ეს შესაძლოა სახიფათო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის - რატომ არ შეიძლება სხვისი ნივთების აღება და გამოყენება

თუ თქვენთვის არცთუ კარგად ნაცნობი ადამიანისგან საჩუქრად მიიღეთ ნივთი ან უბრალოდ ქუჩაში იპოვეთ, ეს შესაძლოა თქვენთვის საბედისწერო აღმოჩნდეს.
დავიწყოთ იმით, რომ დიდი ალბათობაა იმისა, სხვის ნახმარ ნივთზე დარჩენილი იყოს ჭუჭყი და პათოგენური მიკროორგანიზმები. თუმცა სხვისი ნივთების აღება მხოლოდ ჰიგიენური თვალსაზრისით როდი არის სახიფათო, ამას ეზოთერიკული ახსნაც აქვს - ამან შესაძლოა უბრალოდ უბედურება მოგიტანოთ.

რატომ?
ნივთებს გააჩნია თვისება დაიმახსოვროს პატრონის ინფორმაცია, შეისრუტოს როგორც დადებითი ისე უარყოფითი ენერგია. ნივთებში ჩაფლული ენერგია კი შესაძლოა მარტივად გადავიდეს ერთი ადამიანიდან მეორეში, ამ შემთხვევაში კი ძველი
მეპატრონის ენერგიის გადადის ახალი მეპატრონის სხეულში. შესაძლოა ეს ძალიან მისტიკურად ჟღერდეს, თუმცა ნივთები შესაძლოა იყოს შელოცვილი ან მოჯადოებული.

რაც შეეხება სამკაულებს, ძვირფას ქვებსა თუ ლითონს, კიდევ უფრო მეტად შეუძლიათ ამა თუ იმ ენერგიის მიღება და შენახვა.
ამა თუ იმ ენერგიის გავლენა კი შესაძლოა სხვადასხვა ადამიანებში სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს: ვიღაც შფოთავს, ვიღაც სევდიანია, ვიღაც მოწყენილი ან დათრგუნული.
ასე რომ, სანამ სხვის ნივთს დაეუფლებოდეთ, კარგად დაფიქრდით, შესაძლოა მსხვერპლის როლში აღმოჩნდეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები