ის წლების განმავლობაში აკლებდა ოჯახს ვიტამინების ამ წყაროს - შენც არ დაუშვა იგივე შეცდომა

ყოველი ჩვენგანი ყოვლგვარი სინანულის გარეშე ყრის ყოველდღიურად კართოფილის, ბანანის, ფორთოხლის ქერქებს. ის ხომ ნაგავია, თუმცა გვინდა გაგიმხილოთ ერთი საიდუმლო. ბევრი ხილისა და ბოსტნეულის ქერქი არათუ იჭმება, ძალიან სასარგებლოც კი არის. აღმოჩნდა, რომ ამა თუ იმ ხილისა თუ ბოსტნეულის ქერქში უფრო მეტი ვიტამინია, ვიდრე თავად ნაყოფში.

ბანანის ქერქი უებარი ყოფილა კუჭ-ნაწლავისათვის. ასევე ძალიან ეფექტურია მისი გამოყენება იარებზე - პირდაპირ ქერქს იდებენ შიგნითა მხრიდან და მორჩენას უწყობს ხელს. აქტიურად იყენებენ მას კოსმეტოლოგებიც.


ასევე იხილეთ: არ გადაყაროთ ბანანის ქერქები! ის თქვენს მცენარეებს გამოადგება (+რეცეპტები)

კივის ქერქში კი სამჯერ მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე თავად ნაყოფში. მას გააჩნია ანტიკონცეროგენური, ანთების საწინააღმდეგო და ასევე ანტიალერგიული თვისებები. კივის ქერქი ასევე ძალიან ეფექტურია ორგანიზმიდან ქიმიური ნივთიერებების გამოსადევნად. ამიტომ მის ნაყენს ხშირად იყენებენ ამ დანიშნულებით.


გოგრის ქერქი კი თუთიითაა მდიდარი. ის ძალიან კარგი საშუალებაა როგორც იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ასევე პარაზიტებთან საბრძოლველად. გოგრის ქერქი კაროტინსაც შეიცავს, რომელიც ადამიანს ონკოლოგიური დაავადებებისგან იცავს.

კარტოფილის ქერქი კი ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე ტაქიკარდიის და ასევე ალერგიის დროს. წარმოიდგინეთ, ერთი კარტოფილის ქერქი მთელი დღის ნორმის ნახევარ უჯრედისს, რკინას, ფოსფორს, თუთიასა და C ვიტამინს შეიცავს. იგივე შეიძლება ითქვას ჭარხლისა და სტაფილოს ქერქზეც. ამიტომაც არის კარტოფილის მთლიანად, კანიანად მოხარშვა კარგი, რომ ის ბევრ თავის საუკეთესო თვისებას ინარჩუნებს.


ნივრის ფურცლები კი 6 ანტიოქსიდანტს შეიცავს და ამით ყველაფერია ნათქვამი. ის ებრძვის სიბერესა და ხელს უწყობს გულის მუშაობას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები