აგარაკის სახლის მფლობელებისთვის ტერასა შეიძლება იქცეს სახლის ყველაზე საყვარელ ლოკაციად. ეს ის ადგილია, სადაც ადამიანს თავისუფლად შეუძლია გაერთოს, დაისვენოს, დაკავდეს საყვარელი საქმიანობით, მიირთვას ფინჯანი ყავა, გაუმასპინძლდეს სტუმრებს და. ა.შ.
შემოგთავაზებთ ტერასის მოწყობის რამდენიმე საინტერესო იდეას.
სრულფასოვანი სასადილო ზონა
იმ შემთხვევაში, თუ ტერასა სამზარეულოსგან ძალიან მოშორებით არ არის განთავსებული, შეგიძლიათ მოაწყოთ სრულფასოვანი სასადილო ზონა ოჯახური ტრაპეზისთვის და ასევე სტუმრების მისაღებად. ეს მოგცემთ საშუალებას, გააფართოოთ სამზარეულოს საზღვრები და რაც ყველაზე მთავარია, მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე. ეცადეთ ტერასისთვის შეარჩიოთ კომპაქტური და მაქსიმალურად
ფუნქციონალური ავეჯი. თუ სივრცე მოგცემთ საშუალებას ტერასაზე, გარდა მაგიდისა შეგიძლიათ მოათავსოთ ჭურჭლის კარადა და სხვა აქსესუარებიც.
სივრცე ხელოვნებისთვის
ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანი გატაცებულია ან დაკავებულია ხელოვნებით, ფერწერით, ქმნის რამეს და სახლში არ აქვს სათანადო სამუშაო პირობები. შეგიძლიათ სასარგებლო შეუთავსოთ სასიამოვნოს და ტერასაზე მოაწყოთ შემოქმედებითი კუთხე, სადაც დაიხარჯებით ხოლმე.
დასასვენებელი კუთხე
საძინებლის მახლობლად მდებარე ტერასა კი კომფორტის, დასასვენებელ ზონად შეგიძლიათ აქციოთ, სადაც ზაფხულის ცხელი საღამოების გრილად გატარებას შეძლებთ საყვარელ ადამიანებთან ერთად. კომპოზიციას, სრული კომფორტისთვის და სიმყუდროვისთვის, შეგიძლიათ დაუმატოთ საქანელა სავარძელი.
სათამაშო ზონა ბავშვებისთვის
ყველა მშობელს უნდა, რომ მისმა შვილმა, განსაკუთრებით ზაფხულში, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს სიფთა ჰაერზე. საუკეთესო გამოსავალი იქნება სათამაშო ზონის მოწყობა ტერასაზე, სადაც, გარწმუნებთ, ბავშვი ბევრი ხვეწნის გარეშე, საკუთარი სურვილით გაატარებს თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს.