65 წლის ქალბატონი ლალი ღარიბაშვილი ვარდზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი გახლავთ. უკვე სამი წელია ვარდის სიყვარული დაავადებასავით შეეყარა. ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში სოფელ დიღომში მდებარე ეზოში 120-მდე ვარდი მოაშენა და დიდი სიყვარულით უვლის. ვარდის გარდა სხვა არაერთ ულამაზეს ყვავილს შეხვდებით მის ბაღში.
- 3 წელია ვარდებით დავინტერესდი, და დავიწყე მომრავლება. დღეს უკვე 100-დან 120-მდე ძირი ვარდი მაქვს. ეზოში ფართობი ძალიან პატარაა, ამიტომ ზოგიერთი ვარდი ქოთანში მაქვს.
- როგორ უვლით მათ, ასე უხვად რომ ყვავილობენ?
- გაზაფხულზე პროფილაქტიკისთვის შაბიამნით ვწამლავ, მერე უკვე
დაავადებების მიხედვით, გააჩნია რა სჭირდებათ.
- ვარდების გარდა რა მცენარეები ხარობს თქვენს ბაღში?
- ყვავიან ვიოლები, პორტულაკი, კალენდულა, კლემატისი. ძალიან მომწონს ბაღის დეკორაციები და რამოდენიმე მაქვს კიდევაც.
- ვინმე გეხნარებათ ეზოს მოვლაში?
ძალიან მსიამოვნებს ყვავილებში ფუსფუსი. ისეთი პატარა ფართობია, არ მჭირდება სხვისი დახმარება, თავადაც მარტივად ვუძღვები. საერთოდ, ყველა ბაღში მეტნაკლებად ყოველთვის საქმეა, მაგრამ გაზაფხულზე უფრო. ძალიან იშვიათად ვიყენებ ქიმიურ სასუქებს, ძირითადად დამწვარ ნაკელს ვაყრი. როდესაც კომპიუტერთან ვზივარ, სულ ვარდის ნერგებს ვათვალიერებ - სენივით მაქვს ამათი სიყვარული, დამატებითაც ვეღარ დავამატებ, ადგილიც არ მყოფნის. ფეისბუქზეც ყვავილების მოყვარულთა რამდენიმე ჯგუფში ვარ გაწევრიანებული და ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას. როდესაც ვსხლავ ვარდებს, ყოველთვის ვაცხადებ სოციალურ ქსელში და ვჩუქნი კალმებს. სრულიად უცხო ადამიანისთვის დამიტოვებია ყვავილები ისე, რომ არც შევხვედრილვარ და გადაუციათ, ჩემთვისაც ბევრჯერ უჩუქებიათ. განა სიკეთის კეთებაზე კარგი არის რამე?
მერი ბლიაძე