ქართველი დედის მიერ იზოლაციაში მყოფი შვილებისთვის საკუთარი ხელით მოწყობილი ბაღი (ფოტო+ვიდეო)

მადონა ნოზაძე სამი შვილის დედაა. თბილისში საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, მუშაობს და ბავშვებსაც უვლის. პანდემიის პირობებში, ისევე როგორც სხვები, ისიც დროებით აქტიურ ცხოვრებას გამოეთიშა და ბავშვებთან ერთად ქმრის ბებიასთან - გურჯაანში გაემგზავრა. 

სულ მალე, იქ რომ უსაქმოდ არ მჯდარიყო, ბავშვებს რომ არ მოეწყინათ და უფრო სასიამოვნო ყოფილიყო ყველასთვის მუდმივად ეზოში ყოფნა, გადაწყვიტა, იქაურობა გაელამაზებინა. 

გადახედა ინტერნეტსივრცეს, მოიშველია ფანტაზია, მოიმარაგა უამრავი ძველი, გამოუსადეგარი ნივთი - საკუთარი თუ სხვების, და ფაქტობრივად, სულ მარტომ ერთ თვეში ბაღი მოაწყო, სადაც ახლა ყველას სიამოვნებს ყოფნა.
მხოლოდ მძიმე ნივთების გადატანასა და ფილაქნის დაგებაში დაიხმარია მეუღლე, დანარჩენი მარტომ გააკეთა. 

ეზოში ახლა პატარ-პატარა დეკორატიული კუთხეებია, ხარობს მცენარეები - პეტუნიები, ვარდები, მიხაკები, ლილიები. ამბობს, რომ ჯერ კიდევ პროცესშია და კიდევ შემატებს ეზოს ახალ-ახალ დეკორაციებს. 




კომენტარები

ყოჩაღ 2020-05-22 15:27
100 ლაიკი ჩემგან.მონდომება და ფანტაზიის უნარი როცა აქვს ადამიანს და თან დაუზარელი რომ ის ის ყველგან შეიქმნის იდილიას.შემშურდა .
Xato 2020-05-16 06:46
Yochag.magari simyudrovea
წმინდა გაგა 2020-05-15 14:59
კარანტინი რომ დამთავრდება თბილისში გამოიქცევა და ყველაფერს სარეველა გადაუვლის
ლელა 2020-05-15 09:52
სანამ უმრავლესობა ვწუწუნებთ რომ კორონამ ჯოჯოხეთი მოგვიწყო, ამ გოგომ დრო სამოთხის შექმნაში დახარჯა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები