როგორ უნდა დარგოთ და მოუაროთ კიტრსა და პომიდორს

ზაფხულ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია კიტ­რი და პო­მი­დო­რი, ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი და სა­სურ­ვე­ლი ბოს­ტ­ნე­უ­ლი წლის ამ სე­ზონ­ზე. თა­ნაც, ეს ისე­თი ბოს­ტ­ნე­უ­ლია, რომ­ლის ჩი­თი­ლე­ბის დარ­გ­ვა და მოვ­ლაც ზაფხულ­შიც შე­იძ­ლე­ბა და სახ­ლის პი­რო­ბებ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია – გან­სა­კუთ­რე­ბით, კიტ­რის. პო­მი­დო­რი შე­და­რე­ბით უფ­რო სა­თუ­თი მო­სავ­ლე­ლია.

კიტ­რი გოგ­რი­სებ­რ­თა ოჯა­ხი­ს ერ­თ­წ­ლო­ვა­ნი ბა­ლა­ხო­ვა­ნი მცე­ნა­რეა. ფეს­ვ­თა სის­ტე­მა შედ­გე­ბა მთა­ვა­რი ღერ­ძი­სა (1 მ-მდე სიგ­რ­ძის) და გვერ­დი­თი ფეს­ვე­ბი­სა­გან. ღე­რო მხო­ხა­ვი ან ხვი­ა­რაა. სიგ­რ­ძე 1,5-2 მ-ს აღ­წევს. გვხვდე­ბა ნა­ხე­ვარ­ბუჩ­ქი­სებ­რი ფორ­მე­ბიც. კიტ­რი სით­ბოს, სი­ნათ­ლი­სა და ტე­ნის მოყ­ვა­რუ­ლი მცე­ნა­რეა. მი­სი სამ­შობ­ლოა ინ­დო­ე­თი.

პო­მი­დო­რი ძაღლ­ყურ­ძე­ნა­სებ­რ­თა ოჯა­ხი­ს ერთ ან

მრა­ვალ­წ­ლო­ვა­ნი ბა­ლა­ხო­ვა­ნი და ბუჩ­ქ­ბა­ლა­ხო­ვა­ნი მცე­ნა­რეა. ვე­ლუ­რი ფორ­მე­ბი ნა­პოვ­ნია პე­რუ­ში, ვესტ-ინ­დო­ეთ­ში, ეკ­ვა­დორ­ში, ჩი­ლე­ში, კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე, ფი­ლი­პი­ნებ­ზე. მისი სამ­შობ­ლოა სამ­ხ­რე­თი ამე­რი­კა. ევ­რო­პა­ში გავ­რ­ცელ­და XVI სა­უ­კუ­ნი­დან, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცნო­ბი­ლია XVIII სა­უ­კუ­ნის II ნა­ხევ­რი­დან.

პო­მიდ­ვ­რის უნი­კა­ლუ­რო­ბას სა­უცხოო გე­მოს­თან ერ­თად მი­სი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბიც გა­ნა­პი­რო­ბებს. რაც უფ­რო მწი­ფეა პო­მი­დო­რი, მით უფ­რო მეტ ვი­ტა­მინ­სა და სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ი­ცავს. მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის შაქ­რე­ბი - გლუ­კო­ზა და ფრუქ­ტო­ზა, A, B1, B2, B6, B9, ჩ, E, K, PP ვი­ტა­მი­ნე­ბი და ბე­ტაკა­რო­ტი­ნი, ორ­გა­ნუ­ლი ვაშ­ლის, ლი­მო­ნი­სა და ღვი­ნის მჟა­ვე­ბი, ორ­გა­ნუ­ლი მფრი­ნა­ვი სპირ­ტი და ეთერ­ზე­თე­ბი, კალ­ცი­უ­მი, კა­ლი­უ­მი, იოდი, ფოს­ფო­რი, მაგ­ნი­უ­მი, ნატ­რი­უ­მი, რკი­ნა, ქლო­რი, სპი­ლენ­ძი, თუ­თია და გო­გირ­დი მან­გა­ნუმ­თან ერ­თად. პო­მი­დო­რი მძლავ­რი ან­ტი­ოქ­სი­დან­ტია, სპობს ბაქ­ტე­რი­ებს, ამაღ­ლებს გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბი­ლე­ბას, ჰე­მოგ­ლო­ბინს, კარ­გია დი­ე­ტის დროს.

