რა კავშირი აქვს სარკეს ადამიანის ჯანმრთელობასთან?


აუცილებლად მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც სარკე სახლის შესასვლელი კარის პირდაპირ აქვთ დაკიდებული. არ აქვს მნიშვნელობა, რა ზომის იქნება ეს სარკე, დიდი თუ პატარა, ნებისმიერ შემთხვევაში მას კარგი არაფერი მოაქვს. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ და ამტკიცებენ კიდეც ფენ შუის პროფესორები.
 ვნახოთ, მათი განმარტებით, რა უსიამოვნებები შეიძლება მოიტანოს ამ ადგილზე სარკის განთავსებამ.

არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ სახლის შესასვლელი ის ადგილია, რომელსაც მთელი სერიოზულობით უნდა მოექცე. ფენ შუის სპეციალისტები განმარტავენ, რომ ნებისმიერ ოჯახში, სახლში ენერგია სწორედ შ
ესასვლელი კარიდან შედის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ენერგია ჰარმონიულად და სწორად შებრძანდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა. კარის წინ განთავსებული სარკე კი ამ ენერგიას ძალიან მარტივად აირეკლავს და უკუაგდებს. შედეგად, სახლიდან გაედინება ყველაფერი დადებით, ყველაფერი ნეგატიური კი დაგროვდება. ყველაზე მარტივი მეთოდი ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად არის უბრალოდ სარკისთვის ადგილის შეცვლა.
თუ სარკე ძალიან დიდია და მისი ჩამოხსნა და გადაადგილება ვერ ხერხდება, შეგიძლიათ მის წინ სხვა ნივთი მოათავსოთ ისე, რომ მან სარკე დაფაროს.

შესაძლებელია ასევე მის წინ ქოთნის მცენარის დადგმა, მცენარე ხელს შეუშლის კარიდან შემოსული ენერგიის სრულფასოვნად არეკვლას სარკეში.
თუ ამის საშუალება არის, შეგიძლიათ სარკის წინ, როგორც დეკორის ელემენტი, განათავსოთ სკამი, პუფი, სავარძელი და ა.შ.

როგორც უკვე განვმარტეთ, შესასვლელი კარიდან სახლში შედის დადებითი ენერგია, სარკე ამ ენერგიას აბრკოლებს, ირეკლავს და განაგდებს. გარდა იმისა, რომ ეს განაგდებს თქვენგანვე ბედსა და იღბალს, ის ჯანმრთელობის პრობლემებსაც იწვევს. მაგალითად ასეთი ჯახის წევრებს შეიძლება აღენიშნებოდეთ: დაბალი ფიზიკური აქტივობა, მუდმივი დაღლილობა და მოთენთილობა, ხშირი ავადმყოფობა, სტრესი და დეპრესია, გაღიზიანება და შფოთი, დისკომფორტის გრძნობა.

მიუხედავად იმისა, გჯერათ თუ არა ფენ შუის სწავლების, ჩვენი რჩევა იქნება, დაიზღვიოთ თავი და სარკეს, თუ ის სწორედ შესასვლელი კარის მოპირდაპირედ გიკიდიათ, სასწრაფოდ შეუცვალოთ ადგილი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები