"ადამიანები მიწას უნდა დაუბრუნდნენ, ვინც თბილისშია და სოფელი მიტოვებული აქვს..." - ეკა ნიჟარაძეს პანდემიის დროს კახეთში მოსავალი მოჰყავს

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არ­თა­ნა­ში დღეს თუკი ვინ­მე მუ­შა­ობს და სა­გა­ზა­ფხუ­ლო სა­მე­ურ­ნეო საქ­მე­ებს აწარ­მო­ებს, მათ შო­რის, მსა­ხი­ო­ბი ეკა ნი­ჟა­რა­ძე­ცაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო პან­დე­მი­აა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ამას ხელი არ შე­უშ­ლია, რომ მსა­ხი­ობს სო­ფელ­ში ეშ­რო­მა. რო­გორც ადრე ვწერ­დით, ცნო­ბი­ლია, რომ მან რამ­დე­ნი­მე წლის წინ აღ­ნიშ­ნულ სო­ფელ­ში მი­წის ნაკ­ვე­თი, სა­კუ­თა­რი კარ­მი­და­მო შე­ი­ძი­ნა, სა­დაც მა­შინ­ვე შე­უდ­გა სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბას. ამ­ბობს, რომ სახ­ლი ძვე­ლია და იქ კაცი დიდ­ხანს ვერ დარ­ჩე­ბა, მაგ­რამ მი­წას კი ნამ­დვი­ლად არ აც­დენს, ინ­ტენ­სი­უ­რად ამუ­შა­ვებს.

„კარ­გი სახ­ლი რომ მქონ­დეს, ახლა თბი­ლის­ში რა
გა­მა­ჩე­რებ­და?! მაგ­რამ მის გა­სა­კე­თებ­ლად, ერ­თი­ან თან­ხას თავი ჯერ ვერ მო­ვუ­ყა­რე, იქა­უ­რო­ბა რო­გორც სა­ჭი­როა, რომ მო­ვა­წეს­რი­გო. არც ისე დიდი თან­ხა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ არ მაქვს. ამი­ტომ, სო­ფელ­ში ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ სა­მუ­შა­ოდ ჩავ­დი­ვარ და ისევ უკან ვბრუნ­დე­ბი,“ - გვე­უბ­ნე­ბა მსა­ხი­ო­ბი და გვიყ­ვე­ბა, რომ გა­სულ წელს 2 წლის გა­შე­ნე­ბულ ვე­ნახ­ში 300 კი­ლოგ­რა­მამ­დე ყუ­რძე­ნი მი­ი­ღო და შე­სა­ბა­მი­სად, რქა­წი­თე­ლის მშვე­ნი­ე­რი მო­სავ­ლი­დან ღვი­ნოც კი და­წუ­რა.


„წელს ღვი­ნოც კი დავ­წუ­რე, რი­თაც ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ. ვე­ნახ­მა კარ­გი მო­სა­ვა­ლი მომ­ცა, რა­საც არ ვე­ლო­დი. ვფიქ­რობ, რომ წელს უფრო მეტი ყუ­რძე­ნი უნდა მი­ვი­ღო. რაც შე­ე­ხე­ბა ბოს­ტანს, - 2000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი მი­წის ფარ­თო­ბი­დან 1000 კვად­რა­ტუ­ლი მეტრზე ვე­ნა­ხი გა­ვა­შე­ნე, 1000 კვად­რა­ტულ მეტ­რი ისე იყო, რომ­ლის მი­ხედ­ვას წელს ვა­პი­რებ­დი. ვირუ­სის ამ­ბე­ბი რომ და­ი­წყო, სო­ფელ­ში გა­ვი­ქე­ცი, ტრაქ­ტო­რი ვი­ქი­რა­ვე, მიწა მოვ­ხა­ნი, და­ვა­მუშ­ვეთ და კარ­ტო­ფი­ლი, ხახ­ვი, ნი­ო­რი, ბრო­კო­ლი, ყა­ბა­ყი, გოგ­რა, ის­პა­ნა­ხი, ქინ­ძი, ოხ­რა­ხუ­ში, კამა დავ­თე­სე. ცოტა ხან­ში ლო­ბი­ოც უნდა დავ­თე­სო. აქამ­დე ცი­ო­და და ია­ქურ­მა მე­ზობ­ლებ­მა მი­თხრეს, ცოტა ცივა და გა­ფუჭ­დე­ბაო... ასე რომ, ლო­ბი­ოს და­სა­თე­სად ახლა ვემ­ზა­დე­ბი. მაქვს პო­მიდვ­რის ჩი­თი­ლე­ბი და ჯერ აქ მაქვს. ერთი სული მაქვს, რო­დის წა­ვაბ­რძა­ნებ კა­ხეთ­ში და ჩემს კარ­მი­და­მო­ში ჩავრგავ. მინ­და, ვთქვა, რომ მე­ზობ­ლებ­ში ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, უზო­მოდ მშრო­მე­ლი ხალ­ხია, ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბი­ან“ - გვიყ­ვე­ბა ეკა ნი­ჟა­რა­ძე, რო­მელ­საც სოფ­ლად შრო­მა სუ­ლაც არ ეზა­რე­ბა, პი­რი­ქით, ამ საქ­მე­ში დიდი ინ­ტე­რე­სით და ხა­ლი­სით არის ჩარ­თუ­ლი. თან ამ­ბობს, რომ სა­კუ­თა­რი ხე­ლით მოყ­ვა­ნილ პრო­დუქტს სხვა ფასი და გემო აქვს. „ახლა სოფ­ლი­დან მო­მა­წო­დეს ფო­ტო­ე­ბი, რომ ნი­ორს და ხახვს უკვე გა­უ­ხა­რია, თავი კარ­გად წა­მო­უყ­ვია. და­ახ­ლო­ე­ბით სამი კვი­რაა, რაც დავ­თე­სე... სა­დილ­ში ბევრ ნი­ორს და ქინძს ვი­ყე­ნებ, მიყ­ვარს, როცა კერ­ძი მწვა­ნი­ლე­ბით და ნივ­რით კარ­გად არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ, მინ­და, რომ ჩემი მქონ­დეს და დიდი იმე­დი მაქვს, რომ წელს უკვე არა მარ­ტო ქინ­ძი და ნი­ო­რი, ჩემი კარ­ტო­ფი­ლიც მექ­ნე­ბა“ - დას­ძენს რეს­პონ­დენ­ტი. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები