ბევრს უყვარს აგარაკზე, საკუთარ სახლში ფუსფუსი და საკუთარი ხელით რაღაცების გაკეთება. ხე ძალიან კეთილშობილი მასალაა, რომელიც ბევრი რამის გაკეთების საშუალებას იძლევა. რამდენიმე იდეას გთავაზობთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი საკუთარი ხელით ხის ტოტებისგან თუ ფიცრებისგან.
საკიდი შემოსასვლელისთვის
ერთ დაფად შეკრული რამდენიმე ხის ფიცარი შესანიშნავ საკიდად შეიძლება იქცეს, რომელიც ნებისმიერი აგარაკის სახლის შესასვლელს დაამშვენებს.
ასეთი ქმნილება ერთდროულად ორ ფუნქციასაც ასრულებს - ერთგვარი პანოც არის კედლისთვის და ამავდროულად საკიდის ფუნქციასაც ითავსებს.
ჩაის ან ყავის მაგიდა
ძველი ხის კუნძი შესაძლოა აქციოთ ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად, დიზაინერულ, საავტორო ნამუშევრად,
შეგიძლიათ გააკეთოთ პატარა მაგიდა ჩაისთვის ან ყავისთვის.
ბოსტნეულის შესანახი
ეს კი ბოსტნეულის შესანახი მობილური ვარიანტია, რომელიც ხის ყუთებისგან არის გაკეთებული. ასეთი ყუთები ბაზარში ან მაღაზიებში უამრავია. მათ უბრალოდ ყრიან ხოლმე.
ჭიქების ორგანაიზერი
უმარტივესია - ერთი უბრალო ხის ფიცარი და ჩვეულებრივი საკიდები და ჭიქების ორგანაიზერიც მზად არის.
სპირალისებური კლუმბი
მორჩენილი ხის მასალებისგან აგარაკის ბაღისთვის შესანიშნავი კლუმბის დამზადებაა შესაძლებელია, მაგალითად აი, ასეთი სპირალისებური კლუმბი ძალიან ეფექტური და ლამაზია.
ორიგინალური შედევრი
ესეც საკიდია, ოღონდ ამ შემთხვევაში დამზადებული არა ფიცრისგან, არამედ ხის ტოტებისგან, ეს უფრო ორიგინალური და დახვეწილი დიზაინის ნივთია, რომელიც ასევე ძალიან მოუხდება შესასვლელს.
მაგიდის სანათი
მაგიდის ასეთი სანათის დამზადება ხის ტოტებისგან თავისუფლად შეგიძლიათ დაავალოთ ბავშვებს, თან გაერთობიან და თან, შედეგად, შესანიშნავ სანათს მიიღებენ.
ბაღის სკამი
მსგავსი სკამის დასამზადებლად კი კარგი ელექტროხერხი და მარჯვე ხელები დაგჭირდებათ, სხვა სირთულე აქ არაფერია.
სარკის ჩარჩო
ასეთი ჩარჩოს დამზადება სარკისთვის ხის ტოტებისგანაც არის შესაძლებელი და ზღვის სანაპიროზე ნაპოვნის ხის ნაფოტებისგანაც.