დაგვეთანხმებით, ალბათ, რომ ზაფხულში საკუთარ აგარაკზე საკუთარი ხელით რამის გეკეთებას არაფერი სჯობს. შიშობთ, რომ მასალები საქმაოდ ძვირი ღირს და ამა თუ იმ საქმეს მარტო ვერ შეეჭიდებით? როგორც ვიცით, გამოსავლი ყოველთვის არსებობს და ამჯერად ამ გამოსავალს ჩვენ შემოგთავაზებ, გაგიზიარებთ რა ეკოლოგიურად სუფთა, უმარტივეს, პრაქტიკულად უფასო მასალისგან დამზადებულ მაგალითებს.
ხის პალეტების შოვნა არ უნდა გაგიჭირდეთ, მას ძალიან ბევრი ადამიანი ნაგავსაყრელზე აგზავნის, შეგიძლიათ თხოვოთ და მოგცემენ, ან ახლომდებარე მაღაზიას მიმართეთ თხოვნით, არც იქ გეტყვიან უარს, თუ არადა სიმბოლურ თანხად მაინც შეძლებთ შეძენას, ერთი
აი, რისი გაკეთება შეგიძლიათ აღნიშნული პალეტებით. გადახედეთ ფოტოებს და თავად მიიღეთ გადაწყვეტილება, ღირს კი ამის გამო თავის შეწუხება? ვფიქრობთ, ნამდვილად ღირს.
ვერტიკალური ბაღი
მოიძიეთ შესაბამისი პადონი, დაამუშავეთ სათანდოდ ფიცარი, დაზიანებული რომ არ იყოს და მოათავსეთ მასში ყვავილები. ძალიან ეფექტურად გამოიყურება ამ ვერსიაში სეკულენტები.
დასაკიდი საწოლი
ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ სათანადო ზომის პალეტი, დრელი, მატრასი და სქელი ჯაჭვი ან თოკი. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გაამაგროთ ფიცრებით. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ წვიმის დროს თოკი შეიძლება დასველდეს, დალპეს და საბოლოოდ გაწყდეს.
ბარი ეზოში
გააკეთეთ ერთიანი კონსტრუქცია ოთხი პალეტისგან და გადაღებოთ თქვენთვის სასურველ ფერებში, ან არ გადაღებოთ. ეს აბსოლუტურად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
ჟურნალის მაგიდა
დაამუშავეთ პალეტის ფიცარი, დაგრუნტეთ და გადაღებეთ. გააფორმეთ შუშით და ულამაზესი ჟურნალის მაგიდა მზად არის.
ბაღის ბილიკი
თუ პალეტებს დაშლით, სათითაო ფიცრებით ძალიან ორიგინალური ბილიკის გაკეთებაა შესაძლებელი, რომელიც ნებისმიერ ბაღს დაამშვენებს.
ავეჯი ვერანდისთვის
პალეტებისგან შეგიძლიათ გააკეთოთ ავეჯი, თუ მას ისე ააწყობთ, როგორც კონსტრუქტორს. უბრალოდ შეაერთეთ ისინი ერთმანეთთან , დააფიქსირეთ და ზემოდან დაალაგეთ რბილი ბალიშები.
ღობე
დაშლილი პალეტებისგან ასევე შესაძლებელია ძალიან ლამაზი და ორიგინალური ღობის გაკეთება. ეს რთული სულაც არ არის.
ძაღლის საწოლი
ჩვენი ოთხფეხა მეგობრებიც იმსახურებენ ყურადღებასა და კომფორტს. ჰოდა, მხოლოდ ერთი პალეტისგან აი, ასეთი მშვენიერი საწოლის გაკეთება შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ძაღლისთვის.
ბოსტნეულის და ხილის შესანახი ყუთი
ასეთი შესანახი ყუთი ძალიან კომფორტულია ხილისა და ბოსტნეულისთვის, ჰაერსაც ატარებს და კარგადაც გამოიყურება.
ნახატები
და ბოლოს, ხის პალეტი შეგიძლიათ აქციოთ ტილოთ და მასზე ხატოთ, ეს ძალიან ლამაზია. მსგავსი ტიპის დეკორი ძალიან მოუხდება ნებისმიერ ვერანდას.