ლიკა მძელურმა მეუღლესთან, ზაზა ჩაგელიშვილათან ერთად საოცარი ბაღი გააშენა წეროვანში. გარდა ყვავილების მომრავლებისა, ცოლ-ქმარმა დეკორაციების კეთებაც დაიწყო და შემოქმედება და მცენარეების სიყვარული ერთ სივრცეში გააერთიანა. ასე იქცა პანდემიის დროს დაწყებული გატაცება ცხოვრებისულ მოთხოვნილებად.
- ორი პროფესია მაქვს - ვარ პედაგოგი და აგრონომი. უკვე რვა წელია პედაგოგიური საქმიანობა შევწყვიტე. 17 წლის განმავლობაში ვმუშაობდი მასწავლებლად, სასწავლო ნაწილად, დირექტორად. ამჟამად ვმუშაობ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში, მეაბრეშუმეობის ლაბორატორიის სპეციალისტი გახლავართ. ამ კუთხით ვაგრძელებ ჩემს სამეცნიერო საქმიანობას.
ვცხოვრობ მცხეთის რაიონში, წეროვანში. ბაღი ძალიან პატარა ფართობზეა
გაშენებული, მაქსიმუმ ორასი კვადრატი იქნება. პატარაა, მაგრამ ჩემვის ყველაფრის მთქმელია.
- როდის და რატომ გადაწყვიტეთ, უბრალო მიწის ნაკვეთი ბაღნარად გექციათ?
- ყველაფერი პანდემიის დროს დაიწყო. გვინდოდა ეზო ყვავილებით გაგველამაზებინა და დავიწყეთ თითო-თითო ყვავილის შეძენა. ზოგჯერ გვჩუქნიდნენ და ასე გაგვიმრავლდა მცენარეები. მაშინ გარეთ გასვლა არ შეგვეძლო და ისე გავაშენეთ ეს ბაღი, ვარც მივხვდით. ვერ გავაცნობიერეთ ისე იქცა ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვან საქმედ. რა თქმა უნდა ცუდი ფაქტი იყო კოვიდ პანდემია, მაგრამ ჩვენთვის ახალი აღმოჩენის დასაწყისად იქცა. სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ აგრონომი ვარ პროფესიით, მიწის დიდი სიყვარული და მუშაობის სურვილი არ მქონია, თუმცა დღესდღეობით ამას ვეღარ ვიტყვი.
- მცენარეების და ყვავილების გარდა ეზოს ამშვენებს დეკორაციები. ვისი ხელითაა შექმნილი?
- მათი შემქმნელი ჩემი მეუღლე, ზაზა გახლავთ. ეს დეკორაციები ყველა ცემენტით არის დამუშავებული. საქეიფო, წყარო, კედლები, პატარა ფიგურები ყველაფერი ხელით არის გაკეთებული, არანაირი ყალიბი არ არის გამოყენებული. მოდის მუზა და კეთდება.
- მუშაობის პროცესში ისწავლა თუ ჰქონდა გამოცდილება?
- არანაირი გამოცდილება არ გვქონია, არც ჩემს მეუღლეს და არც მე. როგორც თავად ამბობს, არასოდეს უფიქრია და აზრადაც არ მოსვლია მსგავსი რამის კეთება. თავიდან რამდენიმე ქოთანი გავაკეთეთ ერთად, შემდეგ თანდათან დაიწყო უფრო რთული ნაკეთობების კეთება. პროცესიდან პროცესამდე მოდიოდა მუზა და გამოცდილება. მე კი მისი ე.წ „დაქირავებული მხატვარი“ ვარ (იღიმის). ერთმანეთის წაქეზებით, მხარში დგომით გამოგვივიდა ის, რასაც ახლა ხედავთ. არასოდეს არაფერი დამიხატავს, ახლა ამ ფერების შეზავება მე მევალება. შექმნის ზაზა დეკორაციას და ფერები, რას რა უხდება, სად რა იქნება ლამაზი, ამას მე ვწყვეტ. ასე შეხმატკბილებულად ვმუშაობთ. არც ჩემი მეუღლეა მოქანდაკე და არც მე ვარ მხატვარი, მაგრამ დღეს ამას დიდი სიყვარულით ვაკეთებთ ჩვენს ეზოში.
- რთული არ იყო ჩანაფიქრების სისრულეში მოყვანა?
- სირთულე ის იყო, რომ თავიდან რაღაცები არ გამოგვდიოდა. წარმოვიდგენდით რა უნდა შეგვექმნა, მაგრამ ისეთი არ გამოდიოდა, როგორსაც წარმოსახვაში ვხატავდით. რა თქმა უნდა, რთულია შექმნა, ამოტვიფრო სათითაო დეტალი. ეს ყველაფერი ჯერ შენ უნდა მოგეწონოს და შემდეგ მნიშვნელოვანია, სხვასაც მოაწონო. ამ საქმეში უფალი გვეხმარებოდა, იმ რთულ პერიოდში ღმერთმა გამოგვიჩინა ეს სიბრძნე და შესაძლებლობა. დღემდე არ ვიცი ეს უნარი, ნიჭი მანამდე სად იმალებოდა.
- ბაღის გაშენება უფრო რთულია, თუ შემდეგ მისი მოვლა?
- ორივე ეტაპს ახლავს სირთულეები. ბაღს სულ სჭირდება მოვლა, მოფერება და ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაკავებული ვართ, საღამოს საათებში და დილით ადრიანად, ყოველთვის ვახერხებთ ბაღში გასვლას და მცენარეების მოვლას. უამრავი ყვავილი ბინადრობს ჩვენთან და თითოეულს განსაკუთრებული მოვლა და მოფერება სჭირდება. გვაქვს ვარდის მრავლასახეობები, მარადმწვანე მცენარეები, გვაქვს ძალიან ბევრი ყინვაგამძლე მცენარე და ა.შ. ყოველ წელს ვცდილობთ გადავახალისოთ. ჩვენი ბაღით ვხარობთ ჩვენც და ჩვენი მეგობრებიც.
გვაქვს ხეხილიც, ორი ბალი, ორი ვაშლი, ერთი ლეღვი. მოშორებით გვაქვს ცოტა დიდი ნაკვეთი და გვინდა სანერგე გავაკეთოთ. გარდა ამისა, გვსურს დეკორაციები კიდევ უფრო დავხვეწოთ და მომავალში მეტად საინტერესო გახდეს სხვებისთვისაც.
მერი ბლიაძე