ქაცვი - ვიტამინებით მდიდარი ნაყოფი

ქაცვის ნაყოფი მდიდარია პოლივიტამინებით, მასში დიდი რაოდენობითაა, ორგანული მჟავები, ვიტამინები B1, B2, C, A, E, P, კაროტინი, თიამინი, რიბოფლავინი, ასევე მდიდარია ვიტამინებით ქაცვის თესლიც.


ქაცვის ქერქში ნაპოვნია სეროტონინი, რომელზეც წარმოებს ცდები, როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებაზე.

ხალხურ მედიცინაში ქაცვის ნაყოფს ნახარშის სახით კუჭის დაავადების დროს იყენებდნენ, ტოტებისა და ფოთლების ნახარშს – კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ, ხოლო თესლის ნახარშს – როგორც საფაღარათო საშუალებას, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ და დამწვრობის დროს კი - ქაცვის ზეთს.

ქაცვის ზეთი მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. ეს მოწითალო-ნარინჯისფერი

ბლანტი სითხეა, რომელიც მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ქაცვის ზეთი ხელს უწყობს უჯრედების ეპითელიზაციის პროცესს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რის გამოც მას ხშირად იყენებენ დამწვრობის, წყლულის, ნაწოლების, დაჩირქებული ჭრილობების სამკურნალოდ.

ქაცვის უმად ჭამა სასიამოვნო ნამდვილად არ არის, თუმცა შაქარში შენახული, როგორც ვიტამინების წყარო, შეგიძლიათ ჩაიში ან წყალში გახსნილი მიირთვათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები