"21 სული ძროხა გვყავს, მათ შორის 10 მეწველია, ზოგი ბუღაა, ზოგიც ხბო. მესაქონლეობას შარშან, ივლისში მივყავით ხელი. სათიბში მთაში დავდივართ. კიდევ 4 ღორი და 27 ბურვაკი, 2 ცხენი და თხებიც გვყავს. საქონლის მწყემსვაში 5 ძაღლი გვეხმარება - 3 მეცხვარე და 2 მეძებარი"
ონიდან 12 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ბოყვას ორად ორი კომლიღა შემორჩა. ზამთარში მიტოვებული პატარა სამოთხე ზაფხულში ახმაურდება, მერე კი ისევ ცარიელდება."სადღაც, ღრუბლებთან ახლოს სოფელში, ორი წლის წინ 25 წლის ტყუპი ძმები - შოთიკო და მირიან მეტრეველები დაბრუნდნენ და სოფელი
დაცლას გადაარჩინეს. ძმებმა მესაქონლეობას მიჰყვეს ხელი და ფერმერობაზე ოცნებობენ.
"სოფლის სიყვარულმა ამოგვიყვანა ბოყვაში, თავს არ ვაპატიებდით, მთლად დაცლილიყო სოფელი და მამაპაპისეული კარ-მიდამო გაპარტახებულიყო. 15 წლის შემდეგ ამოვედით და იმხელა ბალახი იყო წამოსული, ატირდებოდი კაცი. მადლობა უფალს, გავართვით თავი, ავახმაურეთ აქაურობა და დავსაქმდით კიდეც. მანამდე სხვა გარემოს, ურთიერთობებს ვიყავით მიჩვეული, მეგობრებთან, ახლობლებთან გართობასა და მისვლა-მოსვლას, ახლა იმდენი საქმე გვაქვს, სად გვცალია ამისთვის", - ამბობს მირიან მეტრეველი.
- რაჭული ლორით დავიწყეთ ბიზნესი. შემოსავალი რომ გაგვიჩნდა, საქონელი ვიყიდეთ. ყველის ამოყვანაც ვისწავლეთ. რაც მთავარია, შრომა არ გვეზარება. გულზე მხვდებოდა დაცარიელებული სოფლის ნახვა, ატყევებული კარ-მიდამოები... ვერც ონში გავჩერდით და მიტოვებულ სოფელს დავუბრუნდით. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა. ნელ-ნელა სოფელში ცხოვრებასაც მივეჩვიეთ და საქმის კეთებასაც. ბევრი რაჭველი თუ იფიქრებს ასე, იქნებ აღარ დაიცალოს რაჭა.
21 სული ძროხა გვყავს, მათ შორის 10 მეწველია, ზოგი ბუღაა, ზოგიც ხბო. მესაქონლეობას შარშან, ივლისში მივყავით ხელი. სათიბში მთაში დავდივართ. კიდევ 4 ღორი და 27 ბურვაკი, 2 ცხენი და თხებიც გვყავს. საქონლის მწყემსვაში 5 ძაღლი გვეხმარება - 3 მეცხვარე და 2 მეძებარი. შარშან ჩვენი შეცდომის გამო 2 სული ძროხა მოგვიკვდა, ბალახმა გაბერა, თან ყველაზე ჯიშიანები და მეწველები. რა გაეწყობა, შეცდომებზე ვსწავლობთ. თავისუფალ დროს სანადიროდ, ხან სათევზაოდ დავდივართ მდინარე ხეორზე, რომელიც ჩვენს სოფელს ჩამოუდის. მალე მთაში წავალთ სათიბად, აქ საკმარის ბალახს ვერ ვაგროვებთ, საქონლის გამოსაკვებად ბევრია საჭირო. ერთ საღამოს საშუალოდ 50 ლიტრ რძეს ვიღებთ, ყველი ამოგვყავს, შრატს კი ღორებს ვუტოვებთ. განაგრძეთ კითხვა