მალე დათბება, აყვავილდება და გამწვანებულ ეზოსა და ბაღში პატარა აუზის თუ გუბურას მოწყობაც მოგვინდება. ვისაც არ აქვს იმის საშუალება, რომ კაპიტალური და დიდი აუზი გააკეთოს, ეს რჩევები სწორედ მისთვისაა.
ჩვენ გთავაზობთ მშვენიერ ფოტოიდეებს, თუ როგორ შეგიძლიათ, ჩვეულებრივი საბურავების, ბორბლების თუ ძველი აბაზანის გამოყენებით ლამაზი და საყვარელი გუბურის გაკეთება, რომელიც თვალსაც გაახარებს და გარშემო ჰაერსაც დაატენიანებს. ასევე შეგიძლიათ მდინარის ქვების გამოყენებას. მცირე წებოცემენტია საკმარისი იმისთვის, რომ ეს ქვები რაიმე ჭურჭელზე, მაგალითად, ძველ დაჟანგულ ვარცლზე მიაწებოთ და პატარა აუზი მოაწყოთ.
კომენტარები