სოია ალბათ ყველაზე ფართოდ გავრცელებული პარკოსანი მცენარეა მთელ მსოფლიოში. ის ისეთივე ძველი კულტურაა, როგორც ბრინჯი და უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. სოია ალბათ ერთადერთი მცენარეა, რომელსაც ნარჩენები პრაქტიკულად არ გააჩნია - მწარმოებლები მის ყველა კომპონენტს უდანაკარგოდ იყენებენ და მათ შორის არასაკვები დანიშნულებითაც.
რატომ გახდა სოია ასეთი პოპულარული და რით დაიპყრო მსოფლიო დახლები?
ეს პირველ რიგში მასში შემავალი ცილების დამსახურებაა. მათი წყალობით სოიას ხორცის ჩანაცვლებაც კი შეუძლია. ამ მცენარის ცილა ცხოველურ ცილას თითქმის 90%-ით ანაცვლებს. არ არსებობს მცენარე, რომელიც ამ მხრივ მას შეედრება.
სიოა შეიცავს დიდი რაოდენობით მცენარეულ ესტროგენებს, ანუ ფიტოესტროგენებსაც, რომელსაც ქალის ორგანიზმისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მენოპაუზის დროს. ამ პერიოდში ხომ სწორედ ესტროგენების და კალციუმის დაქვეითება იწვევს უამრავ პრობლემას.
რა თქმა უნდა, სოიის ეს უნიკალური თვისები კარგად გამოიყენეს ფარმაცევტულმა კომპანიებმა. ბრიტანულმა ბრიტანულმა კომპანიამ, ვიტაბიოტიკსმა შექმნა კომბინირებული ბუნებრივი პრეპარატი მენოპეისი კალციუმი, რომლის ძირითადი კომპონენტებია სოიო და კალციუმი, აგრეთვე ყველა ის ვიტამინი, რომლებიც 40 წლიდან აუცილებელია ქალის ორგანიზმისთვის.
პრეპარატი განკუთვნილია 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის, მენოპაუზის და მის შემდგომ პერიოდში, განსაკუთრებით ადრეული მენოპაუზის დროს, ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის, აგრეთვე ნერვული, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის.
პრეპარატის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, სახლში მოტანის სერვისით
საკმარისია ორი აბი დღეში ძირითადი კვების დროს ან დაუყოვნებლივ მის შემდეგ. მიიღეთ წყალთან ან სხვა ცივ სასმელთან ერთად. არ შეიძლება დოზის გადაჭარბება.
სხვათა შორის, სოია ჩვენს წინაპრებს საქართველოშიც მოჰყავდათ და ფერმერები დღესაც იწყებენ მისი ჯიშების აღორძინებას.
ქართულ არაგენმოდიფიცირებულ სოიას დღეს თესავენ სამეგრელოში, გურიაში. რამდენიმე წელიწადში კი ეს თესლი თითქმის ყველა ფერმერისთვის ხელმისაწვდომი იქნება.