორ არე­მონ­ტებ­და და თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა ამ გზით მი­ვი­ღე. ძა­ლი­ან რომ მო­ვინ­დო­მე, გა­მო­მი­ვი­და, თან ჩემი მე­უღ­ლის იმე­დი ყო­ველ­თვის მქონ­და რომ ყვე­ლა­ფერს მირ­ჩევ­და, და­მაკ­ვა­ლი­ა­ნებ­და...

- სახ­ლი სად მდე­ბა­რე­ობს?


- წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ პატ­რი­კეთ­ში. დე­და­ჩე­მის წი­ნაპ­რე­ბის აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლია. ბავ­შვო­ბა­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ხში­რად ჩავ­დი­ო­დით, სახ­ლი ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. შემ­დეგ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მდგმუ­რებ­მა მი­იყ­ვა­ნეს.

- გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი გქონ­დათ?

- დიახ, რად­გან ქუ­თა­ის­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს, ათი წუ­თის სა­ვალ­ზეა, მი­ყო­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე მდგმუ­რი გვყავ­და, ისე გა­მო­ვი­და, თა­ვის ნე­ბა­ზე იყ­ვნენ და სახ­ლი ასეთ დღე­ში ჩა­აგ­დეს. შე­შას სახ­ლში ჩე­ხავ­დნენ, ია­ტაკს უმ­ძი­მე­სი კვა­ლი ეტყო­ბო­და. ღუ­მე­ლის მი­ლე­ბი სა­დაც უნ­დო­დათ იქ გაჰ­ყავ­დათ, ფან­ჯრე­ბი, მი­ნე­ბი სა­შინ­ლად იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სახ­ლს ბოლო მო­უ­ღეს. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება