უბრალო, მარტივი და ლამაზი იდეები ბაღის გასაფორმებლად

არ იცით, როგორ გააფორმოთ აგარაკის ბაღი, ზაფხულის ცხელი დღეები მაქსიმალურად კომფორტულად რომ გაატაროთ?
შევეცდებით მოგაწოდოთ ლამაზი, უბრალო და მარტივი იდეები, რომლებიც, დარწმუნებულები ვართ, დაგეხმარებათ.

მოგბეზრდათ ერთფეროვანი დიზაინი, კლუმბები, საბურავებში ჩარგული ყვავილები და პლასტმასის ბოთლები? მაშინ, გამოგვყევით.

არ იცით სად წაიღოთ ეზოდან ქვები? რა პრობლემაა, მოაწყვეთ ქვის ზონა ხის ქვეშ. გამოიყენეთ ფერადი ყვავილები, ცოტა ხავსიც და განუმეორებელი შედეგით გულგრილი არავინ დარჩება.

ხრეშიანი ეზო

დღესდღეობით ხრეშიანი ეზო საკმაოდ აქტუალურია. მსგავსი დიზაინი მხსნელად მოევლინა იმ ადამიანებს, ვისაც დრო არ ყოფნის ფლორისტული შემოქმედებისთვის.

ორიგინალური
კლუმბი საკუთარი ხელით

მშვენიერი იდეაა მშრალი ნიადაგისთვის და არა მარტო მისთვის. სხვადასხვა ფერის ხრეშში ჩაფლულ თიხის ქოთნებში ძალიან ლამაზად გამოიყურება მიხაკი, ნარცისი, ხახვი და ნიორიც კი.

ძველი ჩემოდანი

ძველი ბაღის ურიკა, ვინტაჟური ველოსიპედი ან თუნდაც ძველი ჩემოდანი. რატომაც არა! ვავსებთ მას მიწით და ვრგავთ ყვავილებს.

ნურც მორჩენილი სამშენებლო მასალების გადაყრას იჩქარებთ. ის შესაძლოა ბაღის დიზაინში გამოგადგეთ.

შეგიძლიათ ცემენტით, საკუთარი ხელით გააკეთოთ ბაღის სკულპტურები. ეს რთ-ერთი ახალი ტრენდია.

კლუმბი სეკულენტებისთვის ძალიან ბიუჯეტური და ლამაზი იდეაა. საამისოდ დაგჭირდებათ მხოლოდ ცემენტი, ფორმა (ყველაზე დიდი ხელთათმანი) და სეკულენტები.

ასეთი დაწნული რკალი კი ყველაზე საიმედო და მისაღებია მცენარეებისთვის. მსგავსი კომბინაცია იდეალურია ყვავილების კომპოზიციის შესაქმნელად.
ბაღისთვის ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი ყვავილები, რომელიც ბუნებაში, თავისთავად ყვავიან და ალამაზებენ გარემოს.

ერთი სიტყვით, ნუ გადაყრით ძველ ნივთებს, იქნება ეს სათლი თუ ბიდონი, აუცილებლად მიანიჭეთ მათ მეორე სიცოცხლე, რომელიც, გარწმუნებთ, არანაკლებ საინტერესო იქნება ვიდრე პირველი იყო.

ასეთი ბილიკის გაკეთება ქვებისგან რთული ნამდვილად არ არის, მას საკუთარი ხელითაც თავისუფლად გააკეთებთ და მოიწონებთ თავს.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ხრეშიც.



ასევე ძალიან ტრენდულია ბოლო დროს პატარა ხელოვნური ტბები, რომელიც არც ისე რთუი გასაკეთებელია. არ დაივიწყოთ არც პატარ-პატარ ხიდები, სკამები.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები