დეკორატიული გოგრა ერთ-ერთია იმ მცენარეებს შორის, რომლებიც კარ-მიდამოს განუმეორებელ ხიბლს და ეგზოტიკურ იერს ანიჭებენ.
დეკორატიულ გოგრას შეუძლია ერთი წლის განმავლობაში 4 მეტრამდე სიმაღლეზე ავიდეს და თავისი ლიანებით საკმაოდ დიდი სივრცე დაფაროს. ძალიან ალამაზებს თაღებს, ღობეებს, ფანჩატურს და სახლის კედლებს.
იჭმევა თუ არა?
სანამ დეკორატიული გოგრის ნაყოფი ახალმოსხმულია, მისი კანი რბილია და ჭამაც შეიძლება. მაგრამ რა საჭიროა? საგემოვნო თვისებებით ის ახლოსაც ვერ მოვა ჩვეულებრივ ბაღჩის გოგრასთან. ანუ, დეკორატიული გოგრა ნამდვილად არ მოგწამლავთ, მაგრამ გემრიელიც არ არის.
სად დავრგათ?
დეკორატიული გოგრის დასათესად
ესაჭიროება ჭარბი მზის სხივები და ღრმა ნიადაგი.