რის მიხედვით უნდა შეარჩიოთ სააგარაკე ავეჯი და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

რამაზ გრიგალაშვილი პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია. უკვე სამი წელია, კომფორტული, დაწნული ავეჯის შექმნით არის დაკავებული, რომლებსაც ძირითადად, აგარაკისთვის ქმნის. ასევე ამზადებს ჩიტების ლამაზ სახლებს და ხაშურში, მის სახლში უამრავ საოცარ ნივთს ნახავთ.

ბატონ რამაზს რჩევები თხოვეთ სააგარაკე ავეჯთან დაკავშირებით.


- რა უპირატესობა ენიჭება დაწნულ ავეჯს?
- დაწნული, მოქსოვილი, ქსოვილებისგან დამზადებული ავეჯი ნებისმიერი ადამიანისთვის სასურველი და კომფორტული ინვენტარია. ეზოს, აგარაკს, აივანს განსაკუთრებულ ელფერს სძენს, უფრო მოხდენილს და მიმზიდველს ხდის თქვენს დასასვენებელ ადგილს. მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ არის ძალიან მსუბუქი, შგიძლიათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას წაიღოთ. ზამთრის პერიოდში, შეგიძლიათ ჩამოხსნათ, დაკეცოთ და შეინახოთ,

დიდ ადგილს არ წაგართმევთ. ვიზუალურად ძალიან მიმზიდველია, უხდება როგორც ეზოს, ისე აივანს. მზიან და წვიმიან ამინდში გარეთ დარჩემის შემთხვევაშიადვილად არ ფუჭდება, არ ზიანდება. ძალიან გამძლეა. განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულის პერიოდში. დღესდღეობით ყველაზე დიდი მოთხოვნა ჩამოსაკიდ სავარძლებზეა, რადგან ვიზუალურადაც გამოირჩევა და ფუნქციონალურიცაა. ადვილი მოსავლელია, მჩატეა.

- ამ ავეჯის პოპულარობას მისი დაბალი ფასიც განაპირობებს ალბათ...

- დიახ, ასეთი ავეჯის ფასები ყველასთვის ხელმისაწვდომია ხოლმე. დაახლოებით 25-დან 50 ლარამდე მერყეობს. გააჩნია ზომას, რამდენი საქსოვი მასალა, რგოლია მასზე დახარჯული.


- რას ურჩევთ მათ, ვისაც მოწნული ავეჯის შეძენა სურთ, რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეარჩიონ ნაკეთობა?
- არ არის სასურველი, დიდი ზომის ნივთი შეიძინოთ, უნდა იყოს საშუალო ზომის, დრეკადი, ვიწრო უჯრებით ნაქსოვი. ჩამოსაკიდი ლენტი უნდა იყოს სქელი, ადვილად, რომ არ გაწყდეს. უნდა შეარჩიოთ ხის კონსტრუქცია და არა პლასტმასის. ხის მასალა უნდა იყოს წიფლის ხისგან დამზადებული. ნაქსოვი აუცილებლად უნდა იყოს დრეკადი და ელასტიური. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენი ჰამაკი თუ სავარძელი წლების განმავლობაში შეინარჩუნებს პირვანდელ სახეს.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები