გურო მანგოშვილი 30 წლის ფერმერია. იგი სიღნაღის რაიონში, სოფელ ზემო ბოდბეში ცხოვრობს. პროფესიით ეკონომისტია. ფერმერობას 14-15 წლის ასაკში მიჰყო ხელი. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ეს საქმიანობა დიდ შრომას, მოთმინებას და გამოცდილებას მოითხოვს. გასულ წელს კვალიფიკაციის ასამაღლებლად ინგლისსა და ესტონეთში იმყოფებოდა. ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ დიდი შრომა და განვითარება სჭირდება იმისათვის, რომ ამ ქვეყნებს გაუტოლდეს.
- ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი მესაქონლეობით. ვუყურებდი ჩემს ახლობლებს, პაპებს, როგორ ზრდიდნენ და უვლიდნენ საქონელს. დიდი სურვილი მქონდა გამეგრძელებინა პაპაჩემის საქმიანობა და გავმხდარიყავი დიდი ფერმერი. როდესაც
წამოვიზარდე, 14-15 წლის ასაკიდან 2-3 სულით დავიწყე ჩემი საქმიანობა. ყოველ წელს, საქონელთა რიცხვი იზრდებოდა, შრომა მემატებოდა და საქმეც უფრო წინ იწევდა.
- რთული იყო პირველი ნაბიჯები?
- ზოგადად ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის, თავისი საქმიანობის პირველი ნაბიჯები ძალიან რთულია, რადგან ეს ყველაფერი დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ადამიანი აანალიზებს, თუ რამხელა ენერგია სჭირდება ამ ყველაფერს და რამხელა ვალდებულებები აკისრია მას. ამგვარად, პირველი ნაბიჯები ჩემთვისაც რთული იყო. თუმცა, ჩემი ოჯახის(განსაკუთრებით ძმის) დახმარებით ამ ყველაფერს შედარებით მარტივად გავუმკლავდი.
- როგორ იწყება თქვენი დილა და როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე თქვენთვის?
- ჩემი დილა იწყება დილის 6-7 საათზე. მცირე წახემსების შემდეგ, გავდივარ სახლიდან და მთელ დღეს ვატარებ ჩემს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად. ვაკვირდები თითოეულ მათგანს და საჭიროების შემთხვევაში ვეხმარები (მედიკამენტებით და ა.შ.).
- დღეს რამდენი სული და რამდენი ჯიშის საქონელი გყავთ?
- დღეისათვის მყავს 40-50 სული საქონელი, რამდენიმე ადგილობრივი ჯიშის. სამწუხაროდ უცხო ჯიშის საქონელი არ მყავს.
- ზამთრის პერიოდში რით კვებავთ საქონელს?
- ზამთრის პერიოდში საქონელს ვკვებავთ თივით, ქერით, სიმინდით და კოპტონით.
- ალბათ საქონელსაც სჭირდება აცრა, მკურნალობა. როგორ ართმევთ ამ ყველაფერს თავს? რა სიხშირით ხდება მათი აცრა და ძირითადად რაზე სჭირდებათ აცრა?
- რა თქმა უნდა, საქონელსაც სჭირდება მედიკამენტები. სახელმწიფოს დახმარებით, საქონელი ყოველწლიურად იცრება რამდენიმე დაავადებაზე. მოდის რაიონის ვეტერინარი, უკეთბს საქონელს სათანადო აცრებს და წლის განმავლობაში დაავადებებისგან დაზღვეული ვართ. ძირითადად საქონელს აცრა უტარდება „თურქულზე", „ციმბირის წყლულზე" და ა.შ. ჭიაზე საკუთარი ხარჯებით ვამუშავებ თითოეულ მათგანს.
- რა თვისებებია საჭირო, რომ ადამიანმა ამ სფეროში წარმატებას მიაღწიოს?
- იმისათვის, რომ ადამიანმა ამ სფეროში წარმატებას მიაღწიოს, პირველ რიგში ეს საქმე უნდა უყვარდეს. უნდა იყოს შრომისუნარიანი, მომთმენი და მიზანდასახული. ყოველივე ამის გათვალისწინებით ნებისმიერი ჩვენგანი წარმატებას ადვილად მიაღწევს.
- რთული არ არის ფერმერობა?
- ფერმერობა არც ისე მარტივი საქმეა. შეიძლება ჩვეულებრივი (არაფერმერი) ადამიანისთვის ადვილად ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
- რძის პროდუქტებს აწარმოებთ?
- რძის პროდუქტებს არ ვაწარმოებ. მყავს მხოლოდ მეხორცული ჯიშის საქონელი და ვახდენ ხორცის რეალიზაციას.
- სად ყიდით ამ ყველაფერს?
- ამ ყველაფერს ვყიდი რაიონში, ადგილობრივ ბაზრებზე.
- ზოგიერთ ადამიანს გონია, რომ ფერმერი მხოლოდ ფიზიკურად მუშაობს და არ სჭირდება განათლება, კვალიფიკაციის ამაღლება. თქქვენ რას იტყვით ამის შესახებ?
- არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. 2016-2017 წლებში, „ფერმერთა ასოციაციის" და „კავკასიის გენეტიკის" თანადგომით ვიმყოფებოდი საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ინგლისსა და ესტონეთში. სადაც შევხვდი ადგილობრივ ფერმერებს და გავეცანი მათი საქმიანობის სტილს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას კიდევ დიდი შრომა და განვითარება სჭირდება იმისათვის, რომ მათ გავუტოლდეთ.
- სარფიანი საქმეა ფერმერობა?
- საკმაოდ. თუმცა, როგორც ზემოთ ვახსენე, ეს ყველაფერი ისევ და ისევ დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს.
- რას ურჩეევთ დამწყებ ფერმერებს?
- დამწყებ ფერმერებს ვურჩევ, რომ უყვარდეთ თავიანთი საქმიანობა. იყვნენ მიზანდასახულები, მომთმენნი, შრომისუნარიანები და ისინი თავიანთი სურვილების ასრულებას ძალიან მალე და ადვილად შეძლებენ.
- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- სამომავლოდ ვგეგმავ საკუთარი ფერმის გაფართოებას. თუმცა, ეს ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული და ალბათ დიდი დრო დასჭირდება ჩემი მიზნების განხორციელებას.
მერი ბლიაძე