ზვიად კუპატაძე წლების განმავლობაში შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და ხშირად ოჯახისგან მოშორებით უწევდა ცხოვრება. მას მერე კი, რაც სამხედრო სამსახურიდან წამოვიდა, დროს მთლიანად ოჯახთან ატარებს და დაკარგული წლების კომპენსაციას ცდილობს. თბილისთან ახლოს, ბროწელაში ნაკვეთი შეიძინა და საკმაოდ დიდ მეურნეობას ჩაუყარა საფუძველი. საკუთარი ხელით ააშენა სახლი, გაარემონტა, გააშენა ბაღ-ბოსტანი, გააკეთა ტბაც კი და დროის დიდ ნაწილს სწორედ ამ საოცარ ადგილას ატარებს. ბატონ ზვიადს და მის ცოლ-შვილს, რომელიც მას მუდამ მხარში უდგას, ბროწეულაში საკუთარ აგარაკზე ვესტუმრეთ.
- წარმოშობით ზესტაფონის რაიონიდან ვარ. სკოლის დამთავრების შემდეგ გამიწვიეს შეიარაღებულ ძალებში. რიგით ჯარისკაცად ვიმსახურე. შემდეგ სამხედრო აკადემიაში გავიარე ოფიცრის კურსები და გავხდი უმცროსი ლეიტენანტი. 14 წელი ვიმსახურე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ბოლოს სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის მეთაური ვიყავი. 14 წლიდან სამი წელი გახლდით თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც საკმაოდ კარგი კურსები გავიარე და მას მერე, რაც შეიარაღებული ძალებიდან წამოვედი, ის ცოდნა და გამოცდილება საკმაოდ გამომადგა ახალ საქმიანობაში. თურქული ენა კარგად ვისწავლე, რაღაც კონტაქტებიც დავამყარე და დღეს თურქ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობ.
- ეს ადგილი როდის შეიძინეთ და რატომ მაინცდამაინც ბროწეულა?
- ძალიან გვინდოდა თბილისთან ახლოს შეგვეძინა ნაკვეთი. ჩემი მეუღლე წარმოშობით ნორიოდანაა, ამიტომ უფრო ამ მხარეს ვეძებდით. თბილისიდან ნახევარი საათის სავალზეა, ძალიან მყუდრო დასახლებაა და კარგი კლიმატია. ხომ ასე ახლოსაა თბილისთან, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ბევრად გრილი კლიმატია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს ადილი მომეწონა, იყო წყალი. ნაკვეთის ბოლოში ჩამოედინება წყარო, სხვა აქ არაფერი არ იყო პირველ ეტაპზე. სამწუხაროდ, ამ ადგილს სოფლის სტატუსიც არ აქვს, მიტოვებულია აქაურობა, არ ჰყავს გამგებელი და ა.შ.
- რა მდგომარეობაში შეიძინეთ ნაკვეთი?
- მიტოვებული, სანაგვედ ქცეული ადგილი იყო. როგორც გითხარით, წყლის გამო ვიყიდეთ. ეზოში იყო მხოლოდ საქონლის სადგომი, სახლი არ იდგა. ფაქტობრივად ნულიდან დავიწყეთ და აქამდე მოვედით. წინ კიდევ ბევრი სამუშაოა.
- ძალიან დიდი შრომა გაქვთ ჩადებული თითოეულ დეტალში. რთული არ იყო საკუთარი ხელით, მარტოს გეკეთებინათ ამდენი საქმე?
- გაკეთება დავიწყე დაახლოებით ოთხი წლის წინ. მართლა ძალიან დიდი შრომა ჩავდე. რასაც ხედავთ, ყველაფერი ჩემი ხელით არის გაკეთებული. სახლიც ჩემი ხელით ავაშენე, გადავხურე, მოვაპირკეთე და ა.შ. ხეებიც ჩვენ დავრგეთ, ახლა საკმაოდ დიდი უნდა იყოს, მაგრამ კურდღლები გვყავდა და იმათ გააფუჭეს ნერგები. კურდღლებს შეველიეთ, მერე ამერიკული ჯიშის ქათმები გვყავდა, მაგრამ მუდმივად აქ რომ არ ვცხოვრობთ, ხშირად იკარგებოდნენ - ხან ოთხფეხა მელა იპარავდა, ხან ორფეხა (იღიმის).
