კერძო სახლებში, განსაკუთრებით აგარაკზე, თაგვები, ისევე როგორც ჭიანჭველები ან ტარაკნები, კატასტროფაა მობინადრეებისთვის. თუმცა ექსპერტებმა მღრღნელებისგან თავის დაღწევის ყველაზე იაფი გზა იპოვეს. ეს არ გახლავთ კატა, რომლის შენახვაც დღეს სულაც არ არის იაფი სიამოვნება და თან ყველა კატა როდი იწუხებს თავს თაგვების დევნით.
თქვენ უბრალოდ გჭირდებათ ძმრის ესენცია - ძმარმჟავას 70-80 პროცენტიანი წყალხსნარი.
ჩაასხით ძმრის ესენცია სპრეის ბოთლში და იატაკის კუთხხეებსა და ნაპრალებში შეასხურეს, შემდეგ კი გაანიავეთ ოთახი პროდუქტის მძაფრი სუნის მოსაშორებლად. ამის შემდეგ თაგვები აგარაკს დიდი ხნით გაეცლებიან. ამ პროცედურის ჩატარება წინასწარაც შეგიძიათ, სანამ
მღრღნელების მოშორების კიდევ ერთი ეკოლოგიურად სუფთა საშუალებაა ხახვი, რომლის სურნელსაც თაგვი ვერ იტანს. ის უნდა განთავსდეს ისეთ ადგილებში, სადაც ნაპრალებია. იდეალურ შემთხვევაში, იატაკსა და კედლებში არსებული ყველა ხვრელი უნდა ამოივსოს და თაგვები სახლში ვეღარ შეაღწევენ.