თუ აგარაკზე ფარდა მხოლოდ უცხო თვალისგან დასაცავად არ გჭირდებათ და გინდათ იყოს ლამაზი და ელეგანტური, ასევე მარტივად გქონდეთ წვდომა ფანჯრის რაფასთანაც, გირჩევთ შეარჩიოთ რომაული სტილის ფარდა.
ფარდა-კაფე აგარაკის სახლის ფანჯრისთვის ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტია არა მხოლოდ სამზარეულოში, სხვა ოთახებშიც, განსაკუთრებით აბაზანაში. ეს მარტივი და ლაკონური გადაწყვეტილება ძალიან კომფორტულია. ის ძალიან უხდება ქანთრის, პროვანსის და შები-შიკის სტილს. როდესაც საუბარია სამზარეულოზე, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ შემთხვევაში ფერი მადაზეც მოქმედებს, მაგალითად, ცისფერი და ლურჯი მადას ამცირებს, აი, ფორთოხლისფერი და ატმისფერი პირიქით, აღვიძებს.
მსგავსი სტილის
რაც შეეხება ქსოვილს, თუ რომელი ქსოვილით არის შესაძლებელი მსგავსი ტიპის ფარდის შეკერვა, გეტყვით, რომ ამ მხრივ შეზღუდვა თითქმის არ არსებობს. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტილო, ისე მაგალითად ჩითი და წული. ეს გემოვნების საკითხია, მთავარია, რომ ქსოვილი ადვილად ირეცხებოდეს და მოხმარების დროს მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს. ასეთი ფარდის ყიდვა მაღაზიაში თითქმის შეუძლებელია, უმჯობესი იქნება თავად შეკეროთ ან შეუკვეთოთ თქვენი ფანჯრის შესაფერისი ზომის.