- ტბა ხელოვნურად გააკეთეთ?
- დიახ. ტბაც ჩემი ხელით არის გაკეთებული. მაგ ადგილას ჭაობი იყო, წყალი გამოდიოდა. გადავწყვიტე, მომეყვანა ტრქატორი და ამომეჭრა ტბა. საკმაოდ დიდი რაოდენობის მიწა ამოვიღეთ და მიმდებარე ტერიტორიაზე გავშალე. შემდეგ მეგობრებმა მაჩუქეს ლიფსიტები და გავუშვი. ახლა უკვე დიდები არიან. მეგობრები მოდიან და თევზაობენ ხოლმე.
- როგორც აღნიშნეთ, სახლი თავად ააშენეთ. წლების განმავლობაში შეიარაღებულ ძალებში მსახურობდით. ხელობა სად ისწავლეთ?
- ყველაფერი მეხერხება. თავისით, ეტაპობრივად, საქმეში ვსწავლობდი ყველაფერს და ვერკვეოდი დეტალებში. ახლახან მეგობარმა სახლი ააშენა ბაზალეთზე და მე გადავუხურე, რაც არც ისე მარტივია. ხეზეც ვმუშაობ, ელექტროობაც ვიცი. ეზოში საკუთარი ხელით გავაკეთე კარი, რომელიც მექანიზმზეა და მიახლოებისას ავტომატურად იღება და იხურება. ძველი მუხის კასრისგან გავაკეთე საქანელა, რომელიც ასევე ავტომატურად ქანაობს. ლიფტების კომპანია მაქვს, დემონტაჟს და მონტაჟს ვაკეთებ. სახლის შესასვლელი სწორედ ძველი ლიფტის კარისგან დავამზადე - ხეში ჩავსვი და მეტი სილამაზისთვის ჩუქურთმებიც გავუკეთე. ალბათ უკეთესს ვერც იყიდი...
ცხრა წელი მეგობარს ფარდულში ჰქონდა მუხის ფიცარი და არ იყენებდა. ამ ფიცრით გავაკეთე მაგიდა. ძველი საკერავი მანქანის ფეხებს ვყიდულობ და სხვადასხვა ნივთს ვამზადებ.
- ხეზე მუშაობა უფრო რთულია, თუ რკინაზე?
- სიმართლე გითხრათ, არც ერთი არ მიჭირს, ორივეზე თვისუფლად შემიძლია მუშაობა. ორივეს თავისი სპეციფიკა აქვს და თავისებურად საინტერესოა. სხვათა შორის, სახლში ბუხარიც ჩემი ხელით გავაკეთე. განსხვავებული ტექნიკით, ვიდრე ჩვეულებრივი ბუხარი მზადდება, მაგრამ ისეთი კარგი გამოვიდა, ოდნავადაც არ გამოდის ბოლი. ინტერნეტშიც კი არ მინახავს, როგორ მზადდება, ჩემს ინტუიციას მივენდე. შიგნით ბუხარში გაკეთებულია საფეხურები და 300-იანი გამავალი მილი დგას. აგურით გავაკეთე და ესპანური ქვით მოვაპირკეთე.
- ბოსტნეული თუ მოგყავთ?
- წელს აქვე ახლოს პატარა ნაკვეთი ვიყიდეთ და იქ მოვიყვანეთ კარტოფილი, ხახვი, მწვანილი. ყვავილები გვაქვს ჩარგული, რომელთაც ჩემი მეუღლე უვლი. მე მომაქვს, ის რგავს და აქცევს ყურადღებას.
- თქვენს შვილებს როგორ მოსწონთ აქაურობა?
- ძალიანმ და არა მარტო ჩემს შვილებს, ჩემი მეგობრის შვილებიც აქ იხდიან ხოლმე დაბადების დღეებს.
მიუხედავად ყველაფრისა, კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი და საკმაოდ დიდი შრომაა საჭირო. სამსახურის გამო ვერ ვახერხებ ყოველთვის აქ ყოფნას, ამიტომ ცოტა გახანგრძლივდა სამუშაოები. სულ რომ აქ ვიყო, ბევრად ადრე დავასრულებდი ყველაფერს.
მერი ბლიაძე

კომენტარები