კახეთში ვარდი აყვავდა

გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში მღებრიშვილების ეზოში ვარდი გაიფურჩქნა. ამ უჩვეულო მოვლენის ამსახველი ფოტოები ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, მიშა მღებრიშვილმა ფეისბუქით გაავრცელა.

დეკემბრის ბოლოს ეს მოვლენა ოჯახსაც უკვირს, რადგან ეს ვარდი ყოველთვის ზაფხულში ყვაოდა, ზამთარში კი პირველად "გამოიჩინა თავი".
"ჩვეულებრივი ვარდია. აქამდე იმ დროს ყვაოდა, როგორც სხვა ვარდები. ჩვენც ვერ ვხდებით, რა შეიცვალა. სოფელში სხვა მცენარეებზე არ შეგვიმჩნევია, რომ რომელიმე აყვავებას იწყებდეს" - ამბობს მიშა მღებრიშვილი.

ბოლო დროს ბუნების უჩვეულო მოვლენები თითქოს აღარვის უკვირს, თუმცა ვფიქრობთ, ამ ვარდის ნახვა განწყობისთვის მაინც ღირდა.

ცნობისთვის, ოჯახის წევრებმა ვარდი სუსხიანი ამინდებისთვის აღარ გაიმეტეს, მოწყვიტეს და შინ შეიტანეს. ბუჩქზე კი კიდევ ერთი კოკორი ემზადება გასაშლელად.

კომენტარები

ვატო 2015-12-29 17:39
ამერიკაშიც ძალიან თბილა, ნიუ ჯერსიში ნუში აყვავდა...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები