ვაშლის ხეები, ალუბალი და გვირილები მშვენიერია, მაგრამ არც ისე ორიგინალური. თუ თქვენ ყოველთვის ოცნებობდით გქონოდათ ისეთი აგარაკი, როგორიც ჟურნალების ფურცლებზე გინახავთ, გთავაზობთ რამდენიმე უნივერსალურ იდეას.
ქვების ბაღი
სტილი მათთვის, ვის ნაკვეთზეც არაფერი იზრდება. ბუდისტი ბერების აზრით, დალაგებული ლამაზი ქვები ხელს უწყობს დაფიქრებას და სიმშვიდეს. ერთის მხრივ, ასეთი ბაღი არ საჭიროებს დიდ ზრუნვას, მეორეს მხრივ, ქვებს, როგორც უსასრულობისა და მარადიულობის განსახიერებას, სათანადოდ განლაგების შემთხვევაში, შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ტერიტორია, მისცეს მას აღმოსავლური დახვეწილობა
და გახადოს ლანდშაფტი უფრო მრავალფეროვანი.
ბაღი სულისთვის
თუ სტრესითა და ცხოვრებისეული პრობლემებით ხართ მოცული, მაშინ დასასვენებლად საუკეთესო ადგილი შეიძლება იყოს სურნელოვანი ყვავილების და მწვანილის ბაღი. მთავარი წესი ის არის, რომ ყველა მცენარეს უნდა ჰქონდეს სასიამოვნო სურნელი. შეარჩიეთ მწვანილი, რომელსაც ხშირად ხედავთ სამზარეულოში, როგორც მზა სანელებლები, როგორიცაა რეჰანი, პიტნა, ტარხუნა ეს მცენარეები გაგაოცებთ თავისი სიმწვანითა და არომატით, ხოლო წლის დანარჩენ დროს - სასიამოვნო გემოთი და თბილი საღამოების მოგონებებით.
ყვავილებისთვის პრინციპი იგივეა. გარდენია და კლემატისი მთელ ტერიტორიაზე გაავრცელებს ტკბილ, ოდნავ შაქრიან სურნელს, რომელიც მოგაგონებთ სამხრეთს. ვარდი ახალი და დახვეწილია, იასამნისფერი ნოსტალგიურად თბილია, უპრეტენზიო მიხაკი კი სუფთა და დახვეწილი. არომატებზე აგებული ბაღი თავს ნამდვილ პარფიუმერად გაგრძნობინებთ და სიმშვიდისა და დასვენების შესანიშნავ ატმოსფეროს შეგიქმნით.
ფრანგული ბაღი
ბაღის ფრანგულად მოწყობა არც ისე ადვილი იქნება, მაგრამ ნამდვილად ღირს. ფრანგული ბაღი არის მოწესრიგებული ლაბირინთები, ჭრელი რკინის სკამები და სიმეტრია. დარგეთ ყვავილები ბაღის პერიმეტრის გარშემო, გააკეთეთ ხეების ხეივნები ან დარგეთ ბუჩქები ბილიკების გასწვრივ.
ჩინური ბაღი
ამაღლებულ ადგილას დარგეთ ბუჩქები, დაბლობში კი - ხეები. თუ თქვენ ყოველთვის ოცნებობდით, რომ გქონოდათ აუზი აგარაკზე, მაშინ ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ჩინურ ბაღში. მთავარია, მას ჰქონდეს ბუნებრივი ფორმა. შგიძლიათ გააკეთოთ ირგვლივ პატარა ხიდები, რომლის ქვეშ, სხვათა შორის, მდინარე არ უნდა იყოს, ქვები, სკამები, მოჩუქურთმებული ფარნები.
ქანთრი
ბაღის დიზაინის ყველაზე თავისუფალი და მარტივი სტილი. მაღალი მზესუმზირა, ძველი სარწყავი ურნები და თაიგულები, როგორც დეკორატიული ელემენტი, ბევრი ხე და ბოსტანი - ლამაზი, პრაქტიკული და ყოველგვარი განსაკუთრებული ყვავილების გარეშე.