პროფესიით მასწავლებელმა გოჩა ურუშაძემ 20 წლის წინ თბილისში კერძო სკოლა ჩამოაყალიბა და დღემდე წარმატებით უძღვება ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, წინაპრების ძვლებმა უხმეს და არც ისე დიდი ხანია, ლანჩხუთში საკუთარ ფესვებს დაუბრუნდა - ფერმერობას მიჰყო ხელი. გარდაცვლილი მამის სახელზე რანჩო გააშენა - „მამიეს რანჩო“ - და მომავალ დიდ მეურნეობას დაუდო საფუძველი. მიღებული პროდუქტით საკუთარი სკოლის სამზარეულოს ამარაგებს ან ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. ჩვენს რესპონდენტს გურიაში ჩავაკითხეთ და ემოციებითა და თავგადასავლებით დატვირთული ორი საოცარი დღე გავატარეთ... ბევრს აღარ გავაგრძელებ, დანარჩენს
ჩემი მასპინძელი თავად მოგიყვებათ.
- სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში დავმკვიდრდი და მას მერე დედაქალაქში ვსაქმიანობ. როცა ასაკში შევედი, ასე ვთქვათ, მიწამ იყივლა, წინაპრების ძვლებმა მიხმეს... ხშირად ვათვალიერებდი მსოფლიოს სხვადასხვა საუკეთესო სკოლებს ინტერნეტში. ყველა კარგ სკოლას აქვს თავისი მეურნეობა. ბევრი ფიქრის მერე გადავწყვიტე, მეც მეცადა და მეურნეობა მომეწყო. ბავშვებისთვის ნატურალური პროდუქტი მიმეწოდებინა, თან ჩემი წინაპრების მიწაზე შრომით სიამოვნება მიმეღო და ფერმერობა წამომეწყო, ახალი ცხოვრებისეული გამოწვევა მიმეღო. მგონი, ჯერჯერობით გაამართლა მოლოდინმა, ძირითადად აქედან მიგვაქვს პროდუქტი სკოლის კვების ობიექტისთვის და მეურნეობის გარკვეული ნაწილის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებასაც ვახერხებთ. ძალიან დიდი მოთხოვნაა ნატურალურ პროდუქტზე, ამიტომ არ ჭირს გაყიდვა. ადგილზეც მოდიან და მიაქვთ სასურველი პროდუქტი.
- ნაკვეთი, სადაც რანჩო გააშენეთ მამაპაპეულია?
- არა, 2011 წელს შევიძინეთ ნაკვეთი და ამის მერე დავიწყეთ მეურნეობის წარმართვა. ამჟამად მყავს რვა ძროხა. ორს უკვე ეყოლა ხბო და ექვსიც მალე ელოდება. ახლო მომავალში ვაპირებ ხუთი-ექვსი ძროხის დამატებას. ვგეგმავ, ყველი გავიტანო ბაზარზე. საბედნიეროდ, ლანჩხუთში შეიქმნა რძის ჩამბარებელი პუნქტები. მინდა რძეც ჩავაბარო, რომ უფრო შემოსავლიანი იყოს ეს მეურნეობა. გვყავს ღორები, ვაპირებ ბაგურ კვებაზე გადავიყვანო. შემოდგომისთვის ვგეგმავ ახალი საღორის აშენებას. ასევე გვინდა სათბურების გაკეთება, მასალა უკვე მომარაგებული გვაქვს. ხელოვნურ ტბაში ვამრავლებთ თევზს - ეს ტბა ამ „რანჩოს“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. ძალიან კარგია აქ იხვების მოშენება. დიდი მოთხოვნაა იხვის კვერცხსა და ხორცზე. წელს ცოტა ხელი შეგვეშალა, ახალი საიხვე ვერ ავაშენეთ. შემოჩვეული გვყავს მღრღნელები, რომლებიც ჭამენ იხვებს, ამიტომ დროებით შევაჩერეთ ეს საქმე. როგორც კი დავასრულებთ ახალი საიხვის აშენებას, ისევ მოვაშენებთ იხვს. ამავე დროს ტბაში იხვი კვებავს თევზებს და ჟანგბადსაც აწვდის, როცა ფრთებს აფართხუნებს.
- ტბაში რა თევზი გყავთ გაშვებული?
- ამჟამად არის კობრი, სქელშუბლა და ამური. მე ფილოლოგი ვარ და წლების განმავლობაში ვკითხულობ წიგნებს, ვეძებ ინტერნეტში ინფორმაციებს, დასავლეთში ცხოვრობენ კარგი მეთევზეები, მათგან ვიღებ კონსულტაციებს. ბოლოს დავადგინეთ ასეთი რამ, თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში გაიშვება ლიფსიტები, თითო ლიფსიტის წონა 50-დან 100 გრამამდე იქნება. სადღაც ნოემბრიდან შეგვიძლია ორკილო-ნახევრამდე გავზარდოთ ეს თევზი და შემდეგ ამოვიყვანოთ. ამის შემდეგ უნდა გავიტანოთ ბაზარზე. სასურველია, ზამთარში თევზი არ გააჩერო ტბორში.
- ფუტკარიც გყავთ, როგორც შევნიშნე.
- კი, ფუტკარიც გვყავს. ამ საქმიანობას ჩემი ბიძაშვილი უძღვება. ცოტა რთულია ფუტკრის მოვლა, თუმცა ვცდილობთ, ეს საქმეც კარგად წარვმართოთ.
- როგორ უთავსებთ ორ სრულიად განსხვავებულ საქმიანობას ერთმანეთს? თან ორივე საქმეს წარმატებით უძღვებით.
- როცა საქმის კეთება გსიამოვნებს, მაშინ არ იღლები და ამ დროს ზღვა ენერგია გაქვს. მეც ამ ყოფაში ვარ ახლა. ძალიან მახარებს ორივე საქმიანობა, ორივე სულიდან და გულიდან მომდინარეა. მაქვს სურვილი და ენერგია, რომ ორივე საქმე წარმატებით შევასრულო. ოჯახის წევრები და მეგობრებიც მიწყობენ ხელს. სკოლის მართვაში ჩემი ვაჟი და მეუღლე მეხმარებიან.
- თბილისიდან ლანჩხუთამდე საკმაოდ დიდი მანძილია, ეს ბარიერს არ გიქმნით?
- თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ჩამოვდივარ, მანძილი არ მაფერხებს. როდესაც სამშენებლო საქმეებია, მაშინაც მეხმარებიან ჩემი შვილები, მეზობლები, მეგობრები, ვქირაობთ მუშახელს და ასე შეხმატკბილებულად ვშრომობთ.
- რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული ფერმაში?
- ჯერჯერობით ორი. ერთი პიროვნება აქ ცხოვრობს, ხოლო მეორე დილით მოდის და საღამომდე მუშაობს. საქონლის მოვლას, მოწველას, ყველის ამოყვანას - ყველაფერს ისინი უძღვებიან. ვცდილობ, მალე გავაფართოვო საქმიანობა და შემდეგ უფრო მეტ ადამიანს დავასაქმებ. ფერმაში გვყავს ცხენები. საჭიროების შემთხვევაში ვადგამთ უნაგირს და როცა საქონელი დააგვიანებს, მივდივართ საძებნელად ან შევაბამთ ურემში და ტვირთვის გადაზიდვაში გვეხმარებიან.
- რა ხეხილია გაშენებული თქვენს ნაკვეთში?
- ძირითადად თხილი, რომელიც ბოლო პერიოდში ფაროსანის გამო არ ამართლებს. ამ მწერმა ფაქტობრივად გააჩანაგა მოსავალი. ტბის გარშემო დარგულია ასამდე თუთა, რომელსაც თევზის გამოსაკვებად ვიყენებთ. თევზის კვება დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. დაახლოებით ორ-სამ კილომდე რომ ავიდეს თევზი, 15-17 კილოგრამამდე საკვები უნდა მიაწოდო. ამიტომ არსებობს საშუალებები, რომ ეს საკვები ჩავანაცვლოთ. როგორც გითხარით, ეს არის თუთა, ასევე ვყრით ძროხის ნაკელს, რომელსაც უჩნდება ჭიები, ეს კი ძალიან კარგია თევზებისთვის. შესაძლოა, ზაფხულობით ნათურები ჩაკიდო და პეპლები რომ დაეხვევა, შემდეგ წყალში ცვივა და იმ პეპლებს ჭამს თევზი.
- თქვენი შვილები რამდენად არიან ჩართულნი ფერმერულ საქმიანობაში?
- მეხმარებიან, მაგრამ ფერმერულ საქმიანობაში ისე აქტიურად არ არიან ჩართულნი, როგორც სასკოლო საქმიანობაში.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- მინდა მიწების დამატება, სათიბი ადგილები უნდა გავზარდო, გავაფართოვო სიმინდის წარმოება. სიმინდს გამოვიყენებ ქათმის, იხვის, ღორის, ძროხის საკვებად. როცა მეურნეობა გაიზრდება, შემოსავალიც გაიზრდება და მეტ ადამიანს დავასაქმებ. მინდა, ჩემი საქმიანობა წარმატებით განვახორციელო, ამას დიდი შრომა და დაკვირვება სჭირდება. მამაჩემი მშრომელი კაცი იყო. ვიცი, ძალიან გაუხარდებოდა, ეს ყველაფერი რომ ენახა. სწორედ მის პატივსაცემად დავარქვი ამ ადგილს „მამიეს რანჩო“.
მერი ბლიაძე