კიტ­რი არა­ნაკ­ლებ სა­სარ­გებ­ლოა - უხ­ვად შე­ი­ცავს კა­ლი­უმს, კალ­ცი­უმს, რკი­ნას, ფოს­ფორს, იოდს, კა­რო­ტინ­სა და სხვა სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბაც.



ჩი­თი­ლე­ბი
სა­ნამ ჩი­თი­ლებს დავ­რ­გავთ, კარ­გად უნ­და და­ვა­მუ­შა­ოთ ნი­ა­და­გი - გა­ვაფხ­ვი­ე­როთ და შე­ვი­ტა­ნოთ სა­სუ­ქი. სა­სუ­ქად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ორ­გა­ნუ­ლი სა­სუ­ქი: გა­მომ­წ­ვა­რი ნა­კე­ლი, ქათ­მის ექ­ს­კ­რე­მენ­ტე­ბი, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ზი­ა­ში ვი­ყი­დოთ სა­სუ­ქი (მა­გა­ლი­თად, კა­ლი­უ­მი­ა­ნი და ფო­ს­ფო­რი­ა­ნი სა­სუ­ქე­ბი).

იმი­სათ­ვის, რომ კარ­გი მო­სა­ვა­ლი მი­ვი­ღოთ, აუცი­ლე­ბე­ლია ხა­რის­ხი­ა­ნი ჩი­თი­ლი ვი­ყი­დოთ, ჯო­ბია სათ­ბურ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი ჩი­თი­ლე­ბი, რომ­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბაც კარ­გად ვი­ცით, და არა უბ­რა­ლოდ ბა­ზარ­ში ნა­ყი­დი.

დარ­გ­ვა ჯობს დი­ლით ად­რე, 6-7 სა­ათ­ზე. გამ­ზა­დე­ბულ ნი­ა­დაგ­ზე გა­ვა­კე­თებთ 5-6 სმ-იან ორ­მო­ებს, შიგ­ნით ჩავ­დებთ ჩი­თილს და გარს მო­ვუტ­კეპ­ნით, ოღონდ ისე, რომ ფეს­ვი არ და­ზი­ან­დეს. და­ვუს­ხამთ 200-300 მი­ლი­ლიტრ წყალს.

უნ­და მოვ­რ­წყათ დი­ლას, შუ­ადღეს და სა­ღა­მოს. მორ­წყ­ვი­სას არ უნ­და და­ვას­ხათ წყა­ლი მცე­ნა­რეს, მო­სარ­წყა­ვად სა­უ­კე­თე­სოა წვე­თო­ვა­ნი მორ­წყ­ვა.

დარ­გ­ვი­დან ერთ კვი­რა­ში (გა­აჩ­ნია ჩი­თი­ლის ზო­მას) ჩი­თი­ლი უნ­და მი­ვა­ბათ ბა­წარ­ზე (თოკ­ზე) ან სარ­ზე. ბაწ­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ა­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და შე­მო­ვახ­ვი­ოთ. ჯობს, ორი მეტ­რი მა­ინც იყოს თო­კი, კიტ­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში მე­ტიც შე­იძ­ლე­ბა.

პო­მი­დორს არ უყ­ვარს მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბა და ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა ტემ­პე­რა­ტუ­რის მი­მართ. ხში­რად ემარ­თე­ბა სხვა­დას­ხ­ვა და­ა­ვა­დე­ბა, ამი­ტომ ხში­რად უნ­და შე­ი­წამ­ლოს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თვე­ში ერ­თხელ სა­სუქს თუ და­ვუ­მა­ტებთ. კიტ­რი ძა­ლი­ან ად­ვი­ლად ხა­რობს, მთა­ვა­რია წყა­ლი არ მო­აკ­ლ­დეს. წვე­თო­ვა­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში დღე­ში ოთხ­ჯერ მოვ­რ­წყათ, თი­თო მორ­წყ­ვა 2 წუ­თის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბით.

