ლამაზი ბაღი კუმისში, რომელიც ბევრს აღაფრთოვანებს

მანანა ედიშერაშვილი პროფესიით ეკონომისტია. თუმცა ამჟამად დიასახლისია და მთელ დროს თავისი ეზოს მოვლა-გალამაზებას უთმობს. 

- კუმისშივ ცხოვრობ და აქვე მაქვს პატარა ბოსტანი, სადაც მომყავს ყველანაირი ბოსტნეული და მწვანილეული. მომყავს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი შხამქიმიკატების გარეშე, მყავს მრავალრიცხოვანი ოჯახი, შვილები, შვილიშვილები და ვცდილობ ნატურალური პროდუქტით გავუმასპინძლდე.

- როგორ უვლით ბაღს, რა დროს უთმობთ? თუ გაქვთ მოვლის რაიმე განსაკუთრებული მეთოდი?
- ყოველდღე ვრწყავ ყვავილებსაც და ბოსტანსაც. უკეთესია საღამოს მორწყვა. ძირითადად დილით და საღამოს ვუთმობ დროს მოვლა-პატრონობას. ერთგვარი რიტუალივით მაქვს, დილით ადრე რომ ავდგები, მთელ ეზოს უნდა შემოვუარო და ყველა ყვავილს მოვეფერო და ვნახო, რამე ხო არ სჭირდებათ,
შემდეგ საოჯახო საქმეებს მივხედავ.

არაფერი განსაკუთრებული მეთოდი არ მაქვს, მთავარი საიდუმლო მათ მიმართ სიყვარულშია.


- რა ტიპის მცენარეები გაქვთ?
- თითქმის ყველა სახის მცენარე მაქვს, კაკტუსებით დაწყებული ერთწლიანი თუ მრავალწლიანი მცენარეებით დამთავრებული. ზამთარში ცოტა რთულია მოვლა, თუ არ არის კარგი პირობები, ვგულისხმობ ორანჟერიას, იქ შედარებით უკეთესად გამოიზამთრებენ. ამიტომ ვცდილობ ისეთი მცენარეები მყავდეს, რომლებიც ადვილად გადაიტანენ ზამთარს.










კომენტარები

მიკა 2022-02-18 21:42
ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ფინანსებია. ამაზე დიდი ეზო მაქვს საოცარი ხედით მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვახერხებ
მაკა 2021-07-04 05:45
საოცარი სილამასეა , მაგრამ არანაკლებად გამაოცა ამ 2 მა კომენტარმა.
მარია 2021-06-27 18:38
კუმისში წყალი არ არის და გადამწვანებული გაქვთ ყველაფერი, ყველაფერს წყალიუნდა, ისე რაც არ უნდა აშენო არაფერი მოგივა.
teo 2021-06-23 08:38
მარტო სიყვარულით ფულის გარეშე ბაღები არ შენდება!!!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები