გიორგი ალავერდაშვილი, ალბათ, ერთდერთი ადამიანია, ვინც საქართველოში ფისტა გაახარა და უკვე პირველი ნაყოფიც მიიღო. ფისტა, იგივე ფსტა, ბუსტუღი, ერთ-ერთი ძვირად ღირებული კაკლოვანი მცენარეა. მის სამშობლოდ ირანი ითვლება და რატომღაც ისე მოხდა, რომ ბატონმა გიორგიმ ოდესღაც საქართველოშიც კარგად გავრცელებული ის ფისტა გაახარა, რომელიც სწორედ ირანიდან წამოიღო.
- 2005 წელს ფერეიდანში პირველად ვიყავი, დავით რევაზიშვილის ოჯახში, რომელთანაც გავიცანი საიდ მულიანი, მისი მეზობელი
ღვაწლმოსილი კაცი, რომელსაც იქ ილია ჭავჭავაძეს ეძახიან. უდიდესი ღვაწლი მიუძღვის იქაური ქართველების წინაშე. მოკლედ, მეორე დღეს, როცა გამომაცილეს, საიდის მეუღლემ,
ქალბატონმა ირანამ, პარკით ფისტა გამომატანა, გზაზე თავს შეიქცევთო. მოხალულ-დამარილებული მარცვლები იყო, მათ შორის 9 მარცვალი გაღივებული აღმოჩნდა. თბილისში ჩამოვიტანე და ვარკეთილში, ჩემი კორპუსის წინ, პატარა მიწის ნაკვეთზე დავთესე. ვიცოდი, რომ ეს მცენარე საქართველოში ადრე ხარობდა და მაგრამ გადაშენდა. ჩემდა გასახარად, 9-დან 7-მა მარცვალმა გაიხარა.
მერე შევიტყვე, რომ ნერგებს შორის მანძილი 3-4 მეტრი უნდა იყოს. შემდგომ მისი გადარგვა არ შეიძლება, რადგან ფესვი უზიანდება. ფესვი მიწაში 15-20 მეტრზეც კი ჩადის - თუ ნერგი კარგად ირწყვება, ფესვები `ზარმაცდება~ და ჰორიზონტალურად გადის, ხოლო თუ არ მოირწყა, მაშინ სიღრმეში ვერტიკალურად მიდის და საზრდო ქვედა ფენებიდან ამოაქვს. ამიტომაც უყვარს გვალვიანი ნიადაგი.
ჩემმა მეგობარმა მერაბ შენგელიამ, რომელიც დაინტერესებული იყო სამკურნალო მცენარეებით, ფისტაზე პატარა სტატია მოამზადა და მიუთითა, ვინც დაინტერესდებით, გიორგი ალავერდაშვილს დაუკავშირდითო. რამდენიმე დღის შემდეგ დავითგარეჯის მამათა მონასტრიდან მამებმა მომაკითხეს. 4 ძირი ჩემი ხელით ამოვიღე და გავატანე. დამრჩა 3 ძირი, რომელიც ბაღში ნელ-ნელა იზრდებოდა.
2016 წლის შემოდგომაზე 1 ნერგისთვის ხმელი ფოთლები უნდა მომეცილებინა და როცა ფოთოლს ხელი მოვკიდე, ხელში მკვრივი მარცვალი მომყვა, რაც ფისტის 2 ცალი ნაყოფი (პირველი ნიშანი) აღმოჩნდა. განაგრძეთ კითხვა