კიტ­რ­ზეც და პო­მი­დორ­ზეც აუცი­ლე­ბე­ლია ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ნამ­ხ­რე­ვე­ბის მო­ცი­ლე­ბა, რად­გან მათ ზედ­მე­ტი ენერ­გია მი­აქვს.

ასე­ვე ძა­ლი­ან ად­ვი­ლად გა­სა­ხა­რე­ბე­ლია წი­წა­კის და ბად­რიჯ­ნის ჩი­თი­ლე­ბი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც მთა­ვა­რია, ნი­ა­და­გი იყოს კარ­გად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და სა­სუ­ქით გა­ჯე­რე­ბუ­ლი.

სახ­ლის პი­რო­ბებ­ში შე­იძ­ლე­ბა, გა­დავ­ჭ­რათ პლას­ტ­მა­სის ბოთ­ლე­ბი და მათ­ში ჩავ­რ­გოთ ჩი­თი­ლე­ბი.

ყვე­ლა მცე­ნა­რის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია: მზის სხი­ვე­ბი, წყა­ლი, სით­ბო და მდი­და­რი ნი­ა­და­გი. ოთხი­ვე კომ­პო­ნენ­ტის შემ­თხ­ვე­ვა­ში ძა­ლი­ან ად­ვი­ლად გა­ა­ხა­რებს ნე­ბის­მი­ერი მცე­ნა­რე და კარგი მო­სა­ვა­ლიც გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

უცნაური ჯიშები



შავი პომიდორი
დიდი რაოდენობით შეიცავს ბეტაკაროტინს, ასკორბინის მჟავას და არაერთ ვიტამინს, თუმცა მისი მთავარი ღირსება მაინც არაჩვეულებრივი გემო და არომატია. ნაკლიც აქვს: გვიან მწიფდება, ნაკლებად მსხმოიარეა და სიცივეს ვერ უძლებს.

თეთრი პომიდორი
ძალიან გემრიალია. მოტკბო გემო აქვს, რადგან საკმაო რაოდენობით შაქარს შეიცავს. წითელის პომიდვრისგან განსხვავებით არ აქვს სიმჟავე.

გოგრისებრი პომიდორი (ღეისეტომატე)
გარდა უცნაური შეხედულებისა, დიდი მოსავლიანობითაც გამოირჩევა.

პომიდვრის ხე
ამ სიმაღლემდე, რასაც ფოტოზე ხედავთ, წელიწად-ნახევარში იზრდება. სწრაფადზრდადობის გარდა გამოირჩევა უხვმოსავლიანობით. კარგად უძლებს დაავადებებსა და ტემპერატურის ცვალებადობას.

ნარინჯისფერი პომიდორი
ძალიან გემრიელია. მოტკბო გემო აქვს. თუ ვინმეს წითელ ნაყოფზე ალერგია აქვს, თამამად შეუძლია ნარინჯისფერი მიირთვას.

ყვითელი პომიდორი
სასარგებლოა ორგანიზმის სისხლის გასაწმენდად. გემრიელია და არ იწვევს ალერგიას.

ჯაბა ზურებიანი

კომენტარები

თამაზი 2021-07-31 14:04
კიტრს უყვითლდება ფოთლები რითი უწამლოთ
ლალი 2020-07-10 15:18
ყველაფერი რიგზე აქვს პამიდორს მაგრამ ყვავილი უჭკნება რა უშველო ხომ ვერ მეტყვით რა აკლია
Mari 2020-07-04 18:31
Rit shevwamlo kitri potoli uyvitldeba
ია 2020-05-20 14:49
პომიდორი დავრჩე და ფოთლები უყვითლდევა. როგორ შეგჭამთო და რა დროს
Tiko 2020-03-15 09:37
Gazafxulis romel periodshi ufro kargia kitris datesva

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები