არის თუ არა ხულოვნური გაზონი თქვენი აგარაკისთვის მისწრება, თუ მისი შეძენის შემთხვევაში ზაფხული კოშმარად გექცევათ?
ჩვენ შევეცდებით გაგაცნოთ რულონური გაზონის დადებითი და უარყოფითი მხარეები, აი, გიღირთ თუ არა მისი შეძენა, ეს უკვე თავად უნდა გადაწყვიტოთ. მაშ, ასე.
თუ ტრადიციულ მიდგომებს ინოვაციებს ამჯობინებთ, არ გაშინებთ სიახლეები და მზად ხართ პირადად გამოსცადოთ, მაშინ რულონური გაზონი თქვენთვის შეუქმნიათ.
დადებითი მხარეები
რულონური გაზონის ყველაზე დიდი უპირატესობა სწრაფი შედეგია. ერთი დღის განმავლობაში მისი გაფენა საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა შესაძლებელი, რამდენიმე კვირაში კი მისი ექსპლუატაცია სავსებით შესაძლებელია.
თუ იმის გეშინიათ, რომ გაფენის დროს რულონური გაზონი შეიძლება დაზიანდეს და დაიხეს, თქვენი შიში ნამდვილად საფუძველსმოკლებულია, რადგან კარგი ხარისხის გაზონი იმდენად მჭიდროდ არის ნაქსოვი, რომ მისი დაზიანება ასე ადვილი სულაც არ არის, ის საკმაოდ მდგრადია და ფორმასაც კარგად ინარჩუნებს.
რულონური გაზონის დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტორიც, რომ არ არის მგრძნობიარე ნიადაგის მიმართ, მთავარია, გაზონი იმვე კლიმატურ ზონაში იყოს მოყვანილი, როგორშიც ნიადაგია. უფრო მეტიც, ამ გაზონის გაფენა ქვიშაზეც კი არის შესაძლებელი. გაზონის გაფენა სახლის სახურავზეც შეიძლება.
ასევე აღსანიშნავია გაზონის ყინვისადმი მდგრადობა. მისი დაგება დეკემბერშიც კი შესაძლებელია, თუ ნიადაგი მოყინული არ არის.
უარყოფითი მხარეები
მიუხედავად ამდენი დადებითი მხარისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს უარყოფითი ფაქტორებიც, რომელთა არცოდნამ ყველაზე უპრეტენზიო გაზონსაც კი შეიძლება მიაყენოს ზიანი ან უბრალოდ დაღუპოს იგი.
გარდა იმისა, რომ რულონური გაზონი საკმაოდ ძვირად ღირებულია, არსებობს სხვა ნიუანსებიც.
რულონური გაზონი ნიადაგის საგულდაგულოდ დამუშავებას საჭიროებს. იდეალური სისქე ნიადაგისა არის 15 სმ. მიწა არ უნდა იყოს არც ძალიან დატკეპნილი და არც ძალიან ფხვიერი.
რულონური გაზონის შერჩევისას არჩევანი საშუალოფასიან სეგმენტზე შეაჩერეთ. იაფი გაზონი არასაიმედოა, იდეალურია სამწლიანი გაზონის შერჩევა, თუმცა ხშირად შეხვდებით ერთ და ორწლიან გაზონსაც. არც ასეთი გაზონის შერჩევას გირჩევთ, რადგან მისის ფესვები არ იქნება სათანადო მზადყოფნაში.
უკვე ნაყიდი რულონის შენახვა დიდი ხნის განმავლობაში არ არის რეკომენდებული.
რულონური გაზონი ვერ იტანს ჩრდილს, ამ მხრივ ის ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. გაფენის პირველ დღეებში გაზონი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ყველაზე რთული მისი მორწყვის პროცესია. ერთი კვადარტული მეტრის მორწყვას 20-30 ლიტრი წყალი სჭირდება. მიუხედევად რეკომენდაციისა, რომ გაზონი არ უნდა მოირწყას შუა დღეს, პირველ დღეებში ეს რეკომენდაცია არ უნდა გაითვალისწინოთ, შუადღით მორწყვა ამ შემთხვევეაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში გაზონი მიწას ვერ მოეკიდება.
ნუ დაგავიწდებათ, რომ მიუხედავად სწრაფი დაგების შესაძლებლობისა, გაზონით ტკბობა მაშინვე შეუძლებელია. საბოლოო შედეგის მიღწევა 3-6 კვირის შემდეგ არის შესაძლებელი, როდესაც ის მიწას კარგად შეეზრდება.
კომენტარები