როგორ შეიძლება გამოიყენოთ ბაღ-ბოსტანში სოდა და ძმარი - ეფექტური და იაფი საშუალება

ეს ორი ძალიან გავრცელებული და იაფი საყოფაცხოვრებო საშუალება შეიძლება გამოიყენოთ არა მხოლოდ სახლის დალაგებასა თუ საჭმლის მომზადებისას. თურმე, ბაღშიც შესანიშნავად იყენებენ.

ძმარი
ალბათ იცით, რამდენი სარეველა გადმოდის გაზონებზე - განსაკუთრებით ბაბუაწვერები. მათი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება და იმის დალოდება, როდის გადაიქცევა თესლების თეთრ ღრუბლად, თორემ მომავალ წელს თქვენი ბაღი მხოლოდ ამ ყვითელი ყვავილების მინდვრად იქცევა. ამ სარეველისგან გასათავისუფლებლად მოასხით მას თანაბარი პროპორციებით წყალში გაზავებული 40%-იანი ძმარი. თუ ბაბუაწვერები ბაღის ბილიკებზე იზრდება, ძმრიანი წყალი ისეთ ბოთლში ჩაასხით, რომ შემდეგ მცენარეებსა და
ბილიკს მოასხათ. ცოტა ხანში ისინი გახმება.

როცა წვიმიანი და ცივი ზაფხულია, მცენარეები ხშირად იტანჯებიან სოკოვანი დაავადებებით. სოკოვანი ინფექციების გავრცელების აქტიურობას შეამცირებს ძმრის მჟავა, რომლითაც უნდა დაამუშავოთ მცენარეები ყოველ კვირას. 120 მლ ძმარი ჩაასხით წყლიან სათლში და მოასხით მცენარეებს.
ასეთი საშუალება ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ შავი ლაქების, ფიტოფტოროზისა და სხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ძმარი არ ავნებს კიტრს, ყაბაყს, პომიდორს.

თუმცა გახსოვდეთ - ძმრით დამუშავება არ შეიძლება მცენარეების ყვავილობის დროს!

ძმრით "მორწყვა" ასევე უწყობს ხელს ჰორტენზიის აყვავებას. 10 ლიტრ წყალზე დაგჭირდებათ 100 მლ ვაშლის ძმარი. მორწყეთ ამ შემადგენლობით ჰორტენზიის ბუჩქები ყვავილობის ფაზამდე ერთი თვით ადრე. უნდა მოასხათ ფესვთან, სანამ ყვავილობას დაიწყებენ. ძმრის ნაცვლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონმჟავა.

სოდა
სოდა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა გავრცელებული დაავადების - ნაცრის გამომწვევ სოკოსთან ბრძოლაში. ერთი ჩაის კოვზი სოდა დაამატეთ ერთ ლიტრ თბილ წყალს და მოასხით კიტრების ნარგავებს პულევიზატორით. თუ განიცდით, რომ კიტრების ფოთლები გაყვითლებას იწყებს დროზე ადრე, ერთი სუფრის კოვზი მარილი წყლიან სათლში გააზავეთ და ეს საშუალებაც მოაპკურეთ.

კომპოსტი ხშირად საკმაოდ ცუდ სუნს უშვებს. ეს სუნი რომ მოაშოროთ, კომპოსტის მასას ცოტა სოდა მოაფრქვიეთ.

პომიდვრის ნაყოფი რომ უფრო გემრიელი იყოს, ნარგავებს მოაპკურეთ წყალში გაზავებული საჭმელი სოდა ან იგივე ნაზავი ფესვებთან მოასხით.

რას შეგიძლიათ "უმკურნალოთ" სოდით ბოსტანში: კიტრს, ყაბაყს, პომიდორს, მოცვს, ყურძენს

კომენტარის დამატება